გარეთ ბეილი კლასიკოსთვის მზადაა
გარეთ ბეილი დაბრუნდა. როცა უელსელი მინდორზეა, "რეალის" გარჯას სულ სხვა ელფერი დაკრავს. მთელ რიგ მატჩებში, ზიდანის მისვლის მერეც კი, "რეალი" მოსაწყენი იყო. ბევრი სპეციალისტი ამას ბეილის არყოფნით ხსნიდა. დიდი ალბათობით, ეს ასეც იყო.

ახლა ბეილი მწყობრშია. სულ რამდენიმე დღეში კლასიკოა და ამას "რეალისათვის" ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბოლო დროს უელსელი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა გუნდისათვის. ბოლო დროს კრიშტიანო რონალდო ხასიათის მიხედვით თამაშობს, ბეილი კი სულ მაგრადაა.

"ის ჩვენი გუნდისათვის შეუფასებელ ძალას წარმოადგენს. როცა გარეთი მინდორზეა, ჩვენს შეტევას მრავალფეროვნება ემატება. მოწინააღმდეგემაც იცის, საიდან უნდა ელოდოს საფრთხეს." - ამბობს ბეილის თაობაზე ზინედინ ზიდანი. ფრანგ ლეგენდას ფეხბურთელების შეფასება ნამდვილად არ ეშლება.

უელსის ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თამაშობს. ის ნაკრებში არ არის. ბეილი კლასიკოს წინ დაასვენეს. გარეთს უელსის ნაკრებში ბევრის უფლება აქვს. უელსში ის ნაღდი კერპია. გარეთმა და სხვა ყოჩაღმა ბიჭებმა უელსის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს. არსებობის ისტორიაში პირველად.

ის, რაც ვერ შეძლეს იან რაშმა, რაიან გიგზმა, ჯონ ჰართსონმა და სხვა გამორჩეულმა ვარსკვლავებმა, ამ ბიჭებმა მოახერხეს. უელსს ჰყავს ძალიან კარგი შემადგენლობა. ჰყავს არონ რემსი, ჯო ალენი, ეშლი ვილიამსი და სხვები, მაგრამ პირველი კაცი ამ ნაკრებში ბეილია. როცა ის მინდორზეა, პარტნიორებს ძალა ემატებათ.

რა როლი აკისრია ბეილს უელსის ნაკრებში, ამის თაობაზე გვიამბობს "არსენალის" ვარსკვლავი, არონ რემსი.

"ბეილი ჩვენს გუნდში შეუცვლელი ფეხბურთელია. ის ნამდვილი ლიდერია. როცა გარეთი მინდორზეა, ბიჭებს ძალა ემატებათ. მათ იციან, რომ თუ შეცდომას დაუშვებენ, გარეთი მას აუცილებლად გამოასწორებს.

დიდი ბედნიერებაა, გუნდში გყავდეს ფეხბურთელი, რომელიც ლიდერის თვისებებით ისეა დაჯილდოებული, როგორც ბეილი. მისთვის არ არსებობს სიტყვა "შეუძლებელი". როცა ის მინდორზე გადის, ყველაფრის გაკეთება შეუძლია."

ბეილი აუცილებლად ითამაშებს კლასიკოს და წესით, "რეალის" ერთ-ერთი მთავარი თავსატეხი სწორედ ის უნდა იყოს. ბეილს გაუკეთებია დაუვიწყარი რამეები ესპანურ სუპერმატჩში და თუ კიდევ შეძლებს ამას, ამით ფეხბურთი მხოლოდ და მხოლოდ მოიგებს.

როგორც უკვე დავწერეთ, გარეთი კარგა ხანი ტრავმიანობდა. სწორედ ამის გამო ვერ ვხედავდით მას მინდორზე. ასეთია ამ ფეხბურთელის ბედი - მას დიდი მონდომებით და გამეტებით ურტყამენ ფეხებში.

"უკვე მივეჩვიე ამას და ეს ნერვებსაც კი აღარ მიშლის. იმათ თავისი საქმე აქვთ, მე - ჩემი. მინდორზე სწორედ საქმის საკეთებლად გავდივართ. როგორი მეთოდებით ხდება ეს და ვინ როგორ ართმევს თავს საკუთარ მოვალეობას, ეს უკვე სხვა საქმეა." - მიიჩნევს უელსელი ვარსკვლავი.

მოახლოვებული კლასიკოს თაობაზე გარეთი შემდეგს ამბობს:

"რა თქმა უნდა, სანახაობა განსაკუთრებული იქნება. ამ თამაშს მთელი მსოფლიო ელის და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ მატჩი ჩვეულებრივი გამოვიდეს. ცხადია, წინ დიდი ბრძოლა გველის და ჩვენ მენტალურად მზად ვართ ამ ბრძოლისათვის.

გასაგებია, რომ დღეს ჩვენს მოწინააღმდეგეს ჩვენზე უკეთესი სატურნირო მდგომარეობა აქვს. ვფიქრობ, რომ არა გაუთავებელი ტრავმები, ჩვენ ამ დროისათვის ქულათა უკეთესი მარაგი გვექნებოდა.

ამის მიუხედავად, როცა საქმე ეხება კლასიკოს, ფავორიტის გამორჩევა უადგილოა. ჩემი აზრით, შანსები თანაბარია. მე ბავშვობაში და მერეც დიდი მოლოდინი მქონდა ამ თამაშისა და ზუსტად ვიცი, რომ დღესაც ასეთია მოლოდინი. ისღა დაგვრჩენია, გულშემატკივართა მოლოდინი გავამართლოთ და მათ დაუვიწყარი სანახაობა ვაჩუქოთ." - ამბობს ბეილი.

გარეთ იმის თაობაზეც ჰკითხეს, არის თუ არა მზად 90 წუთის სათამაშოდ კლასიკოში, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა:

"რა თქმა უნდა, მზად ვარ. არანაირი პრობლემა არ არის. მენტალურადაც და ფიზიკურადაც შესანიშნავ ფორმაში ვარ. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ შეხვედრას და უშუალოდ მინდორზე გადავწყვიტოთ ყველაფერი."

"ბარსელონა" დიდებული გუნდია. ლუის ენრიკე და მისი შეგირდები მაინც ფრთხილად უნდა იყვნენ. მათ უელსელი "პანტერა" შეუტევს. ეს ყოველთვის სახიფათოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli sesikelashvili
ძალიან სახიპატოა ამან თუ აიშვა ცენტრში დააყენე და დაცვაშიც იქნება ორივე ფლანგზეც და გამთამაშებლადაც ვინც თვლის 100 მილიონი არ ღირდა გაარკვიონ ნეიმარში არანაკლები გადაიხადეს და არაფრით ჩამოუვარდება
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს