"ვოლფსბურგის" დირექტორმა დიტერ ჰიონესმა დაადასტურა, რომ სტივ მაკლარენი თანამდებობიდან განთავისუფლებულია

"ვოლფსბურგის" დირექტორმა დიტერ ჰიონესმა დაადასტურა, რომ გუნდის თავკაცი სტივ მაკლარენი თანამდებობიდან განთავისუფლებულია. "დიე ვოლფე" ძალიან ცუდად ასპარეზობდა ინგლისელის ხელმძღვანელობით, გუნდს 23 ქულა აქვს 21 მატჩში და სულ ცოტათი უსწრებს გავარდნის ზონას. "პირველი სეზონი ძალზე ცუდად ვითამაშეთ, შედეგები არც ახლა გვაქვს. სიტუაცია საგანგაშოა და ჩარევას საჭიროებს, ჩვენ მხოლოდ ერთი ქულა გვაშორებს გავარდნის ზონას, რომელსაც თავი, რაც შეიძლება მალე უნდა დავაღწიოთ", - ვკითხულობთ "ვოლფსბურგის ოფიციალურ ვებსაიტზე.

სტივ მაკლარენმა ინგლისის ნაკრების გაყვანა ევრო-2008-ზე ვერ შეძლო, მაგრამ შემდეგ "ტვენტეს" ერედივიზიეს ტიტული მოაგებინა 2009/10 წლების სეზონში, საიდანაც გერმანიაში მოხვდა. დროებით გუნდს მწვრთნელის ასისტენტი და წარსულში გერმანიის ნაკრების ცნობილი გარემარბი პიერ ლიტბარსკი უხელმძღვანელებს. სტივ მაკლარენი 49 წლისაა, დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა მან 2001 წელს "მიდლსბროში" დაიწყო, მანამდე კი "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობდა ასისტენტად.

"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
[VIDEO] "გინდა, ვიჩხუბოთ?!... გასახდელში გავიდეთ!" - იამალისა და ვინისიუსის კონფლიქტის დეტალები
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს