დირკ ნოვიცკის სტეფ კარის მსგავსი მოთამაშე არასოდეს უნახავს
თავის დროზე, "დალას მავერიქსის" ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ შეცვალა წარმოდგენა მძიმე ფორვარდის პოზიციის შესახებ. გერმანელმა ბევრზე კარგად იცის იმ ცვლილებების შესახებ, რაც ბოლო წლებში NBA-ში მოხდა.

შესაბამისად, საინტერესოა მისი აზრი თანამედროვე კალათბურთის ფენომენზე, სტივენ კარიზე...

- რას ფიქრობთ იმ მომენტში, როცა "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებლის მოქმედებას უყურებთ?

- ღრმად ვარ დარწმუნებული, ლიგას არასოდეს უნახავს მსგავი რამ. ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ფარს დაემუქროს, როგორც კი მოედნის ცენტრს გადმოკვეთს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ის, რითაც კარია დაკავებული, მოსაწყენი და ბანალურია.

მაგრამ, რეალურად, ვერავინ შეძლებს იმავეს მიღწევას, რამდენიც არ უნდა ივარჯიშოს. თითქოს ის ამ ყველაფერს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აკეთებს, თითქოს ეს ყველაფერი თავისთავად იგულისხმება. სროლა დრიბლინგის შემდეგ შორი მანძილიდან - უბრალოდ, მარტივად, აუჩქარებლად. დაუჯერებელი სანახაობაა.

ძალიან სახალისოა ამ ყველაფრის ყურება. არაერთხელ დამიჭერია საკუთარი თავი იმაზე, რომ, როცა მისი მონაწილეობით მატჩებს ვუყურებ, ხშირად ყვირილს ვიწყებ: "მიდი, ესროლე. მიდი, სტეფ!" თანაც ამას ვაკეთებ მაშინ, როცა ის ცენტრის ხაზს გადააბიჯებს.

- ნუთუ ვინმეს შეუძლია თვით ნოვიცკი მოიყვანოს აღფრთოვანებაში?

- რატომაც არა? ამ ლიგაში უამრავი ნიჭიერი და გამორჩეული კალათბურთელი ყოფილა, მაგრამ ის - განსაკუთრებულია. სტეფი ყველასგან განსხვავებულია, ვისაც აქამდე ვიცნობდით. არ შეიძლება არ გაგაკვირვოთ იმან, თუ საქმის როგორი ცოდნით უდგება ყველაფერს. და სწორედ ეს განსაზღვრავს მის მიმართ დიდ ყურადღებას.

- რა უფრო გაოცებთ: მისი შორეული ტყორცნები და შეტევითი დიაპაზონი თუ უნარი - საკუთარი თავისთვის შეიქმნას ტყორცნის შესაძლებლობა მაშინ, როცა თითოეული მოწინააღმდეგე ყველანაირი ხერხით ცდილობს მის შეჩერებას?

- მისი ტყორცნა დრიბლინგიდან იმდენად სწრაფია, რომ წარმოდგენაც არ გაქვთ - როდის მოხდება ეს. თითქოს კარი ზუსტად თქვენ წინ დგას, მაგრამ რაღაც წამის მეათედში უკვე გვერდზე გადის და ნახტომში კალათისკენ უშვებს ბურთს.

ცხადია, რომ ძალიან სწრაფია, ფლობს ბრწყინვალე დრიბლინგს, ამიტომაც მეტოქეებმა არ იციან - როგორ მოახერხონ მისი გაუვნებელყოფა. მაგრამ, მიუხედავად მისი შესანიშნავი ფორმისა და ტყორცნისა, ხომ არ არის უკეთესი, მცირე დერეფანი და სივრცე დაუტოვო მანევრისთვის და ფარქვეშ შესვლისთვის. შენს კალათში ორი ქულა უკეთესი არ არის, ვიდრე სამი?

- თქვენ შეცვალეთ ადამიანების წარმოდგენა მძიმე ფორვარდის თამაშზე. თქვენამდე ამ ამპლუის მოთამაშეებს არ ჰქონდათ კარგად დაყენებული სამქულიანი. ახლა ამ თვისების დეფიციტი სერიოზულ ნაკლად მიიჩნევა. ხედავთ თუ არა კარის თამაშში მცდელობას - შეიცვალოს მოთხოვნები თანამედროვე გამთამაშებლების მიმართ?

- რა თქმა უნდა. შეუძლებელია იმის თქმა, კიდევ როდის ვნახავთ მსგავს რამეს. ბევრი ბავშვი დაიწყებს სტეფის მიბაძვას, საკუთარი კერპის იმიტირებას, შორი მანძილიდან უამრავი ტყორცნის შესრულებას. სავსებით შესაძლებელია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ამბად იქცეს.

და სრულიადაც არ გამიკვირდება, თუ 10 წლის შემდეგ ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი სნაიპერების მოზღვავების გამო საჭირო გახდება სამქულიანის ხაზის უკან გადაწევა, თუნდაც ცხრა მეტრის დისტანციაზე. მაგრამ ამ მომენტისთვის, სტეფი ერთადერთი და განუმეორებელია. ის ამას ყოველ თამაშსა და ვარჯიშზე ამტკიცებს. სტეფი კალათბურთიდან მოსული გიჟია.

- თამაშის ასეთმა მანერამ რამდენად იმოქმედა დაცვითი მოქმედებების ჩვეულებრივ მოდელზე?

- "უორიორზის" მოთამაშეთა დიდი ნაწილი შესანიშნავად ხედავს მოედანს და გრძნობს, სად იქნება პარტნიორი ამა თუ იმ სიტუაციაში. დროული შერბენებით და ბლოკებით, დრეიმონდ გრინი ქმნის მომენტებს პოზიციურ შეტევაში სროლებისთვის, კარი კი მაქსიმალური სიჩქარით ავითარებს სწრაფ იერიშებს, რომლის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი "მაღალი" რჩება.

საერთოდაც, ძალიან რთულია თავის დაცვა ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც "გასროლისთვის" მინიმუმ, თავისუფალი სივრცე სჭირდება. კერის შესანიშნავი გუნდი ჰყავს, გამოცდილი ვეტერანები, ნიჭიერი ახალგაზრდობა. სწორედ ამიტომაც გახდა შარშან ის ჩემპიონი. და როგორ იცავენ ისინი თავს "მსუბუქი" ხუთეულით - ფანტასტიკაა. და, რა თქმა უნდა, კლეი ტომპსონი. ეს ბიჭი, უბრალოდ, გასაოცარია.

- თქვენ ამბობთ, რომ მსგავსი არაფერი გინახავთ, მაგრამ, ამავდროულად, არაერთხელ აგიღნიშნავთ სტივ ნეშის გავლენა და თვისებები სტეფ კარის თამაშში...

- გამომიჭირეთ. მათ მართლაც ბევრი რამ აქვთ საერთო. მაგალითად, აგდებული დამოკიდებულება და "მეტიჩრული" სიმსუბუქე სროლების დროს, დაფარული პასები ზურგსუკან, საკალათბურთო ინტელექტი, პარტნიორებთან შეთამაშება... მათ ბევრი რამ აქვთ ისეთი, რის გამოც განსაკუთრებულები არიან. კარი - საუკეთესო სნაიპერი და დრიბლიორია, ვიდრე ნეში იყო.

მაგრამ მე ცხადად ვხედავ იმას, რაც მან ნეშისგან გადაიღო, თუნდაც ისე, რომ ვერ აცნობიერებს ამას. მიუხედავად ამისა, ისინი სხვადასხვა მანერით მოქმედებენ.

ნეში არასოდეს ისროდა ბევრს. ის ყოველთვის მისდევდა მკაფიო გუნდურ მითითებებს. პირველ რიგში, ყოველთვის მზად იყო პასის გასაკეთებლად და არა სასროლად. საქმე იქამდეც კი მიდიოდა, რომ მეტოქეები შეგნებულად უთავისუფლებდნენ სივრცეს.

ნეში არ იყო ცუდი სნაიპერი. რაც შეეხება სტეფს, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა - პასს მისცემს თუ კალათში ისვრის... სწორედ ამიტომაც არის მისი დაკვირვება ასე საინტერესო და სახალისო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გარიგება შედგა - იანის ანტეტოკუნმპო "მაიამი ჰიტში" ითამაშებს
ამერიკული შეფასება: "სწორედ ამიტომ გაიზარდა მამუკელაშვილის ფასი. ალბათ "ტორონტოდან" უფრო ძლიერ გუნდში წავა"
[VIDEO] ბრანსონის სასწაული! 53 წლის შემდეგ პირველად - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA-ის ჩემპიონია
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
ნოვიცკი იჯდა და ამაყად უყურებდა ლუკას თამაშს... [VIDEO]
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
"თუ გნებავთ, ნოვიცკის ჰკითხეთ, დონჩიჩი მასზე უკეთესია" - კუბანის უცნაური განცხადება
დირკ ნოვიცკიზე წინ! დონჩიჩი რეკორდს რეკორდზე ამყარებს
NBA-ს ლეგენდა: მადლობა ყველა ქართველს ჩემი თბილად მიღებისთვის [VIDEO]
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
ლუკა დონჩიჩი: გასულ სეზონში დაცვაში გვიჭირდა, რადგან დაცვაში დირკი გვყავდა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი