მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკა" ევროლიგის ტოპ-16-ის ჯგუფში ჩარჩა
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკა" ევროლიგის ტოპ-16-ის ჯგუფში ჩარჩა. სტამბოლელებმა ათენის "პანათინაიკოსს" უმასპინძლეს და დიდი ბრძოლის შედეგად ბოლო წამებზე - 84:86 დამარცხდნენ. დარჩენილ 2 ტურში "დარუშაფაკა" ვეღარ მოახერხებს პლეი ოფში გამსვლელ ოთხეულში მოხვედრას.

შეხვედრის ბოლო წუთზე "დარუშაფაკა" 84:81 იგებდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. ელიოტ უილიამსმა სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო სტამბოლელთა ამერიკელი ლეგიონერის, სკოტი უილბეკინის ორქულიანი მიზანს ასცდა. "პანათინაიკოსის" გამარჯვების ქულები იმავ უილიამსმა საჯარიმოს ხაზიდან ჩააგდო.

ქართველი უკანახაზელი მასპინძელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 29 წუთი გაატარა და თავი 12 ქულას, 2 პასს, 2 მოხსნას და 1 ჩაჭრას მოუყარა. მანუჩარმა 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტით (11) მარკოიშვილი "დარუშაფაკას" შემადგენლობაში მხოლოდ სემიჰ ერდენს (19) ჩამორჩა.

3 მოგებითა და 9 წაგებით "დარუშაფაკა" E ჯგუფის ბოლოსწინა, მე-7 ადგილზე იმყოფება. ჯგუფის მორიგ მატჩს სტამბოლელები 31 მარტს, ბელგრადში, "ცრვენა ზვეზდასთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა