მილანურ-რომაული ზავები
* ჯანლუიჯი ბუფონმა კარი მშრალად 974 წუთის განმავლობაში შეინახა და სერია A-ს ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

* 10-მატჩიანი მშრალი სერიის შემდეგ "იუვენტუსმა" გოლი ტურინულ დერბიში გაუშვა.

* "იუვენტუსს" სერია A-ში ზედიზედ 20 თამაშია არ წაუგია.

"იუვენტუსი" მთლიანად სერია A-ზე გადაერთო და მისი შეჩერება ურთულესი იქნება. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ტურინულ დერბიში მიწასთან გაასწორა მეტოქე და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

"იუვემ" დერბიში გაილაღა

ტურინული დერბი "იუვენტუსის" სრული უპირატესობით წარიმართა და ეს ანგარიშზეც შესაბამისად აისახა. "ტორინომ" იბრძოლა, ცდა არ დააკლო, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. პირველი ტაიმის შუაწელს პოლ პოგბამ გახსნა ანგარიში, ტაიმის მიწურულს კი სამი ხედირამ სხვაობა ორამდე გაზარდა და ნათელი გახდა, რომ "ვეკია სენიორა" გამარჯვებას არ გაუშვებდა ხელიდან.

მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ანდრეა ბელოტიმ თერთმეტმეტრიანით ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა "იუვეს" უპირატესობა ერთი წუთით არ დამდგარა ეჭვქვეშ და მალევე ალვარო მორატამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ესპანელმა პაულო დიბალა შეცვალა და დუბლი მიითვალა აქტივში, 1:4.

მოკლედ, "იუვემ" მოიგო და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ, ჯანლუიჯი ბუფონი კი სერია A-ს ყველა დროის რეკორდსმენი გახდა, რადგან კარი მშრალად 974 წუთის განმავლობაში შეინახა. წინა რეკორდი "მილანის" მეკარეს, სებასტიანო როსის ეკუთვნოდა, რომლის მშრალმა სერიამაც 930 წუთს გასტანა.

ლოგიკური ფრე "ოლიმპიკოზე"

ტურის ცენტრალური მატჩი მარადიულ ქალაქში გაიმართა, სადაც "რომამ" "ინტერს" უმასპინძლა და თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა. გუნდები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და როგორც ასეთ დროს ამბობენ, სასწორზე 6 ქულა იდო. თამაში თანაბარი გამოდგა და მომენტები ორივე კართან შეიქმნა, შედეგს კი კანონზომიერი შეგვიძლია ვუწოდოთ.

მართალია, ტეროტორიულ უპირატესობას რომაელები ფლობდნენ და უფრო მეტი დროც გაატარეს მეტოქის ნახევარზე, მაგრამ ბურთის გორება რეალურ სათამაშო უპირატესობაში არ გადაზრდილა. მეტიც, გამარჯვებასთან გაცილებით ახლოს "ინტერი" იყო, რომელიც 84-ე წუთამდე იგებდა და ცოტაც რომ გაეძლო, სამ ქულას გაიყოლებდა მილანში.

"ინტერიდან" ივან პერიშიჩი გამოირჩა, რომელიც მარცხენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და გამოზომილი დარტყმით დალაშქრა ვოიცეხ შჩესნის კარი. სამართალიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პოლონელ მეკარეს შეეძლო ბურთის აღება და მართებდა კიდეც გუნდის გადარჩენა. გამათანაბრებელი რაჯა ნაინგოლანის ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა, ბურთს პირველი შესწვდა და მეკარისაგან მარცხენა დაბალი კუთხე დალაშქრა, 1:1.

საბოლოოდ, ფრე, რომელმაც თითქოს ორივე გუნდი უკმაყოფილო დატოვა, მატჩის შემდეგ კი ტრადიციული კომენტარები გაკეთდა...

ლუჩანო სპალეტი ("რომას" მწვრთნელი): "კარგი თამაში იყო, რომელშიც ძლიერი გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ვფიქრობ, შედეგი ლოგიკურია, რადგან მთლიანობაში, თანაბარი თამაში გამოვიდა. ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვება გახლდათ, მაგრამ თუ თამაშის სცენარს გავითვალისწინებთ, მოპოვებული ქულა აქტივში უნდა ჩავიწეროთ. თუმცა, რა დასამალია და შეგირდების გარჯით უკმაყოფილო ვარ, რადგან მათგან მეტს ველოდი".

რობერტო მანჩინი ("ინტერის" მწვრთნელი): "ძალიან კარგად ვთამაშობდით 70-ე წუთამდე და სრულად ვაკონტროლებდით მოედანს. სიმართლე გითხრათ, უკვე მეგონა, რომ სამ ქულას ხელიდან არ გავუშვებდით, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა. მეტოქემ იპოვა ძალა, აქტიურად შემოგვიტია და გაათანაბრა კიდეც ანგარიში. ძალიან დასანანია, როდესაც გამარჯვებას 84-ე წუთზე კარგავ, მაგრამ დროს უკან ვერ დავაბრუნებთ".

იხილეთ ვიდეო

იგუაინი შეუჩერებელია

"ნაპოლიმ" მძიმედ დაიწყო "ჯენოასთან", სტარტზევე გაუშვა გოლი და პირველი ტაიმი სულაც წააგო. ერთი ფეხის დაცდენა და მაურიციო სარის გუნდი საგანგაშო დისტანციაზე ჩამორჩებოდა "იუვენტუსს", თუმცა ნეაპოლელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეორე ტაიმში ხასიათი გამოავლინეს და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი მიართვეს.

მატჩის გმირი გონსალო იგუაინია, რომელმაც დუბლი შეასრულა და სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში უკვე 29 შედეგიანი დარტყმა მოუგროვდა, ერთი კი ომარ ელ ქადურიმ მიითვალა აქტივში. "იუვე" პირველია, მაგრამ არც "ნაპოლი" იშლის თავისას და ტურინულ გრანდს ჯიუტად მისდევს...

XXX ტური

19 მარტი

ემპოლი-პალერმო 0:0

ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი (43. ბიტანტე), კოსტა, ტონელი, მარიო რუი - ზელინსკი (63. ბუჩელი), პარედესი, კროჩე - საპონარა - მაკარონე (86. მჭედლიძე), პუჩარელი

პალერმო (4-5-1): სორენტინო - სტრუნა, გონსალესი, ანდელკოვიჩი, პეცელა (46. ლაზაარი) - ჰილემარკი, მატო, ბრუგმანი (86. მარესკა), კუაიზონი (80. ბენტივენია), ტრაიკოვსკი - ვასკესი

გაფრთხილება: პარედესი - მატო, ბენტივენია

კუთხური: 8-6; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 10-9 (3-1); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 10 000

რომა-ინტერი 1:1

გოლები: 0:1 პერისიჩი (53), 1:1 ნაინგოლანი (84)

რომა (4-3-3): სჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინე (81. ემერსონი) - კეიტა (57. ჯეკო), ნაინგოლანი, პიანიჩი - სალაჰი, ელ შაარავი (90. დე როსი), პეროტი

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მირანდა, მურილიო, ნაგატომო - მედელი, ბროზოვიჩი - პერიშიჩი, ლიაიჩი (86. მელო), ბიაბიანი (82. მანა) - ედერი

გაფრთხილება: მანოლასი, კეიტა - ჰანდანოვიჩი, მედელი

კუთხური: 8-2; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-5 (8-2); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 45 000

20 მარტი

ატალანტა-ბოლონია 2:0

გოლები: 1:0 გომესი (27), 2:0 დიამანტი (45)

ატალანტა (4-2-3-1): სპორტიელო - მაზიელო, პალეტა, სტენდარდო, პალეტა - დე რუნი, ჩიგარინი - კურტიჩი (72. მილიაჩო), დიამანტე (54. რაიმონდი), გომესი (89. დალესანდრო) - პინილია

ბოლონია (4-3-3): მირანტე - მბაიე, გასტალდელო, მაიეტა, მორლეო (71. მაზინა) - ბრიგი, დიავარა, ბრიენცა (46. მუნიერი) - რიცო (64. აკვაფრესკა), ჯაკერინი, ფლოკარი

გაფრთხილება: პინილია - რიცო, ჯაკერინი

გაძევება: მბაიე (78. ბოლონია), გასტალდელო (85. ბოლონია)

კუთხური: 6-9; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 12-9 (7-4); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 20 000

ფროზინონე-ფიორენტინა 0:0

ფროზინონე (4-3-3): ლეალი - მ. ჩოფანი (90. ბრუმა), ბლანკარდი, აიეტი, პავლოვიჩი - ფრარა (24. ბუჩერი), გორი, სამარკო - კრაგლი, პაგანინი, დ. ჩოფანი (74. ტონევი)

ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - რონკალია, გონსალო, ასტორი - ბერნარდესკი (63. ტელიო), ვესინო, ბადელი (72. სარატე), ალონსო - ბორხა ვალერო, ილიჩიჩი (86.Bბაბაქარი) - კალინიჩი

გაფრთხილება: კრაგლი, აიეტი, სამარკო, გორი - რონკალია, ასტორი, ალონსო, კალინიჩი

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 25-11; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 8-18 (3-8); ბურთის ფლობა: 31%-69%.

მაყურებელი: 10 000

ვერონა-კარპი 1:2

გოლები: 0:1 დი გაუდიო (42), 1:1 იონიცა (63), 1:2 ლაზანია (66)

ვერონა (4-4-2): გოლინი - პიზანო, ჰელანდერი, მორასი, ფარესი - ვსზოლეკი, იონიცა, მარონე (70. ტალები), სილიგარდი (46. ვივიანი) - ტონი, პაცინი (46. რებიჩი)

კარპი (4-4-1-1): ბელეჩი - პოლი, რომანიოლი, სუაგერი, გალიოლო - პაშუტი (80. ლეტიცია), ბიანკო, კოფიე, დი გაუდიო - ლოლო (53. კრიმი) - მბაკოგუ (64. ლაზანია)

გაფრთხილება: პიზანო - პოლი, სუაგერი, კრიმი

გაძევება: რებიჩი (90. ვერონა)

კუთხური: 9-6; ჯარიმა: 21-13; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 6-7 (3-5); ბურთის ფლობა: 64%-36%.

მაყურებელი: 18 000

სამპდორია-კიევო 0:1

გოლი: 0:1 მეჯორინი (24)

სამპდორია (3-4-2-1): ვივიანო - სილვესტრი, რანოკია, მოისანდერი - დე სილვესტრი, Fერნანდო (81. კრსტიჩიჩი), სორიანო, დოდო - ალვარესი (71. მურიელი), კასანო (58. კორეა) - კვალიარელა

კიევო (4-3-3): ბიძარი - კაჩატორე, სპოლი, ცეზარი, გობი - კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი - მეჯორინი (79. მპოკუ), ბირსა (68. ფლორო ფლორესი), პეპე (81. პინცი)

გაფრთხილება: დე სილვესტრი, მოისანდერი, სორიანო, ფერნანდო - ბიძარი, ჰეტემაი, კასტრო

კუთხური: 5-7; ჯარიმა: 19-20; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 18-8 (10-5); ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 20 000

სასუოლო-უდინეზე 1:1

გოლები: 0:1 საპატა (8), 1:1 პოლიტანო (64)

სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, ანტეი (36. ტერანოვა), აჩერბი, პელუზო - პელეგრინი (60. ფალჩინელი), მანიანელი, დანკანი - სანსონე, პოლიტანო (83. ბერარდი), დეფრელი

უდინეზე (3-4-1-2): კარნეზისი - ერტო (80. პირისი), დანილო, ფელიპე - ვიდმერი, კუზმანოვიჩი, ალფრედსონი (87. ლოდი), არმერო - ფერნანდესი - საპატა (74. დი ნატალე), ტერო

გაფრთხილება: ანტეი, დეფრელი - ალფრედსონი, ერტო, ფელიპე, დანილო

კუთხური: 3-3; ჯარიმა: 13-23; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 5-8 (1-3); ბურთის ფლობა: 62%-38%.

მაყურებელი: 15 000

ტორინო-იუვენტუსი 1:4

გოლები: 0:1 პოგბა (33), 0:2 ხედირა (42), 1:2 ბელოტი (48-პენ.), 1:3 მორატა (63), 1:4 მორატა (76)

ტორინო (3-5-2): პადელი - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - პერესი, ბენასი (81. ბაზელი), ვივესი, ასკუა, სილვა (75. ძაპაკოსტა) - იმობილე (46. მაქსი ლოპესი), ბელოტი

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, რუგანი - ლიხტშტაინერი (50. კუადრადო), ხედირა, ლემინა, პოგბა, სანდრო - დიბალა (32. მორატა), მანჯუკიჩი (85. ძაძა)

გაფრთხილება: გლიკი, სილვა, ასკუა, ბელოტი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, სანდრო

გაძევება: ხედირა (87. იუვენტუსი)

კუთხური: 2-3; ჯარიმა: 26-20; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 8-9 (6-7); ბურთის ფლობა: 42%-58%.

მაყურებელი: 27 000

ნაპოლი-ჯენოა 3:1

გოლები: 0:1 რინკონი (10), 1:1 იგუაინი (51), 2:1 იგუაინი (81), 3:1 ელ ქადური (90)

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - ინსინიე (74. გაბიადინი), კალეხონი (59. მერტენსი), იგუაინი (89. ელ ქადური)

ჯენოა (3-5-2): პერინი - დე მაიო, ბურდისო (17. ფლამოცი), იძო - რინკონი, რიგონი (65. პანაიოტისი), ჯემაილი, ლაქსალტი, სილვა - პანდევი, პავოლეტი (58. ჩერჩი)

გაფრთხილება: კულიბალი, ჟორჟინიო, ინსინიე - ჯემაილი, ფლორენცი

კუთხური: 11-1; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 15-8 (11-2); ბურთის ფლობა: 68%-32%.

მაყურებელი: 48 000

მილანი-ლაციო 1:1

გოლები: 0:1 პაროლო (9), 1:1 ბაკა (15)

მილანი (4-4-2): დონარუმა - აბატე, საპატა, რომანიოლი, ანტონელი - ჰონდა (84. მენეზი), ბერტოლაჩი, მონტოლივო, ბონავენტურა - ლუის ადრიანო (74. ბალოტელი), ბაკა

ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - პატრიჩი, ბიშევაჩი, ჰოედტი, ბრაავჰრეიდი - პაროლო, ბილია, ლულიჩი - კანდრევა (89. მაურისიო), ანდერსონი, მატრი (80. ჯორჯევიჩი)

გაფრთხილება: აბატე - ბილია

გაძევება: ლულიჩი (84. ლაციო)

კუთხური: 12-4; ჯარიმა: 10-24; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 13-5 (5-3); ბურთის ფლობა: 58%-42%.

მაყურებელი: 40 000

ბომბარდირები: 29 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 14 - კარლოს ბაკა (მილანი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია); 11 - მასიმო მაკარონე (ემპოლი), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა); 10 - ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).

მომდევნო ტური

2 აპრილი:

კარპი-სასუოლო, იუვენტუსი-ემპოლი

3 აპრილი:

უდინეზე-ნაპოლი, ჯენოა-ფროზინონე, ატალანტა-მილანი, კიევო-პალერმო, ლაციო-რომა, ფიორენტინა-სამპდორია, ინტერი-ტორინო

4 აპრილი:

ბოლონია-ვერონა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
ქართული ბანერი იტალიურ დერბიში - ინტერვიუ "ინტერის" ქართული აკადემიის დირექტორთან
ინტერესი დიდია, კონკრეტული ქმედება მხოლოდ ამ 2 გუნდს აქვს - გოგლიჩიძის კარიერის გაგრძელების ვარიანტები
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
მენიო შესაძლოა, იტალიაში დარჩეს, მაგრამ სხვა გუნდში აღმოჩნდეს
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"მამასავითაა" - ლეაომ ალეგრის შესახებ ისაუბრა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
სატრანსფერო ციებ-ცხელება
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
[VIDEO] ნერესის დუბლი - "ნაპოლიმ" "ატალანტას" სძლია
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
[VIDEO] თურქი მეკარის ეს სიგიჟე ნახეთ? - ოზერმა "რომასთან" 2 წუთში 3 პენალტი მოიგერია
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
[VIDEO] კრიშტიანოსა და მესის გარეშე - მოდრიჩმა მისთვის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
კონტე: "ყარაბაღთან" გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"დერბიში გამარჯვება უფრო მაღალ დონეზე აგვიყვანს" - პულიშიჩი "ინტერის" დამარცხების შემდეგ
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
"რომას" დიბალა უბრუნდება - როდის შეძლებს არგენტინელი "ჯალოროსის" დახმარებას
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი