"ფერარის" ოცნებები და სხვა ავსტრალიური ამბები
ორი "ფერარის" ფენომენალური სტარტი, ფერნანდო ალონსოს საშინელი ავარია და დამსხვრეული "მაკლარენი", სხვადასხვა ტაქტიკური სქემა, მსოფლიოს ჩემპიონების ბრძოლა და იმ პილოტის გამარჯვება, რომლის შესაძლებლობებზე უკვე ბევრს ჰქონდა ხელი ჩაქნეული...

ავსტრალიის გრანპრიმ გაამართლა მოლოდინი და იმედია, ასე გაგრძელდება ჩემპიონატის ბოლომდე. მანამდე კი პირველი ეტაპის შეჯამებას შემოგთავაზებთ.

"მერსედესის" დუბლი იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ უკვე მესამე წელია ეს არავის უკვირს. მაგრამ, ავსტრალიაში ლუის ჰემილტონიც და ნიკო როსბერგიც, შესაძლოა, პოდიუმის უმაღლესი საფეხურის გარეშე დარჩენილიყვნენ.

"ფერარი" არ იტყუებოდა, როცა ამბობდა, რომ მისი სარბოლო ტემპი გაცილებით მაღალია, ვიდრე კვალიფიკაციაში! სტარტმა არა მხოლოდ "სკუდერია", არამედ ყველა გულშემატკივარი გაახარა. ლუისსა და ნიკოს აშკარად ჩაეძინათ და მათ გვერდით ჩაუქროლეს სებასტიან ფეტელმა და კიმი რაიკონენმა.

პირველმა ლიდერობა მოიპოვა, კიმი კი მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა. ჰემილტონს კი კონტრაქტი ჰქონდა თანაგუნდელთან და ამის გამო, საერთოდაც, მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა. და ბრიტანელმა ვერ შეძლო წინ წასული კონკურენტების სწრაფად დაწევა, როგორც ამას შარშან აკეთებდა. იგივე ითქმის როსბერგზე.

"მერსედესს" ისევ თავად "ფერარი" დაეხმარა. რაიკონენს ძრავამ უღალატა და იძულებული გახდა დისტანციას ჩამოშორებოდა. ფეტელმა კი გარისკა, SuperSoft-ის საბურავებზე დარჩა მაშინ, როცა ყველა ლიდერი Medium-ზე გადავიდა.

რბილი საბურავებითაც კი "მერსედესის" დიდი მანძილით ჩამოტოვება არ მოხერხდა, ხოლო დამატებითმა პიტსტოპმა ხაზი გადაუსვა გერმანელის იმედებს რბოლის მოგებაზე. მაგრამ, მარანელოში საჭირო დასკვნებს გამოიტანენ!

ასე რომ, მთავარს ვეღირსეთ - ჰემილტონისა და როსბერგის უპირატესობა უკვე აღარ ჩანს ისე დიდი და, შესაძლოა, ტიტულისთვის ბრძოლა მხოლოდ "მერსედესის" პილოტების საქმე არ იქნება.

ნიკო როსბერგმა კი, გასული სეზონიდან მოყოლებული, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. წესით, ჰემილტონს ძალიან გაუჭირდება ტიტულის შენარჩუნება.

ჰაასის ბრწყინვალე დებიუტი

თითქოს, ავსტრალიის წლევანდელ გრანპრიზე დეჟავიუ იყო: დანიილ კვიატმა ისევ ვერ დაიწყო რბოლა, მაგრამ "რედ ბულმა" გაგვახარა სარბოლო ტემპით; "მერსედესმა" დუბლი შეასრულა... მაშინ, რა შეიცვალა ფორმულა 1-ში?

რაღაც-რაღაცეები არ შეცვლილა. მაგალითად, "მაკლარენის" სიჩქარე. როგორც ჩანს, "ჰონდამ" ჯერ ისევ ვერ შეძლო ძრავის გაძლიერება და ლეგენდარულ გუნდს კიდევ ერთი რთული სეზონი ელოდება.

ფერნანდო ალონსო კი საერთოდ, კინაღამ საავადმყოფოში მოხვდა ესტებან გუტიერესის გასწრებისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ (მექსიკელმა, როგორც ჩანს, ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო დამუხრუჭება, რაზეც ესპანელმა უბრალოდ ვერ მოასწრო რეაგირება). რამდენიმე ბრუნისა და ბარიერთან შეჯახების შემდეგ, ალონსო დამოუკიდებლად ამოვიდა ბოლიდიდან და ოდნავ კოჭლობით დაადგა ბოქსების გზას.

რაც შეეხება ცვლილებებს. შეიცვალა კვალიფიკაციის ფორმატი, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ერთი რბოლით. არავის მოეწონა იმის ქცერა, მესამე სეგმენტის დროს როგორ ამოდიან ბოლიდებიდან პილოტები იმის ნაცვლად, რომ დიდი ბრძოლა გამართონ ერთმანეთში.

ინტრიგისა და სანახაობრივი მხარის ამაღლება არ გამოვიდა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ბაჰრეინის გრანპრიდან მოყოლებული, ძველ ფორმატს დაუბრუნდებიან.

შეიცვალა ბოლიდების ხმა და ჩვენ ისევ გავიგონეთ ძველებური ხმაური, რომელიც მაყურებელს ასე ენატრებოდა. ამას უნდა უმადლოდენ რეგლამენტს, რომელიც გამოსაბოლქვ სისტემას უკავშირდება.

და მთავარი - ჩემპიონატში გამოჩნდა არა მხოლოდ ახალი გუნდი, არამედ ახალი ძალა. დებიუტანტმა "ჰაასმა" პირველივე რბოლაში რვა ქულა დააგროვა! გუტიერესმა ალონსოსთან ავარიის შემდეგ რბოლა ვერ გააგრძელა, სამაგიეროდ, რომენ გროსჟანმა მეექვსე ადგილი დაიკავა.

"ბიჭებო, ეს ჩვენთვის მოგებასავითაა", - ბედნიერი ყვიროდა რადიოში ფრანგი პილოტი.

ასე რომ, საერთო ჯამში, ავსტრალიის გრანპრი სავსებით ოპტიმისტური გამოვიდა. როგორც ჩანს, მართლა ძალიან საინტერესო და დაძაბული სეზონი გველოდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა