"ქართული სპორტის ქომაგებმა" სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართეს
29 მარტს, საქართველოს და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ, "ქართული სპორტის ქომაგებმა" სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელეს, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართეს.

საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის პირველ მატჩში ჩვენი ნაკრები ამხანაგურად ყაზახეთის ნაკრებს "დინამო არენაზე" გაეჯიბრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

"ქართული სპორტის ქომაგების" მიერ გავრცელებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ქართული სპორტის ქომაგები" 6 წელია, რაც ვარსებობთ. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენს ორგანიზაციას არც ერთი საფეხბურთო მატჩი არ გამოუტოვებია, სადაც არ ვყოფილვართ და გვერდში არ დავდგომივართ ჩვენს ნაკრებებს, იქნებოდა ეს ეროვნული თუ სხვადასხვა ასაკობრივი თაობები. ჩვენთვის მნიშვნელობა არასდროს ჰქონია, თუ სად ტარდებოდა მატჩი, თბილისში, გორში, ზესტაფონსა თუ ქუთაისში. ვქომაგობთ ყველგან და ყოველთვის, მიუხედავად ანგარიშისა და ჩვენი რაოდენობისა (ზოგჯერ 5, ზოგჯერ 1500 ქომაგი). ჩვენი ბიჭები არასდროს დაგვიღალატებია და მათგანაც ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვდით. მაქსიმუმს მათი შესაძლებლობებისა, ზოგჯერ შეიძლება მეტსაც, მაგრამ ჩვენი უპირველესი მოთხოვნა ყოველთვის იყო, "ბრძოლა, ჟინი, თავდადება".

გუშინ საკმაოდ ციოდა, თუმცა, ჩვენთვის ცუდი ამინდი დაბრკოლება არასდროს ყოფილა. მით უმეტეს, ახალი წელი, ახალი ფედერაცია, ახალი მწვრთნელი, განახლებული იმედები და სულაც რომ ეთოვა ან თბილისს თალხი დაეხურა, ქომაგები "დინამო არენაზე" ჩვეულად ვიგუგუნებდით.

გუშინდელ მატჩზე შევეცადეთ საფეხბურთო გარემო შეგვექმნა და ქალაქში ქომაგური მსვლელობაც მოვაწყვეთ - შეძახილებით, სიმღერებით და პირო-შოუებით. მოტივაცია არც ცარიელ სტადიონს დაუკარგავს და კიდევ უფრო მეტი შემართებით დავიწყეთ ჩვენი ნაკრების გამხნევება (ეს ჩვენი მოვალეობა, პასუხისმგებლობა და ცხოვრების წესია). 90 წუთი ჩვენი ტრიბუნა არ გაჩერებულა, ვცდილობდით, გამარჯვების მოპოვებაში დავხმარებოდით ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, მაგრამ...

ბევრს არაფერს ვითხოვთ თქვენგან, ბიჭებო (!). ქომაგები ვართ ის ხალხი, რომელიც არასდროს მიგატოვებთ, ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით წაგების და მოგების დროსაც. ეს ფეხბურთია, ყოველთვის ვერ მოვიგებთ, მაგრამ ყოველთვის გვინდა, რომ თავაწეულებმა დატოვოთ მინდორი. ისე არ უნდა გახვიდეთ მინდვრიდან, რომ რაღაც დააკლოთ თქვენს შესაძლებლობებს, მხოლოდ ერთს ვითხოვთ მინდორზე, იბრძოლეთ ბოლომდე, დაგვანახეთ, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებთ. ჩვენც თქვენ გვერდით ვიბრძოლებთ ტრიბუნიდან და თქვენთან ერთად გავიზიარებთ ყველაფერს.

გაითავისეთ კარგად, თუ რა არის თქვენს მაისურებზე ამოტვიფრული; გაითავისეთ, რომ ჰიმნის დროს თავაწეულებმა, გულით იმღეროთ და შეიგრძნოთ, რას ნიშნავს სამშობლო, ჩვენი ქვეყანა, ვინ დგას ტრიბუნაზე თქვენი თამაშის სანახავად, იმედების გასამართლებლად (ვიღაცეებისთვის 5 ლარი არაფერია, მაგრამ გუშინ სწორედ ის ხალხი იყო მოსული სტადიონზე, ვისთვისაც ეს თანხაც ბევრს ნიშნავს)...

იბრძოლეთ თითოეული მაყურებლისთვის, ვინც ტრიბუნაზეა, ვინც ტელეეკრანებიდან გიყურებთ, დედაქალაქიდან თუ რეგიონებიდან. მოგვეცით იმის საშუალება, რომ ყველგან ვიამაყოთ თქვენი თავით. ჩვენ არ გვინდა თავჩაღუნული ბიჭების ცქერა და მათი ქომაგობა. ჩვენ ჩვენი ეროვნული ნაკრებების ყოველთვის გვჯეროდა და მომავალშიც ასე იქნება, პირველები გაგაკრიტიკებთ და პირველები დაგიცავთ, მაგრამ თქვენგანაც მეტს მოვითხოვთ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ვიქნებით, ვერ დაგვაშორებს ვერც ერთი მარცხი თუ ფრე.

დაბოლოს, გუშინდელი მატჩის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელი ჩვენი ტრიბუნისკენ წამოვიდა მადლობის (ან ბოდიშის) სათქმელად. მათ შორის თორნიკე ოქრიაშვილი ყველაზე ახლოს მოვიდა. ემოციები საკმაოდ გვქონდა მოზღვავებული და ჩვენი სათქმელის მცირე ნაწილი იქვე ვუთხარით (თუმცა შესაძლოა თორნიკე ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა გუშინდელი თამაშის შემდეგ ამას).

კარგი იქნებოდა, თუ ყველა გაითავისებდა თავის პასუხისმგებლობას, რაც უთუოდ ოდნავ უკეთესი მომავლის წინაპირობა იქნება”, - ნათქვამია განცხადებაში.

არჩილ ხოფერია
სადაა ჩემი პოსტი? პოსტების რაოდენობა ლიმიტირებულია თუ თქვენს გემოვნებას არ შეესაბამებოდა?
rezi
იცით რა მაინტერესებს?ჩვენი ფეხბურთელები ჩვენი რაგბისტების თამაშს თუ უყურებენ...უყურონ და ნახავენ მონდომება როგორი უნდა ან ჰიმნი როგორ უნდა იმღერონ ნახავენ...
rezi
იცით რა მაინტერესებს?ჩვენი ფეხბურთელები ჩვენი რაგბისტების თამაშს თუ უყურებენ...უყურონ და ნახავენ მონდომება როგორი უნდა ან ჰიმნი როგორ უნდა იმღერონ ნახავენ...
vato
საქართველროს ჰიმნის შესრულების დროს კამერა მოთამაშეებზე იყო ფოკუსირებული და რაც მანდ დავინახე ძალიან ცუდი იყო. ბევრმა ნაკრების მოთამშემ თავი დახარა და ისე მგეროდა ჰიმნს. ძალიან მძიმე სანახავი იყო. მარტო ოქრიაშვილი და
მურთაზი
ჩვენ გვყავს წაგებულის ვირუსით დაავადებული ფეხბურთელები,შესაძლებელია თუ არა განკურნება არ ვიცი
zura
ნავალოვსკი!!! ქართველი პოლონური გვარით!!! შენ ჯიგარს შემოვევლე!!! გამომეტყველებაზე ეტყობა თამაშის დროს როგორი მოტივაციითაც არის ხოლმე მინდორზე!!! ჯიგარი ხარ გიორგი!!!
დავითი
ნაკრების ყველა წევრი არ მღერის ჰიმნს,ან სიტყვები არ იციან,ან ეზარებაღ.სანამ ისე ვაჟკაცურად არ იმღერებთ ყველანი როგორც მორაგბეები, არაფერი გამოვა.გიყურებდით ჰიმნის დროს და მივხვდი რომ ვერ მოიგებდით.არ მიწყინოთ,მე იმ თაობის გულშემატკივარი ვარ ვისაც მინდორზე კარგად მახსოვს ბასა ღოღობერიძე
gia
მე არ მჯერა რომ არ გვყავს ყაზახეთის და ესტონეთის მომგები ნაკრები.ვინ ყავდა ვაისს სლოვაკეთის ნაკრებში,სლოვენიას,ლატვიას რო გავიდნენ ჯგუფებიდან.რატომ დადგნენ მეორე ტაიმის თითქმის ბოლომდე.რატო არ დაბიან გამწარებული როცა ასეთ გუნდს ვერ უგებენ.....
ირაკლი სიჭინავა
კარგი სტატიაა მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
მადლობა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მორიგი "სვარკის" ჩვენებისთვის!
დევი
აქ ნახევარზე მეტი გაბღენძილი ჩამოდის და ერთი სული აქვს როდის მოაჯდება ძვირფას მანქანას და სელფებს როდის გადაიღებს ტუჩმოპრუწულ ნაშასთან ერთად,ჰიმნის დროს,თვალებზე ეტყობათ რისი მაქნისებიც არიან,ყველას არ ეხება,გამგები გაიგებს.კიდევ კარგი ანაზღაურებას არ ითხოვენ,თფუი თქვენს ფეხბურთელობას
levani
ქომაგები თავდადებული ხალხია და მათი გულისტკივილი ყველა გულშემატკივარის გულისტკივილია. ვერ ვხედავთ ჩვენი ფეხბურთელებისგან(ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, ისე მათი ჩამოთვლაც შეიძლება) პასუხისმგებლობას და კაცურ საქციელს. იგრძნნობა რომ ზოგი ბოლომდე არ იხარჯობა, მოკლედ ჯიგარი და საფეხბურთო ინტელექტი აკლიათ.
realisti
ქომაგებო, ზოგადად თქვენს პათოსს ვიზიარებ მაგრამ ერთი რამეც გააცნობიერეთ - არ ჰყავს საქართველოს სათანადო დონის საფეხბურთო ნაკრები და ფეხბურთელების ამ თაობას მეტი უბრალოდ არ ძალუძს. ასეთია მწარე რეალობა!
gurami
ისინი მხოლოდ მოვალეობის სესრულების მიზნიტ მოდიან და არა სატამასოდ
gurami
მე ვეტანხმები ამ კომაგებს
მეც ქომაგი
რა რა და თავდადება გუშინ არ აკლდათ ნუ მივაკერებთ უჯიგროების იარლიკს, ეგ მხოლოდ ზიანის მომტანია!
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საქართველოს ნაკრებს მოლდოვაში 30 ქომაგი უგულშემატკივრებს
ლევან ყენია: ვამაყობ, რომ არ დავნებდი და ფეხბურთში დავბრუნდი
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ახდენილი ოცნება - ქართველი ქომაგები კიშინიოვში!
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
"ეპიდვითარება დასტაბილურდა, დაუბრუნეთ ნაკრებს გულშემატკივარი" - "ქართული სპორტის ქომაგები"
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
"ქართული სპორტის ქომაგები": მოლდოველებმა, ჩვენზე მეტად თქვენ გეკუთვნოდათ მოგებაო...
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
[ფანკლუბები] ვინ არიან "ქართული სპორტის ქომაგები"
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება