ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს ფუტსალის ლიგა: თელასი და თსუ სრული სვლით [VIDEO]

საქართველოს ფუტსალის ლიგა: თელასი და თსუ სრული სვლით [VIDEO]

28 მარტს, საქართველოს ფუტსალის ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართა
28 მარტს, საქართველოს ფუტსალის ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად, სპორტის ახალმა სასახლემ უმასპინძლა.

წინა ტურებისგან განსხვავებით, მესამე ტურის შეხვედრები განსაკუთრებული უხვგოლიანობით არ გამოირჩა, თუმცა ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებები იხილა.

სათამაშო დღე "სპარტაკისა" და "დინამო" ბათუმის დაპირისპირებით დაიწყო და როგორც შემდგომ გაირკვა, ტურის "ყველაზე უხვგოლიანი" მატჩის სტატუსიც მოიპოვა. მაღალ ტემპში მიმდინარე შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით, 11-5 დასრულდა. მატჩი ყვითელ-წითელი ბარათების სიუხვითაც გამოირჩეოდა, რაზეც არბიტრთა მიერ ნაჩვენები ექვსი ყვითელი და სამი წითელი ბარათიც მოწმობს.

რაც შეეხება მატჩის გამორჩეულ ფეხბურთელს, წლევანდელ გათამაშებაში პირველად დაფიქსირდა ერთი ფეხბურთელის მიერ გატანილი 6 გოლი - თავი "დინამოელმა" გოჩა მახარაძემ გამოიჩინა.

დღის ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა" და თბილისის "თბილისს" შორის გაიმართა. უკვე მერამდენე თამაშია, "იბსუს" ფეხბურთელები სტარტზე მოპოვებულ უპირატესობას ვერ ინარჩუნებენ და სამი ტურის შემდეგ კვლავ უქულოდ იმყოფებიან.

მეხუთე წუთზე "სტუდენტები" ორი ბურთით იყვნენ წინ. მიუხედავად სხვაობის შემცირებისა, მათ ეს სტატუს-კვო მალევე აღადგინეს, თუმცა ტაიმის ბოლო წამებზე კიდევ ერთი გოლი გაუშვეს. მეორე ნახევარში თბილისი აშკარად უკეთ გამოიყურებოდა. მიუხედავად ორივე კართან შექმნილი არაერთი საგოლე ეპიზოდისა, "დედაქალაქელებმა" ბოლო ათ წუთში ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო შემდეგ უკვე ორი უპასუხო გოლის გატანაც მოახერხეს - 3-5.

ამ გამარჯვებით "თბილისმა" სატურნირო ცხრილში საპატიო მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

მორიგი, ზედიზედ მესამე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ლიგის უმთავრესმა ფავორიტმა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა.

"სტუდენტების" მორიგი "მსხვერპლი" "უფლისციხე" აღმოჩნდა. გორელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ცდა არ დაუკლიათ და ბევრიც იბრძოლეს, მაგრამ კლასმა და გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა - 8-0 და თსუ კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

წარმატებულად აგრძელებს ასპარეზობას მოქმედი ჩემპიონი სტუ-თელასი. "ენერგეტიკოსები" ტურის ბოლო შეხვედრაში აფხაზეთის საკმაოდ სიმპათიურ გუნდს დაუპირისპირდნენ და საინტერესო ბრძოლაში 5-2 სძლიეს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანგარიში სრულად არ ასახავს რეალობას - რომ არა "შავიზღვისპირელთა" შემტევების განიავებული მომენტები, რაშიც ხშირად მთავარი "დამნაშავე" ჩემპიონის კარის დარაჯი ლევან გაბუჩია იყო, შესაძლოა, თამაში კიდევ უფრო გამწვავებულიყო, თუმცა გამოცდილმა მეტოქემ შეცდომების პატიება "არ ისურვა" და დამსახურებული სამი ქულაც ჩაიწერა აქტივში.

სამიდან სამი მოგებით სატურნირო ცხრილს კვლავ თსუ და "თელასი" ლიდერობენ, სადაც ბურთების უკეთესი სხვაობით უპირატესობა "სტუდენტებს" აქვთ.

ბომბარდირები: აბი აჰი ალფონსე (სპარტაკი) - 8, ლაშა მაისურაძე (IBSU), გიორგი სოზაშვილი (სტუ-თელასი), გიორგი ნიკვაშვილი (თსუ), გოჩა მახარაძე (დინამო) - 6

მომდევნო, IV ტურის შეხვედრები 4 აპრილს გაიმართება:

თსუ - თბილისი

სტუ-თელასი - IBSU

დინამო (ბთ) - აფხაზეთი

უფლისციხე - სპარტაკი (თბ)

28.03.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. III ტური

სპარტაკი - დინამო (ბთ) 5-11 (1-4)

გოლები: 10:51", გ.მახარაძე (0-1), 11:07", დოლიძე (0-2), 16:14", თოდაძე (0-3), 17:06", დუ ჟუნიორ (1-3), 39:44", გ. მახარაძე (1-4), 27:01", დარახველიძე (1-5), 28:27", გ.მახარაძე (1-6), 29:17", ალფონსე (2-6), 30:57", გ. მახარაძე (2-7), 31:12", ალფონსე (3-7), 31:49", სერჟ აბლო (ს.კ) (3-8), 34:47", ალფონსე (4-8), 35:35", შამილაძე (4-9), 36:20", ალფონსე (5-9), 38:00", გ.მახარაძე (5-10), 39:52", გ. მახარაძე (5-11)

გაფრთხილება: მგალობლიშვილი (2), ნიკოლაიშვილი, დუ ჟუნიორ, თოდაძე, გოჩა ბერიძე; გაძევება: მგალობლიშვილი, სვანიძე, ნიკოლაიშვილი

სპარტაკი: სვანიძე, ალფონსე, იმედაძე, მგალობლიშვილი, დუ ჟუნიორ სათ: კირკიტაძე, ქუთათელაძე, , კანდარელი, ნიკოლაიშვილი, აბლო, კურატიშვილი

დინამო (ბთ): გელა ბერიძე, გ.მახარაძე, თოდაძე, კეკელიძე, შამილაძე სათ.: გოჩა ბერიძე, ტყეშელიაძე, დარახველიძე, დოლიძე,

იხილეთ ვიდეო

IBSU - თბილისი 3-5 (3-2)

გოლები: 2:16", დ.თურმანიძე (ს.კ) (1-0), 4:09", ზატუაშვილი (2-0), 6:03", მხითარიანი (2-1), 11:21", ლ.მაისურაძე (3-1), 19:36", რეხვიაშვილი (3-2), 33:09", რეხვიაშვილი (3-3), 36:01", ხახაშვილი (3-4), 39:23", ნ.თურმანიძე(3-5)

გაფრთხილება: ლოლუა, ზოიძე

IBSU:ბუჯიაშვილი, მჟავანაძე, სეფერთელაძე, ლოლუა, მაისურაძე. სათ.: გურერი, ლ.კალანდია, დევაძე, ზოიძე, გველესიანი, ზატუაშვილი, ბაირამოვი

თბილისი: დ.თურმანიძე, მხითარიანი, ჭელიძე, ნ.მაისურაძე, ნ.თურმანიძე. სათ: ი.გედენიძე, სოხინი, ჯანელიძე, კარაპეტიანი, ხახაშვილი, გაფრინდაშვილი, რეხვიაშვილი, ცეცაძე, ხიდეშელი

იხილეთ ვიდეო

უფლისციხე - თსუ 0-8 (0-5)

გოლები: 4:37", ლუკავა (0-1), 8:19", კაკაბაძე (0-2), 12:53", სიგუნავა (0-3), 15:04", კაკაბაძე (0-4), 19:57", მჭედლიშვილი(ს.კ) (0-5), 31:01", კაკაბაძე (0-6), 32:09", ბობოხიძე (0-7), 39:36", კაკაბაძე (0-8)

გაფრთხილება: მჭედლიშვილი, ნონიკაშვილი, სულთანიშვილი (2); გაძევება: სულთანიშვილი

უფლისციხე: თათანაშვილი, მჭედლიშვილი, ოქროპირიძე, ბალიაშვილი, კბილაძე სათ.: კეჩხუაშვილი, სულთანიშვილი, ნონიკაშვილი, ნასყიდაშვილი, ტლაშაძე, შუბითიძე, ადუაშვილი

თსუ: ჯამბურია, ბობოხიძე, ჭანუყვაძე,კაკაბაძე,კობაიძე სათ.:სიგუნავა, ნიკვაშვილი, სანიკიძე, ლუკავა, ჭუმბურიძე, ქურცაძე.

იხილეთ ვიდეო

აფხაზეთი - სტუ-თელასი 2-5 (0-3)

გოლები: 6:22", სოზაშვილი (0-1), 8:23", კურბანოვი (0-2), 11:52", ასათიანი (0-3), 28:32", სოზაშვილი (0-4), 31:49", ცხომარია (0-5), 38:31", ახალაია (1-5), 39:55", სებისკვერაძე (2-5)

გაფრთხილება: თოფურია, ახალაია

აფხაზეთი: გელაშვილი, ხარაიშვილი, სებისკვერაძე, ღუღუნიშვილი, ახალაია, სათ: ლაშა ლეჟავა, ფიფია, ქეშელაშვილი, შველიძე, კვარაცხელია, ოთინაშვილი, რ.გედენიძე, ჯაფარიძე, ლევან ლეჟავა

სტუ-თელასი: გაბუჩია, სოზაშვილი, თოფურია, ასათიანი,კურბანოვი სათ: თარხნიშვილი, წვერავა, მამულაშვილი, ბოკერია, ცხომარია, მერკვილაძე

იხილეთ ვიდეო

საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან: გერმანული სპორტული ბრენდი SALLER და ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", "წყალი მარგებელი", SPORT City, Apple City.

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", ვებპორტალები: sportall.ge, mysports.ge, worldsport.ge, goal.ge, და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად

ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა

[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"

ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა

"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა

პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს

ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო

"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა

[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წლების სეზონის პრეზენტაცია გაიმართა

ფუტსალის ლიგა 2016/17: XII ტურის თბილისური ნაწილი და სუპერმატჩი, სუპერგოლით! [VIDEO]

ფუტსალის ლიგა: III ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "აგორა" და "ტატიშვილი" დაუპირისპირდებიან

ფუტსალის ლიგა 2017/18: ცენტრალური შეხვედრა, საოცარი ფინიშით!

ლევან კობიაშვილი: SBM არის მაგალითი, როგორ შეიძლება მოიზიდო კერძო სექტორი სპორტში

ფუტსალის ლიგა: უხვგოლიანი ტური, საფეხბურთო თრილერით