"ზესტაფონის" ბაზის მფლობელებთან მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია შესული და, დიდი ალბათობით, წარმატებით დასრულდება
"ლელო" ექსკლუზიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველოს ნაკრები 29 მარტს ყაზახეთთან გასამართავი თბილისური ამხანაგური მატჩისთვის "ბასაზე" არ მოემზადებოდა. ახლა კი, ასევე სანდო წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია დავწეროთ, რომ თუ სასწაული არ მოხდა, ნაკრების ახალი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ხსენებული სპარინგისთვის გუნდს თბილისის ზღვაზე, "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე შეკრებს და იქვე მოამზადებს.

16 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დაგვიდასტურეს, რომ ბაზის მფლობელებთან მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია შესული და, დიდი ალბათობით, წარმატებით დასრულდება.

სანამ "ზესტაფონის" ბაზაზე ვრცლად ვიტყოდეთ, ის ვთქვათ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "ბასაზე" მთელი რიგი სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. ჩანაფიქრის მიხედვით, იქ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება. მათ შორის, იგეგმება სამედიცინო ცენტრის შექმნა და ისიც, რომ "ბასა" ძირითადად საქართველოს ახალგაზრდულ და სხვა ასაკობრივ ნაკრებებს დაეთმობა. მაგრამ ამაზე უფრო ვრცლად უახლოეს მომავალში გიამბობთ...

რაც შეეხება "ზესტაფონის" ბაზას, იქ არის ორი, უმაღლესი ხარისხის ბუნებრივსაფარიანი სავარჯიშო მოედანი. როგორც გავიგეთ, დასასრულს უახლოვდება სხვადასხვა სარემონტო სამუშაო.

ამ ბოლო დროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ხშირად ქირაობს ინფრასტრუქტურას "ზესტაფონისგან". სწორედ მის განკარგულებაშია ზესტაფონის მთავარი სპორტული არენა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 28 მარტს უკრაინელ თანატოლებს უმასპინძლებს...

"ზესტაფონის" თბილისურ ბაზაზე კი თბილისში მიმდინარე 17-წლამდელთა ელიტრაუნდის სამი მონაწილე (რუსეთი, თურქეთი და ბოსნია) ვარჯიშობს. მეტიც - "ზესტაფონის" მესვეურებთან შეთანხმებით, რუსეთის გუნდმა აქ ერთკვირიანი წინასაელიტრაუნდო შეკრებაც მოაწყო. როგორც შევიტყვეთ, რუსეთის 17-წლამდელთა მწვრთნელი სერგეი მატვეევი ერთობ კმაყოფილი ყოფილა ბალახის საფარის მდგომარეობით.

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზახეთს "დინამო არენაზე" დაუხვდება. ეს ნაკრების ახალი თავკაცის ინიციატივაა. მანამდე ეს სპარინგი "მიხეილ მესხზე" იყო დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Kaxa
Rac zesta mokvetet ver xvdebit rom chempionatma azri dakarga daaabrunet zesta daabrunet
bagrati
დააბრუნეთ სიჭის და რეზის ხუშტურების გამო უსამართლოდ დასჯილი ზესტა!
zura
zesta damibrunet
dato
კიო ! კოკაიას რო ქონდა წამოსაწოლად საქმე და აქ ისე მოგვცა ნეტა მთელ საქართველოს
kio
მემგონი თვითონ კოკაიასაც აწყობდა რო მოკვეთს,წამოწვა და აქირავებს თავის აშენებულ Bაზებს მილიონებში ფედერაციასთან
Mindia
დააბრუნეთ ზესტა და კოკაია. კოკაია უსამართლობას ....შეეწირა. სულ რამდენიმე კაცი გვყავს ვინც ამ საცოდავ ქართულ ფებურთში ფულს დებს და იმათაც იშორებენ ეს გარეწრები. ....
bagrati
არა, არ დააბრუნოთ ზესტაფონი! ჩელებაძე, ბურდული და ჯურელი დატოვეთ!
dato
პარადოქსების ქვეყანა ვართ! ბიზნესმენი რომელმაც უფრო მეტი შექმნა ფეხბურთში ვიდრე მთლიანად სახელმწიფომ წინა ფედერაციამ ფეხბურთიდან მოკვეთა. თუ ეს ფედერაცია მოახერხებს მის დაბრუნება უფრო მეტს გააკეტებს და ლოკომოტივს კიდევ ბევრი გამოებმება
Beso
ამ ყველაფრის შემქმნელი ილია კოკაია წინა ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ მოკვეთილი იქნა ქართული ფეხბურთიდან :)))) სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს,პარადოქსიც არ ქვია ამას,ამას რაგაც სხვა სახელი აქ...
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...