დღეს, 24 მარტს, სტადიონ "შევარდენის" მედიაცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა
დღეს, 24 მარტს, სტადიონ "შევარდენის" მედიაცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე უძღვებოდა.

შეკრებაზე განხილული თემებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გახლდათ "ბორჯღალოსანთა" ნოემბრის ტესტ-მატჩები.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებს და ორივეში მასპინძლის სტატუსი ექნება. ერთ-ერთი მეტოქე იაპონიის ნაკრები იქნება, რომელიც დედაქალაქს 12 ნოემბერს ესტუმრება. 18-ში "ბორჯღალოსნები" სამოას უმასპინძლებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" შოტლანდიას სტუმრად დაუპირისპირდებიან, მანამდე კი, 11 ივნისს, სამოას შეხვდებიან, 18-ში ტონგას, 25-ში კი ფიჯის ეთამაშებიან.

მდა
მაგარი ჯახები გველის, შესანიშნავი ტესტებია ეს კი მსოფლიო რაგბის მიერ ჩვენი აღიარებაა. ყველა მეტოქე ლამის ერთმანეთის ტოლ სწორია. თბილისში დიდი შანსი გვაქვს ყველა დავამარცხოთ. თამაშები თუ დინამო არენაზე გაიმართა უნდა ვიყოჩაღოთ და შევავსოთ სტადიონი. ერთ რამეზე მწყდება გული რომ საქართველოს სხვა ქალაქებში ვერ ვიხილავთ ამ შესანიშნავ თამაშებს, ქუთაისს ინფრასტრუქტურა არ აქვს, ბათუმს სტადიონი... აი ზაფხული კი ცხელი იქნება მეგობრებო ფიჯი წაგვაქცევინა... ერთი მატჩიც თუ მოვიგეთ ზაფხულში მაგარი შედეგი იქნება, აი შემოდგომაზე კი ორივე უნდა დავაწვინოთ!!!
kofee11
ყველა გუნდი ჩვენზე ძლიერია. თუნდაც ნახევარი თავით გვჯობნიან, ზოგიერთი ერთი თავითაც გვჯობს. ეს ძალიან, ძალიან მაგარი რამეა. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ეს ტესტები მოუპოვა საქართველოს. ცხადია დიიდი მადლობა ჩვენს ლომკაცებს, ჩვენს მორაგბეებს! მათ ეს თამაშები თავიანთი თამაშით, ჯიგრით, კაიკაცობით და თავდადებით მოიპოვეს. ეხლა რაცშეეხება შედეგს. თუნდაც ყველა თამაში წავაგოთ, ეს სამარცხვინო არიქნება. თუ ორ თამაშს მოვიგებთ ეს კარგი შედეგია. სამი თამაშის მოგება მაგარი შედეგია. ბიჭები პროგრესირებენ და მჯერა 2019- ი წლის მსოფლიო ჩენპიონატის შემდეგ აუცილებლად დაიკავებენ კუთვნილ ადგილს სარაგბო ელიტაში!
achi
ბოლო მეტოქეები იმიტომ არიან მნიშვნელოვან-ძლიერები რომ ფორმაში შესვლა მოასწრონ და შეთამაშება
ნოდარი
1. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ამ ექვსი თამაშიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი შოტლანდიასთან გვაქვს. რომელიმე ექვსი ერელის დამარცხება უსერიოზულესი არგუმენტი იქნებოდა ბობოლებისათვის. ამ კუთხიდან თუ შევხედავთ, ხომ არ აჯობებდა, რომ შოტლანდიასთან ნოემბერში პირველი და არა მესამე შეხვედრა გვქონოდა? ხომ შეიძლება, ვინმე დაგვიზიანდეს წინა ორ თამაშში? 2. ერთი რამ, რაც არ გამეხარდა, ის გახლავთ, რომ არც ერთი ექვსი ერელი არ ჩამოდის თბილისში სათამაშოდ. როგორ ვქნათ, რომ რომელიმე აქ ჩამოვაცუნცულოთ?
irakli apkhaidze
გვეღირსა როგორც იქნა ნორმალური მეტოქეები, ამ 6 ტამაშიდან 3 მოგებით ფრიად კმაყოფილი ვიქნები მე პირადად (ნუ 2 მოგებაც არაა ცუდი) :)))
tngh
შესანიშნავი ტესტებია!!! იმედია, თავს არ შევირცხვენთ...
Gio
giorgi 5 მეტოქეა თორე 6 თამაშს ვატარებთ, რადგან სამოას ივნისშიც ვხვდებით და ნოემბერშიც!! ეს რაც შეეხებოდა მატჩების რაოდენობას, აი სიძლიერით კი 5ვე ჩვენზე ძლიერ გუნდად ითვლება და დამიჯერე იგივე ტონგასთან მოგებით ნუ იფიქრებ რომ სუსტია, ახასიათებთ კუნძულელებს მსგავსი ჩავარდნები, დღეს შეიძლება მოვუგოთ, ხვალ წავიდეს და ზელანდია დაამარცხოს თუ თამაში წაუვიდათ(იაპონიის სენსაცია ყველამ ვნახეთ).. შოტლანდიაზე არაფერს ვიტყვი 6ერის გუნდია და მემგონი მსოფლიოზე ყველაზე კარგად გამოვიდა და ეხლაც შესანიშნავად აგრძელებს!! იგივე მსოფლიო თასის წინ ტონგასთან მოგება პროგრამა მაქსიმუმი იყო და ბიჭები ამბობდნენ ჩვენზე ძლიერია და ყველაფერი უნდა დავდოთ რო იქნებ გაგვიმართლოს და მოვუგოთო, მსოფლიო პრესაც იაპონიის მიერ სამხრეთ აფრიკის დამარცხების შემდეგ ყველაზე დიდ სენსაციად ჩვენ გამარჯვებას ასახელებდა!!
fanat
მგონი კარგი ტესტები.ასეთი მატჩები ერთ კალენდარულ წელში არასდროს გვქონია...
giorgi
5 თამაშს ვატარებთ წელს და კარგი იქნებოდა 1 გუნდი მაინც რო ყოფილიყო ჩვენზე გაცილებით ძლიერი... რაგბის განვითარება უნდათ და თამაშის უფლებას არ აძლევენ...
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა