ბრძოლა კლიფორდ ეტიენთან
მომავალი ბრძოლისთვის გაცილებით აქტიურად დავიწყე მზადება, ვიდრე ლუისთან შეხვედრის წინ. ბრძოლის მომენტისთვის 225 ფუნტს ვიწონიდი, ცხრა ფუნტით ნაკლებს (102 და 4 კილოგრამი შესაბამისად), ვიდრე ლუისთან ბრძოლის დროს ვიყავი.

ეტიენს კარგი მაჩვენებლები ჰქონდა, ორივე საკრივო ორგანიზაციის (იგულისხმება WBA და WBC) საუკეთესო ათეეულში შედიოდა, მაგრამ "სუსტი ყბა" (ეს ტერმინი საკრივო ჟარგონზე ნიშნავს - ვერ უძლებს მეტოქის დარტყმებს) ჰქონდა. 26 ბრძოლაში ის ათჯერ გაუშვეს ნოკდაუნში.

იმ დროს, ჩემს შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ და ბრძოლის წინ, მორიგი წარმოდგენა მოვაწყვე:

- ვერ ვიტან მაიკ ტაისონს. ყველაზე მეტად ის მინდა, მაიკ ტაისონი, რაც შეიძლება ცუდად იყოს. აი, რატომ არ მიყვარს ჩემი მეგობრები და საკუთარი თავი. უკიდურესობები მიზიდავს. იქნებ, მომდევნო ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესოდ მქონდეს. აი, რატომ ველოდები ასე მოუთმენლად იმ ქვეყნად გამგზავრებას. მეზიზღება ჩემი ახლანდელი ცხოვრება.

არ ვიცი, რატომ მოვემზადე უკეთ ეტიენთან ჩხუბისთვის. ყველაფერს გამოვეთიშე. გაისმა გონგი და მოწინააღმდეგეს ვეძგერე. როცა ბაგირებთან აღმოვჩნდით, თან წავიყოლე და ორივენი რინგზე აღმოვჩნდით. ვფიქრობ, ჩემმა ერთ-ერთმა პირველმა დარტყმამ მას სერიოზული უსიამოვნება მოუტანა.

ავდექით, მისი ერთ-ერთი დარტყმისას "ჩავყვინთე", საპასუხო დარტყმა გავისროლე, რომელიც პირდაპირ ყბაში მოხვდა და წაიქცა. ჩემი აზრით, თავისუფლად შეეძლო წამოდგომა.

არც ისე ძლიერი დარტყმა იყო, ასე რომ გათიშულიყო. თუმცა ზუსტად არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან დარტყმა უზუსტესი გამოვიდა. მას შემდეგ, რაც რეფერიმ 10 წამი დაუთვალა, წამოდგომაში დავეხმარე და ერთმანეთს გადაეხვიეთ. კლიფორდმა ყურში რაღაც ჩამჩურჩულა.

რინგზე ჯიმი გრეი ამოვიდა ინტერვიუს ასაღებად.

- მან ყურში რაღაც გითხრათ, რაც ვერავინ გაიგო. კონკრეტულად, რა ჩაგჩურჩულათ?

- სიტყვა სიტყვით ასე მითხრა: "უნდა შეეშვა შენს სისულელეებს და დასერიოზულდე. ყველაფერს არასერიოზულად აკეთებ". და ის მართალია.

- მართალია? - დაზუსტება მოისურვა ჯიმმა.

- დიახ. ის მართალია. ბედნიერი ვარ, რომ ისევ მემფისში ვიმყოფები და აქ ღირსეულ დონეზე გამოვედი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ძმა კლიფორდი ჩემს წინააღმდეგ იბრძოდა. ბევრს არ ესმის - როგორ შეგვიძლია ერთმანეთის მიმართ სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვა, როცა ერთმანეთის წინააღმდეგ ვჩხუბობთ. მაგრამ, ჩვენ ამ გზით ვანიჭებთ ღირსებას საკუთარი ცხოვრების წესს.

გრეიმ მკითხა - ვაპირებდი თუ არა კიდევ ერთხელ ლუისთან შეხვედრას. იყო ასეთი იდეა: კიდევ ერთი დიდი ბრძოლა ლუისთან დიდი ჰონორარის მისაღებად.

- ახლა, მასთან შესახვედრად მზად არ ვარ. არ მინდა ისევ დამარცხებული ვიყო. არ ვიცი, მოვისურვებ თუ არა კიდევ ერთხელ ლუისთან შეხვედრას. დღეს მხოლოდ ის მინდა, რომ თავში აზრები დავალაგო. იქ ახლა, ყველაფერი არეულია. მინდა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდეს.

ასეთ საშინელ ხასიათზე დავბრუნდი ჩემს ნომერში, სადაც გადამღები ჯგუფი ჩემს შესახებ დოკუმენტური ფილმის კეთებას აგრძელებდა. ვიდეოკონფერენცია გავმართე ჩემს შვილებთან, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ მათ ნახეს მამის გამარჯვება. შემდეგ გადამღები ჯგუფი ნომრიდან გავისტუმრე და საღამო მოვაწყვე ჩემს მეგობარ სუტენიორ-ბანდიტთან ერთად. თან მოიყვანა თავისი გოგონები და შეყვარებული. ცოტაოდენი კოკაინი მივიღე, მარიხუანა მოვწიე და ხასიათი გამომიკეთდა.

რამდენიმე ბოთლი შამპანური გავხსენით. ჩემმა მეგობარმა თავისი ერთ-ერთი "საომარი" ისტორია მომიყვა და ყველამ გავიცინეთ. მისმა შეყვარებულმა კი ხუმრობით თქვა: "ნეხვით სავსე ხარ, ზანგო!" და უცებ, ჩემმა მეგობარმა შამპანურის ბოთლს ხელი სტაცა და თავში ჩაარტყა. ვცადე მისი გაჩერება, მაგრამ ვერ მოვასწარი. გატეხილი თავიდან სისხლმა გეიზერივით ამოხეთქა.

გადავწყვიტე, რომ ჩემს ცხოვრებას საბოლოოდ გადაესვა ხაზი. სამხრეთში ვიყავით. გოგონა, რომელიც ყველასთვის ცნობილი ადამიანის ცოლი იყო, განწირული ხმით ყვიროდა. ჩემი მეგობარი მზად იყო - ყველა დაეხოცა და მე ამაში გარეული ვიყავი.

შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, ჩემმა მეგობარმა და მისმა გოგონამ ერთმანეთში მშვიდად ლაპარაკი დაიწყეს, თითქოს არაფერი მომხდარაო. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა სუტენიორსა და მის რომელიმე მეძავს შორის ჩვეულებრივ გარჩევას.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

alexsandre
ისე სამარცხვინოდ წააგო ლუისთან მართალია მე-8 რაუნდში, მაგრამ მესამეში უკვე დაიღალა. მართლა მოუმზადებელი იყო. ალკოჰოლით, ნარკოტიკებით და ქალებთან ვარჯიშით ლენოქსის მაგვარი მოკრივის დამარცხება შეუძლებელია თუნდაც ტაისონის ტალანტის მქონე მოკრივისათვის.
lnzm
წინა ეპიზოდის შემდეგაც მოგწერათ მკითხველმა, რომ ლუისთან ბრძოლის ფრაგმენტები გამოტოვებულია და თუ შეგიძლიათ, ჩაამატეთ და თუ ვერ ხერხდება ისიც გვამცნობეთ, წინასწარ დიდი მადლობა
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი