"დალას მავერიკსმა" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად, დენვერში, სადაც ადგილობრივი "ნაგეტსი" 97:88 დაამარცხა
"დალას მავერიკსმა" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად, დენვერში, სადაც ადგილობრივი "ნაგეტსი" 97:88 დაამარცხა.

ტექსასელები ამ გამარჯვებით გაუთანაბრდნენ "ჰიუსტონს" და ამ გუნდთან ერთად დასავლეთ კონფერენციიდან პლეი ოფში გამსვლელ მე-8 ადგილს იყოფენ.

დალასელთა მწვრთნელი ექსპერიმენტებს აგრძელებს და სასტარტო ხუთეულის წევრებს ცვლის.

ამჯერად მან ხუთეულში დუაიტ პოუელს მოუხმო, რომელიც მძიმე ფორვარდია და სასტარტოში ტუნისელი ცენტრი სალაჰ მეჯრი ჩაანაცვლა. ფაჩულია ისევ სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე საკმაო ხნით - 29 წუთით გამოჩნდა, მაგრამ ორმაგ დუბლამდე ვერ ავიდა და ამ შედეგის ნახევარი შეასრულა.

ფაჩულიამ დენვერელ კენეტ ფარიდთან შეხლის გამო ტექნიკური მიიღო. ერთ-ერთ ეპიზოდში ზაზამ ფარიდს სახეში იდაყვი უთავაზა, ხოლო ცოტა ხანში ამ უკანასკნელს მოხსნისთვის ბრძოლის დროს ხელი ჰკრა და მოედნის გარეთ გადააგდო. ფარიდმა შეხვედრა 9 ქულით და 11 მოხსნით დაასრულა, ფაჩულიამ კი 5 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. სხვა დადებითი სტატისტიკური მაჩვენებელი ქართველ ცენტრს არ ჰქონია, რომელმაც 5-დან 1 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

დალასელებს ისევ აკლდათ ტრავმირებული დერონ უილიამსი და ნაოპერაციები ჩანდლერ პერსონსი, რის გამოც დენვერში მხოლოდ 8 კალათბურთელით ითამაშეს. 6-მა მათგანმა 10-ქულიან ზღვარს უწია, რომელთა შორისაც არ იყო ფაჩულია და მოედანზე მხოლოდ 4 წუთით გამოჩენილი დევიდ ლი.

მომდევნო მატჩს "დალასი" შინ, 31 მარტს "ნიუ იორკთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ