თბილისის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ესპანეთში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში იბრძოლებს
ვისაც მეორე წრეში თბილისის "ლოკომოტივის" თამაშები უნახავს, არ შეიძლება, რატი არდაზიშვილი არ გამოერჩია.

თბილისელთა მარცხენა ნახევარმცველი 17 წლისაა და ასაკის მიუხედავად, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დამკვიდრებული აქვს. თუმცა ის ჯერაც "ჭყინტია", ბევრი აქვს სასწავლი და დასახვეწი, მაგრამ აშკარაა, რომ ნიჭიერი ნახევარმცველი იზრდება - ტექნიკური, თამამი და ინიციატივიანი.

"რამდენიმე საფეხბურთო სკოლაში დავდიოდი - ჯერ "ოლიმპში", შემდეგ "საბურთალოს" შევუერთდი და ბოლოს თბილისის "დინამოს" აკადემიაში ვიყავი. ტყუილია, თითქოს, "დინამოდან" გამომიშვეს. 15 წლის ვიყავი, კონტრაქტის გაფორმება რომ შემომთავაზეს, მაგრამ ვერ შევთანხმდით და მას შემდეგ უკვე 2 წელია, რაც "ლოკომოტივში" ვარ", - ამბობს არდაზიშვილი.

17 წლის ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ "ლოკომოტივში" პროგრესი შესაძლებელია:

"აქ თავს კარგად ვგრძნობ, რადგან გუნდში მეგობრული გარემოა და გამოცდილი ფეხბურთელები უფროსი ძმებივით მექცევიან. მათ გვერდით თამაში მიადვილდება - სწორედ ასეთმა მეგობრულმა გარემომ "გამხსნა".

ამ ზამთარს თურქეთში კარგად მოვემზადეთ და ამ ყველაფრის შედეგია, მეორე წრეში ძირითად შემადგენლობაში რომ მოვხვდი. საერთოდაც, "ლოკომოტივში" მოხვედრა სასურველი იმიტომაც არის, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს უცხოეთში წასვლაში ხელს უწყობს. ამაზე საქართველოში ყველა მოთამაშე ოცნებობს. მე კი ჯერ 17 წლის ვარ და ჩემთვის უმაღლეს ლიგაში თამაში ძალიან დიდი გამოცდილება და პრაქტიკაა".

არდაზიშვილი 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმაც შენიშნა და ჩერნოგორიაში ამასწინანდელი ამხანაგური მატჩებისთვისაც მიიწვია. არდაზიშვილმა ნდობა გაამართლა - ბალკანელებთან მეორე სპარინგში (2:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ) ერთი გოლი მისი იყო. ის 19-წლამდელებთან ერთად ესპანეთში იქნება, სადაც 24 მარტს ელიტრაუნდის მატჩები იწყება:

"ჩერნოგორიაში ჩატარებული ამხანაგურები ძალიან წაგვადგა. იქ ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები დავინახეთ. ესპანეთში კი უმძიმეს ჯგუფში მოვხვდით. ჩვენი ნებისმიერი მეტოქე შეიძლება ფავორიტად განვიხილოთ - ესპანეთიც, ინგლისიც და საბერძნეთიც.

ასე რომ, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ძალიან ძნელი იქნება.

მაგრამ ჩვენ გვაქვს ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა მაგალითი, როცა რამდენიმე წლის წინათ, ერთსულოვნებით, სათამაშო დისციპლინის დაცვითა და გონივრული თამაშით, გუნდმა მიზანს მიაღწია. მთავარია, თავად ვირწმუნოთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. ესპანეთში სწორედ ამის იმედად მივემგზავრებით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

natia
❤️❤️❤️ სუპერ ბიჭი
gio
ფეხბურთელებო უბრალოდ გიყვარდეთ საქართველო როგორც ბორჯღალოსნებს უყვართ, და დაიხარჯეთ როგორც ბორჯღალოსნები იხარჯებიან, წარმატებაც არ დააყოვნებს!
U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
რატი არდაზიშვილს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
შუქურა-ლოკომოტივი 0:5 - "რკინიგზაში" ფრენაც სცოდნიათ [VIDEO]
ლოკომოტივი-დილა 3:3 - თამაში, რომელმაც ფეხბურთი გაგვახსენა [VIDEO]
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
საჩხერის "ჩიხურა" ევროპა ლიგამდე ნახევარმცველით გაძლიერდა
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
არდაზიშვილმა "რუხთან" კონტრაქტი გააფორმა და კლუბის დირექტორი აქებს
ეროვნული ლიგა. XII ტური: "ლოკომოტივი" "საბურთალოსთან" დამარცხდა [VIDEO]
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო