საქართველოს ნაკრების მცველმა ყაზახეთთან ამხანაგური მატჩი შეაფასა
გამოუყენებელი მომენტები, გაუმართლებელი იმედები და უკვე მერამდენედ იმედგაცრუებული ქომაგი - ასეთია ყაზახეთთან 29 მარტს გამართული ამხანაგური მატჩის შედეგები.

ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მცველ ალეკო ამისულაშვილს კომენტარი ვთხოვეთ.

"რთული თამაში გამოვიდა. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. რამდენიმე კარგი მომენტიც გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ...

ცუდია, რომ გულშემატკივრები გავაწბილეთ. მათთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი. არადა, კარგი შეკრება გვქონდა და მოედანზე იმ იმედით გავედით, რომ კარგ ფეხბურთს ვითამაშებდით, მაგრამ...

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი იყო და ასეთ დროს ძნელია, ყველაფერი იდეალურად გააკეთო. და მაინც, მომავალს იმედით ვუყურებთ და მჯერა, გაცილებით ძლიერი ნაკრები გვეყოლება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]

giorgi
ასტანაში მატჩის შემდეგ, ალბათ, ბოდიშს კი არა უბრალოდ, არამედ დიდ ბოდიშს მოიხდით და მორჩა, - ვალი გასტუმრებულია!
მსქროლავი ტროლი
მართალი ბრძანდები, აღა, ჩვენ რომ 154-დან 122-ე ადგილამდე ავბობღდით, მაშინ გადაგვისწრია ბაბაებისთვის, რომლებიც ახლა (3 მარტისთვის) 125-ე პოზიციაზე არიან.... მაღარიჩი ჩემზეა, მთავარია ამ თამაშის შემდეგ არ გაგვიცვალონ ადგილები.....
კაკი
ver tamasobt-ს გეთანხმები. 50-იან წლებში არსებობდა ნაკრები სახელად "უნგრეთის დიდი გუნდი", რომელიც მუსრს ავლებდა მთელ მსოფლიოს, მაგრამ უნგრელები დღეს საშუალო ევროპული გუნდის დონეზეც ძლივს ქაჩავენ.
ნურსულთან ნაზარბაევ
მსქროლავი ტროლი-. ბოლო თებერვკის მონაცემებით ყაზახები ჩვენზე უკან იყვნენ, მარტის რეიტინგი კი ჯერ არ გამოქვეყნებულა. მაშინ საიდან ეს ინფორმაცია?
მსქროლავი ტროლი
... ყაზახები კი ნამდვილად ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდნენ და არცაა გასაკვირი, ჩვენზე კარგად წინ არიან რეიტინგშიც და რაც მთავარია, თამაშის ორგანიზებაშიც......
GURO
5 ლარი გირდა ბილეთი, არადა , აქეთ უნდა უხდიდნენ ხალხს ფულს ამათ თამაშს რომ უყურონ იმიტომ რომ ნელი წამებაა ...
Vaso
ეს ბოდიში რა არი??? არაფერი საბოდიშო არ გაქ, უბრალოდ ამაზე მეტი არ შეგიძლიათ , არ იცით ამაზე მეტი, ვერ თამაშობთ ფეგბურთს... საშვალო დონეზე რომ იყოთ, რაგაცას დაემაგავსებოდა თქვენი თამაში //// მე პირადად მეორედ მოსვლას ველოდები, იქნებ მერე მაინც გვეშველოს
Paata
მერამდენედ უნდა მოიხადოთ ბოდიში ნამუსი და სინდისი აღარა გაქვთ ელემენტარული პატრიოტული გრძნობა მაინც არ შეგრჩათ? როდემდე უნდა დასცინოთ ხალხსაც და ქვეყანასაც
sergo
ისე თამაშობდნენ თითქოს შენელებული კადრები იყო, სიზანტე და ამდენი არაზუსტი პასი (ალბათ 80 %) იშვიათია თანამედროვე ფეხბურთში და ისტორიაშიც. ან გადაღლილი იყვნენნ ვარჯიშით, რაც მწრთვნელის სინდისზეა ან კიდევ წასულია საქართველოში ფეხბურთის საქმე
jango
სინდისი არ ჰყოფნით რომ თქვან- ნუ გამოგვიძახებთ, დავტანჯეთ ხალხი წლებია, სხვები მონახეთო.
elguja
ალეკო, გენაცვალე, აღარ გვინდა ბოდიშების მოხდა თამაში გვაჩვენეთ!
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
მადლობა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მორიგი "სვარკის" ჩვენებისთვის!
vova
დღემდე თუ ვერ ისწავლე და კაზახეთს თუ ვერ გაუწუეთ წინააღმდეგობა საკუთარ კედლებსში თქვენი ბოდიშების იმედზე ვიყოთ?!
ver tamasobt
დაცვა მოშიშვლებული იყო,სისწრაფე არასაკმარისი,არასტაბილური და არადამაჯერებელი თამაში,იქნებ დღევანდელ ფეხბურთში ჩვენი,ქართველთა ადგილი არ არის და ყველაფერი გასული საუკუნის 50-ან,60-ან და 70-ან წლებში ამოვწურეთ,ასე ზემოდ აღნიშნულ წლებში ინდოეთი და სხვა არასაფეხბურთო ქვეყნები თამაშობდენ.
კაკო
ჩვევთ არ გადაგექცეთ
giorgi
მერამდენედ?
წარმატებები!
მე პირადად არ მჯერა შენი სიტყვების გულწრფელობაში!და იცი როდის დავიჯერებ მაგ სიტყვებს,როცა ვნახავ რომ ჰიმნს კი არ მღერიხართ არამედ კივიხართ, როცა ვნახავ რომ მთელი თამაში ჯიგრით დარბიხართ,როცა ვნახავ რომ სისხლს შეაფსამთ მოწინააღმდეგეს, როცა ვნახავ რომ დედ-მამა გიყვართ,როცა ვნახავ რომ ქართული სული გაქვთ,როცა ვნახავ რომ თავმდაბლები ხართ,როცა ვნახავ რომ კაცები ხართ,როცა ვნახავ რომ გულით ითამაშებთ და თუნდაც წააგოთ,მერე რა, ჩემთვის მთავარი თავდადებაა! ქართული სპორტის გადარეული გულშემატკივარი!
dato
შეადარეთ რაგბიზე ხალხის რაოდენობა და ამათ თამაშზე, დაიღალა ხალხი ამათი წვალების ყურებით
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?