"დალას მავერიკსმა" 3 დღის წინ 12 ქულით დაამარცხა "პორტლენდი", დღეს, გამთენიისას კი ამ გუნდს სტუმრად შეხვდა და 103:109 წააგო
"დალას მავერიკსმა" 3 დღის წინ 12 ქულით დაამარცხა "პორტლენდი", დღეს, გამთენიისას კი ამ გუნდს სტუმრად შეხვდა და 103:109 წააგო.

ზაზა ფაჩულიას არც ტრავმა აწუხებდა და არც კლუბს გამოუცხადებია მატჩამდე, რომ მას ასვენებდა.

სასტარტო ხუთეულში თამაში ტუნისელმა ცენტრმა სალაჰ მეჯრიმ დაიწყო და ისე დაასრულა, ქართველი ცენტრი მოედანზე არ გამოჩენილა.

აფრიკელმა ცენტრმა 30 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი გაიფორმა - 14 ქულა და 12 მოხსნა. 22 ქულა მოაგროვა ყოფილმა პორტლენდელმა ვესლი მეთიუზმა, ხოლო დირკ ნოვიცკის ანგარიშზე 21 ქულა დაგროვდა. ორმაგი დუბლი მიითვალა დერონ უილიამსმა - 12 ქულა, 11 პასი. გამარჯვებულებს 27 ქულით დამიან ლილარდმა ულიდერა.

რაც შეეხება მატჩს, დალასელებმა პირველი ტაიმი სოლიდურად ჩაატარეს, თუმცა მესამე მეოთხედში მოდუნდნენ და მასპინძელთა ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა. ბოლო პერიოდში 15 ქულით ჩამორჩენილმა დალასელებმა დასკვნით წუთებში შედეგიანად ითამაშეს და ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ბოლო წამებზე პორტლენდელებმა დალასელთა ტაქტიკური ჯარიმები ქულებად აქციეს და გამარჯვებას მიაღწიეს.

35 მოგებითა და 36 მარცხით "დალასი" ანალოგიური შედეგის მქონე "იუტასთან" დასავლეთ კონფერენციაში მე-7-მე-8 ადგილებს იყოფს. "ჰიუსტონმა" კი, რომელსაც 35 მოგება და 37 მარცხი აქვს, საპლეიოფო ზონა დატოვა, თუმცა იქ მოსახვედრად ბოლომდე იბრძოლებს, რაც რეგულარული ჩემპიონატის დასკვნით ფაზაში ქომაგებს დიდ ბრძოლებს უქადის. მომდევნო მატჩს "დალასი" 26 მარტს, ლიგის ლიდერ "გოლდენ სტეიტთან", ოკლენდში გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ