სფფ-ის პრეზიდენტი ყაზახეთთან საქართველოს ნაკრების თამაშითა და შედეგით უკმაყოფილო დარჩა
გამოუყენებელი მომენტები, გაუმართლებელი იმედები და უკვე მერამდენედ იმედგაცრუებული ქომაგი - ასეთია ყაზახეთთან 29 მარტს გამართული ამხანაგური მატჩის შედეგები.

საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრების თამაშითა და შედეგით უკმაყოფილო დარჩა. აი, რა უთხრა მან "ლელოს":

”არა მგონია, შედეგით ვინმე კმაყოფილი იყოს, რადგან თამაში ვერ მოვიგეთ.

რა თქმა უნდა, იყო ეპიზოდები, რომლებმაც ნასიამოვნები დაგვტოვა. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმსა და მეორის დასაწყისს ეხება. საგოლე მომენტებიც საკმაოდ გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროა, რომ შანსებით ვერ ვისარგებლეთ და საკუთარ მოედანზე თამაში ვერ მოვიგეთ.

ნაკრებისგან უკეთესი ფეხბურთის მოლოდინში ვართ. საამისოდ, სასურველია, რამდენიმე ფეხბურთელმა თავის კლუბში სისტემატურად ითამაშოს, ფორმაში იყოს და ნაკრებს უფრო მეტად გამოადგეს”.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gulshematkivari
ეროვნულ ნაკრებში საგანგაშო მდგომარეობაა ასევეა ყველა ასაკობრივ ნაკრებში რაც ეს ფედერაცია მოვიდა აცერთ ასაკობრივ ნაკრებს არ მოუგია ეს ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობაა მაგრად მჯეროდა მაისურაძის და როგორ დაგვამხო თავზე ელიტრაუნდი ეს მაგის ბრალი ნაღდად არ იყო ეს ელიტრაუნდი მუჯირის ჭუმბურიძის სპორტის მინისტრის შეკრებილი ნაკრებია ეხლა ყიფიანის დრო დადგა აქაც საშინელი მდგომარეობაა ასაკობრივი ნაკრები ყველა საშინლად გამოიყურება ამისთვის მოვიდა ეს ფედერაცია?ერთი თამაში არ მოუგია არცერთ ნაკრებს
gio,gio
პასუხისმგებლობა ქართულ ფეღბურთზე მთლიანად კობიაშვილის ეკისრება.გააგდო რა პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით ცხადაძე. მოიყვანა რუსული სკოლის ჭ კლა სის მწვრთნელი,ეხლა უტიფრად აცხადებს, რომ ნაკრების თამაშით უკმაყოფილოა!
joni
კი მაგრამ, ესტონეთთან 0:3 მე წავაგე? მაშინ არ იყო, ცხადაძეს რო აგინებდით?
გაგა
ყაზახეთზე უფრო ძლიერ ნაკრებებთან ვერ შევქმნით ბევრ საგოლე მომენტს,ამიტომ უნდა ვისწავლოთ ყველა მომენტის გამოყენება,ფეხბურთელი უნდა გადიოდეს სათამაშოთ იმ მოტივით თითქოს ეს თამაში მისთვის სიკვდილ სიცოცხლის საკითხია.ისე ცხადაძე გასაშვები არ იყო.
qutaiseli
ცხადაძის დროინდელი ნაკრები რასაც თამაშობდა იგივე ფეხბურთი ითამაშა ამ ნაკრებმა დღესაც და კატეგორიულად არ ვეთანხმები მოსაზრებას რომ მისი მწვრთნელობა იყო წარმატებული და წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ ფეხბურთში ესტონეთმა რასაც ქვია გადაგიაროს და იმ მწვრთნელის მუშაობის პროგრესად მონათვლა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, ამ თამაშშიც ფეხბურთელებიც იგივე და შედეგიც არადამაკმაყოფილებელი როგორც ბოლო ორ თამაშში ,ყაზახები კიდე ესტონეთს ჯიბეში ჩაისვამენ თამაშის ხარისხითაც და ტექნიკითაც ,ჩანს რო ამ ფორმაციის ნაკრებს უბრალოდ მეტი არ შეუძლია ესენი დარჩენ ერთ დონეზე და მორჩა,
baxt
პირადად მე ცხადაძის დროინდელი ნაკრების თამაში უფრო მომწონდა. ასეთი უსუსური თამაში, მარტო კუპერისდროინდელ ნაკრებს ქონდა, ქეცბაიას ნაკრებიც კი ჯობდა ამას..
ბეშქენ ჯორჯაძე
ბატონ კობიაშვილს და ხეჩიკაშვილს მოგეწონათ ხო ნაკრების თამაში? მართალი ბრძანდებით, ცხადაძე ასეთ თამაშს ნაკრებისას ვერ გაქაჩავდა! რა ვუქენით ყაზახებს ხედავთ ხალხო? ბდღვნად არ გვეყო! წარმოიდგინეთ უელსს რას ვუზამთ და ავსტრიას! სხვებზე აგარა მაქ ლაპარაკი! მალადეც კობიაშვილო და ხეჩიკაშვილო
qutaiseli
თავის ნაშრომია უნდა შეჭამოს და უნდა გადაყაროს ხალხი ბიუჯეტით ძღებოდა და მილიარდელები გახდენ ოფშორებში მაყუთი მოაყუჩეს და მოხიეს.. სიჭინავას ფედერაციას 10 ,მილიონი ვალი დარჩა იქ რაუნდა ჭამო არც არაფერი ,დდ
nukri
შედეგი არ გვექნება მანამ სანამ ეროვნული ჩემპიონატი არ გაძლიერდება, ნაკრებს საბაზისო გუნდი ჭირდება უკრაინამ წარმატებას მიაღწია კიევის დინამოს წყალობით ჩვენთანაც თბილისის დინამო უნდა გაძლიერდეს თორემ ესეთი მოხეტიალე ფეხბურთელებით რომლებიც თავიანთ გუნდებში ძირითადშიც ვერ ხვდებიან შედეგი არასოდეს გვექნება,
666
erti kai jigriani jurnalisti arcertixart??dausvit kitxvebi,konkretuli,gulshirogitrialebt s iskitxvebi...sheyanxmebuli kiara gulidan wamosuli kitxvebi dausvit??an arunda kobiashvils sauketeso kitxvisgamo burti achuwos vinmes?ogond kitxvebi arunda dablokot,ratqmaunda cenzurit
ხოხ
მიდი ბიძიკო ფულის ჭამა გააგრძელე.
tngh
პირადად მე, ვხედავ პოტენციალს, რომ უკეთესობის იმედი გვქონდეს. იყო მომენტები, მოედნის შუაგულში ბურთის დაჭერის, მიუხედავად ზედმეტი აქტიურობისა, გარე მცველები კარგად იხსნებოდნენ. არც ცენტრში იყო ზედმეტი ალიაქოთი, და რაც მთავარია, შემადგენლობა ძირითადად ნომინალური იყო. გავიმეორებ ჩემს ნათქვამს. იმისათვის, რომ ციკლი სტაბილურად გავიაროთ 30-მდე ფეხბურთელია საჭირო!!!
goga
ცხადაძემ რაღაც ოთხითამაში ათამაშა ნაკრები და შოტლანდიას მოუგო, გერმანიასთან მოკრალებულად დამარცხდა, მეტი რა უნდოდათ მაგ კაცისგან იმ პატარა მონაკვეთში!გყავდეთ ეხლა ეგ უცხოელი და იძახეთ: კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთო!!!!!ვერ მიხვდა ეს ხალხი რომ უცხო მწვრთნელი არ ამართლებს ჩვენთან! მე კობიაშვილი უფრო ჭკვიანი მეგონა, არაფრით არ განსხვავდება თავის წინამორბედებისგან!
გიორგი*
ლევან მაგას ველით 33 წელია მარა როგორი მთავრობაც არის ის აისახება სპორტის ყველა სახეობაზე ყოველთვის,გადაბმული ჯაჭვივით არის ერთმანეთთან დაკავშირებული*
გიორგი-ს
რა ტეხავს და არა შენ ნუ მასწავლი მე. აბა თუ მეტყვი ცხადაძეს რომ საბონუსე სისტემაზე გადასვლა შესთავაზეს თავად ფედერაციის ჩინოვნიკების ხელფასები რატომ არ გადაიყვანეს საბონუსე სისტემაზე, თუ ნაკრების წარმატება მარტო მწვრთნელზეა დამოკიდებული და ფედერაციას არ აქვს პასუხისმგებლობა? ან იქნებ ის პროექტების ჩამონათვალი მოიწერო, რომელიც ცხადაძის ხელფასზე დაზოგილი ფულით დაფინანსდება? ან იქნებ იმაში იყო გარკვეული და როგორმე სხვების განგვანათლო - სახელმწიფოდან ფედერაციის ამოდენა დაფინანსების პირობებში რატომ ითხოვს კიდევ კობიაშვილი ადგილობრივი თვითმართველობების ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი კლუბებისთვის გამოყოფილი თანხების ფედერაციაზე გადაცემას? თუ კონტროლის განხორციელება სურს ეს ისეც არის შესაძლებელი რომ თანხებმა მის ხელში არ გაიაროს, არა?
Vamexi
Uketesi tu gindoda geclia cxadzadzistvis mis dros nakrebi upro karg fexburts tamashobda vidre uazro grdzeli gadacemebi dacvidanac burti upro kargad amoqondat
basko
ერთხელ დავწერე და ისევ დავწერ რომ კობიაშვილი უყვარს ქართველ გულშემატკივარს და ნუ შეგვაზიზღებ თავს! ფეხბურთელებზე დაბრალება ვერ გიშველის, ყველა მარტო იმას გაიხსენებს რომ ყველაფერი გააკეთე ცხადაძის ნაკრებიდან გასაშვებათ! და მოათრიე ვინ?! რა ვალი გქონდა ბიჭო ასეთი ვაისის?!
გიორგი
ა კაცი, იცის რა არის სასურველი-ს რა იცი რომ ჯიბეში ჩაიდო? სხვისთვის რაიმეს დაბრალება რომ ტეხავს არ იცი?
გვადი ბიგვა
პატარა ახალკაცი რომ დანიშნეს- დიდი მწვრთნელის ბიჭი არისო და ქართული ფეხბურთის აღორძინება-აყვავებაზე იმუშავებს 24საათიო...მოხსნა დიდი კუში და მოტყდა!სიჭინავა რომ დანიშნეს არველაძეებთან ერთად,რას ამბობთ ბიზნესმენი კაცი და ქართველი ფეხბურთელები არიან ფული საერთოდ არ აინტერესებთ, მხოლოდ ქართული ფეხბურთის აღორძინება-აყვავებაზე იმუშავებენო 24 საათიო...მოხსნეს დიდი კუში და მოტყდნენ...თქვენ ყველანი აფერისტები ხართ ბიძიკო აფერისტები, მხოლოდ ფული გინდათ, ქართული ფეხბურთი სულ ცალ ფეხზეც გკიდიათ!
ა კაცი, იცის რა არის სასურველი
ნაკრების კარგად ასათამაშებლად "სასურველია, რამდენიმე ფეხბურთელმა თავის კლუბში სისტემატურად ითამაშოს, ფორმაში იყოს და ნაკრებს უფრო მეტად გამოადგეს"???? - იქნებ ნორმალური მწვრთნელის თავის ადგილზე დაყენება და მისი ხელფასის საკუთარ ჯიბეში არჩადებაა საჭირო ჰა?
batumi
თოხი გაქვს თუ გიყიდოთ ეგეც?
goga
თავს იტყუებ თუ რომელი ეპიზოდით დარჩი ნასიამოვნები.
vova
ამანაც ფეხბურთელებს დაუწყო ჭკუის სწავლება და დაბრალება :( დაბრალებაში და ჭკუისწავლებაში (რომ კლუბში უნდა ითამაშონ) ვუხდით ამხელა ფულს ჩვენი ბიუჯეტიდან?!
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
კვარაცხელიამაც ივარჯიშა. საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე