გუშინ, 19 მარტს, სუპერლიგის 22-ე ტურის ფარგლებში "აკადემია" "ოლიმპს" დაუპირისპირდა
გუშინ, 19 მარტს, სუპერლიგის 22-ე ტურის ფარგლებში "აკადემია" "ოლიმპს" დაუპირისპირდა და მოუგო კიდეც.

მიმდინარე ჩემპიონატი იმდენად დაძაბულია, მოულოდნელი შედეგი არ არსებობს. ყველა გუნდს აქვს ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვების შანსი, თუმცა ამ ტურის წინ "აკადემიაში" კარდინალური ცვლილებები განხორციელდა და გუნდის შემადგენლობა გვარიანად დასუსტდა. "აკადემიის" ხელმძღვანელობამ გუნდიდან დაითხოვა მთავარი მწვრთნელი გელა წულაძე და მისი ასისტენტები - გია კაზანჯიანი და ირაკლი ტომარაძე. გუნდი დაატოვებინეს ასევე 2 ამერიკელ ლეგიონერს - ჩაგდებული ქულების მხრივ ლიდერებს: მორის ბრიგსს და რეი-არ სთროუბრიჯს.

უდიდესი დანაკლისის მიუხედავად "აკადემიამ" გამარჯვების მოპოვება შეძლო. დაარხეინებული ოლიმპელები, რომლებმაც საქმე წინდაწინ მოთავებულად ჩათვალეს, სამაგალითოდ დაისაჯნენ. "აკადემიამ" შეხვედრა 76:70 მოიგო, რაშიც სოლიდური წვლილი ვლადიმერ კრისევიჩმა დაიდო, რომელმაც 18 ქულა მიითვალა. 14 ქულა მოაგროვა მერაბ ბოქოლიშვილმა, ხოლო კოკა ტომარაძის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.

გია მაისურაძე ("ოლიმპის" მწვრთნელი): სამწუხაროდ ვერ გამოვფხიზლდით, არასწორი ტაქტიკური სვლები და გადაადგილებები გავაკეთეთ და ეს ძლიან საჭირო და მნიშვნელოვანი თამაში დავთმეთ.

გიორგი ნიკოლაძე ("აკადემიის" მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ გუნდს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა (მოგეხსენებათ ლეგიონერები და მწვრთნელები გავუშვით) მაინც მოვიგეთ თამაში. ბოლომდე ვიბრძოლეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
დიდი 10: "აკადემიამ" "ლოკომოტივი" 25:5 დაამარცხა
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
20-წლამდელთა ჩემპიონატში სამი მატჩი გაიმართა
"ᓨᓡᓡ ᓐᓙᓐᓓᓔᓛᓘᓐ" 20-ᓬᓚᓐ
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
U20. "ᓝᓚ
სუპერლიგა 2015-16: რეგულარული დასრულდა, ბრძოლა იწყება
U18. ᓝᓠᓘ ᓡᓐᓙᓝᓜᓢᓠᓝᓚᓝ ᓣᓙᓠᓐᓘᓜᓐᓡᓗᓐᓜ ᓓᓐ ᓝᓠᓘᓕᓔ ᓛᓐᓠᓪᓮᓘ
უცნაური სტატისტიკა, ანუ ეკოლოგიური პრობლემების საფეხბურთო სეგმენტი
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" "აკადემია" 14:13 დაამარცხა
კაცნაკლულმა "ჯიქმა" "აკადემია" დაამარცხა
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" დაძაბულ ბრძოლაში სძლია
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა