"ტორპედოს" პრეზიდენტი თემურ ჩეჩელაშვილი უკმაყოფილო ფანებს შეხვედრასა და ღიად საუბარს სთავაზობს
როგორც ცნობილია, სანაკრებო პაუზისას, ქუთაისის "ტორპედოში" ორი ირანელი ფეხბურთელი მიიყვანეს - 28 წლის ნახევარმცველი შოებ ამირი და 27 წლის მარცხენა მცველი საიედ ჰოსეინ ჰოსეინი...

"ტორპედოს" გულშემატკივრები ამ ფეხბურთელების ჩამოყვანამ გააღიზიანა - აქაოდა, ირანელ ფეხბურთელებს 3 წლის განმავლობაში პროფესიულ დონეზე არ უთამაშიათ, რომ ერთი მათგანი სომხეთის პირველი ლიგის კლუბიდან გამოაგდეს, რომ "ტორპედომდე" დაიწუნეს გორის "დილასა" და "ზუგდიდში" და სად გინახავთ, არაფრისთვის მებრძოლი კლუბი ფეხბურთელებს იმატებდესო?!

ფანები აღშფოთებულან! როგორ მოხვდნენ "ტორპედოში" ირანელი ფეხბურთელები?

ეს თემა ისეთი აქტიური განხილვის საგნად იქცა, საჭიროდ ჩავთვალეთ, ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტ თემურ ჩეჩელაშვილს შევხმიანებოდით:

"ირანელ ფეხბურთელებს მაისამდე მოკლევადიანი ხელშეკრულებები გავუფორმეთ. ხელფასსაც არ ვუხდით, მხოლოდ კვების ხარჯს გავიღებთ.

ამბობენ, ჯერ გაგესინჯათ და მერე აგეყვანათო. ვთქვი კიდეც, რომ ამ ორ თვეში სამწვრთნელო შტაბს თავს თუ მოაწონებდნენ, ხელშეკრულების გაგრძელებაზე ვიფიქრებდით. გარდამავალი ჩემპიონატი ისეთი დაძაბული იქნება, გასაძლიერებლად ყველა გზას ვეძებთ და გვსურდა, ამ ფეხბურთელებსაც დავკვირვებოდით...

მაგრამ ისინი დუბლებში გადავიყვანეთ და, ალბათ, მაისის შემდეგ კონტრაქტს აღარ გავუფორმებთ. ტყუილია, თითქოს მათ ფული გადავუხადეთ - ერთი თეთრიც არ მიგვიცია.

საერთოდ, 60 წლის ვხდები, ბევრგან მიმუშავია და სალანძღვად თავი არსად გამიხდია. ვინც ეს წერილი გამოაქვეყნა, მოვუწოდებ - ნებისმიერ დროს მობრძანდით და რაც გაღელვებთ, ყველაფერზე ღიად დაგელაპარაკებით და თუ რაიმე გაურკვევლობაა, იმასაც აგიხსნით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bachi
მაგარია დირექტორობა
bachi
სიჭინავა გაუშვით და ირანელები მოიკვანეთ
bloblo
ქუჩურს და კაცურ, ვაჟკაცურს შორის დიდი სხვაობაა. ქუჩური არ ვიგოდნიკური, დამპლური, სხვის დაჩაგვრაზე აგებული, ხოლო ვაჟკაცურ/კაცური არის მამაკაცის დადებით თვისებებზე დამყარებული. მართალია ქუჩური გაგების ხალხი თავის თავს კაი ბიჭებს ეძახიან, მაგრამ ეგრე ყვავმაც შეიძლება თქვა ბულბული ვარო.
baggio
ბიჯო ქუთაისი სხვანაირი მენტალიტეტის ქალაქია ის ქუჩური კაცური და ვაჟკაცური ეხლაც იგრზნობა ამ ქალაქში და ეს ასეც უნდა იყოს ზოგისაგან განსხვავებით ერთი ადგილის მიცემა მატერიალური სარჩოსთვის მორალური მცნების დაუბრკოლებლად გადალახვადი რომ არის ასეთი მუქთახორა ადამიანები ვინც სურათზე ხალხზე დაფიქრებული რო ჩანს და მერიის სხვა საქმოსნები წინასწარ იცოდნენ რომ ეს მათ არ შერჩებოდათ თავზე ვერ გადაუვლით სულით გაყიდულებო ქუთაისს და მის გულს ტორპედოს ეს ჩვენია ყველა ქუთაისელის და ეს კლუბი ჩემს გულშიც სულ იქნება და ასეთ ცეხავიკებს მოუწევთ სულ მალე თავი სამუდამო სანაგვეზე რეაქტიული სისწრაფით გასროლა კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება მაგრამ ბევრი ლაპარაკი საქმის დიდ წილად ვერ გაკეთებას გულისხმობს ეს უკვე გულშემატკივართა ჩვენი საქმეა.
მურთაზი
ვერაფერი გავიგე ეს მონობაა,ბიუჯეტის ჭამა თუ სააპრილო ხუმრობა
გიგა
რაიყო კლუბია თუ წითელი ჯვარი
kaxi
შიოდათ და მაგიტომ ჩამივიდნენ ირანიდან ეს ორი ფეხბურთელი?
nika
აუ მეც მაჭმევთ რო ვითამაშო ტორპედოში?
Qutaiseli
Tqveni qvelmoqmedeba gasagebia,mara amxela ambavi rom ar agetexat,tu am dgeshi iyvnen eg sacodavebi raga rangit meore klubshi mogyavdat, babuachemtan rom gagegzavnat sofelshi 3 tve isic ki achmevda kai hvinosac ar moaklebda, axla pataras magenic waexmarebodnen venaxshi
guri
ტემური დაუფიქრდი შენ საქციელს---არა ხარ სწორი ამ საქმეში----საქარტველოში ფეხბურტელები დაილია ტუ რა ხდება ?
ალეკსანდრე
კაცი იმ სიშორიდან მარტო საჩმლის ფულისთვის,რომ ჩამოვა სათამაშჴდ,რა დონის ფეხბურტელი იკნება?თან საიდან?ქუთაისში ფეხბურთელები დაილია,მაგარი გაუგებარი ამბავია
666
tyuil ubralod am iranelbs da tan am ela ... roarachamot sachmeli,amat magivrad ertidge umweoebs gamokvebsvdit.(an .......?))))((()))
mamuka
zogadad gulshematkivrebis bralic aris es ak ro aris gind es gind chakvetadze devi asatiani , papuna ho saertod sasaciloa ! reformebi chirdeba gunds meri kide zis kabinetshi da elodeba rodis daericxeba torpedos federaciiidan fuli ro meti chamos da svams vai tkvens patrons !
სიყვარულით თბილისიდან!
ბიჭოო რით ვერ ......?! ქუთაისი ნიჭიერი,ხალასი იუმორი, სპორტული,ვაჟ-კაცური და კიდევ ვინ მოსთვლის იმ სიკეთეებს რაც ქუთაისელებს დააბერტყა ღმერთმა თავზე!თბილისის დინამო თავისი დიდების მწვერვალში რომ იყო და საბჭოთა კავშირსა თუ ევროპაში ჰქუხდა მისი სახელი, ნახევარზე მეტი ქუთაისელები იყვნენ და თქვენ ირანიდან ჩამოგყავთ მშიერი ფეხბურთელები?! ჩეჩელაშვილო შენ .... თუ გაგიგია რა არის საერთოდ?!
hm
ტქვე დალოცვილებო რარა ირანიდან ჩამოგყავტ არფრის მაქნსიები ეგეტები ხომ აქაც ბლომადაა, არა ბიჭო და ახლა აქ პელე ჩამოგივატ
murtazi
ჰოდა შე დალოცვილო თუ ყველგან პატიოსანი კაცის სახელი გაქვს, ახლა რატომ გვაყრი თვალებში ნაცარს და რატომ გვეუბნები რომ ტორპედოში ყველაფერი რიგზეა?! კაი რა, ქუთაისლებმა კარგად ვიცით რაც ხდება მანდ...
vaxvax
გადაიყოლებს ჩეჩელაშვილს ეს ამბავი.ყვავს არ ჰქონდა ბუზს გაჰქონდაო.ტორპედო საქველმოქმედო ორგანიზაცია ყოფილა.თუ ასეა შაჰ-აბასის შთამომავლებს არ უვლიდე,შენიანი გაჭირვებული ცოტაა?
FSG
საერთოდ არ ვარ ტორპედოს გულშემატკივარი გურიას ვქომაგობ, მაგრამ მიჩნდება ერთი ლოგიკური კითხვა.რა დონის ფეხბურთელზე უნდა იყოს საუბარი რომელიც საქართველოში ჩამოვა ირანიდან და აქ უხელფასოდ თამაშს დათანხმდება მხოლოდ პურსა და ყველზე...
nikata
საღოლ ფანებს. მაგათ რომ ხმა არ ამოეღოთ, ისე კარგად გადაუხდიდით ხელფასს, როგორც არაფერი. ყველა როგორ ფულის შოვნაზეა გადასული ამ ტორპედოში. მანამდე ძუკუ უჯდებოდა ფეხბურთელებს წილში - ამის ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს და გთხოვთ, თევზეწბივით ნუ დამუნჯდებით. ახლა კლუბის დირექტორატის ზოგიერთი წევრი ცდილობს აშენებას. ასე გაგრძელდება, სანამ კლუბს კერძო მეპატრონე არ ეყოლება
mamulo
"ირანელ ფეხბურთელებს მაისამდე მოკლევადიანი ხელშეკრულებები გავუფორმეთ. ხელფასსაც არ ვუხდით, მხოლოდ კვების ხარჯს გავიღებთ---კი მაგრამ რატომ უნდა არჩინოთ გუნდის ხარჯზე,გუნდისთვის უსარგებლო ფეხბურთელები.ქველმოქმედები ხართ ბიუჯეტის ხარჯზე?
13
მე ამ სფეროში არაფერი მესმის, მაგრამ ადამიანი დაასაქმო (თუ გამოიენო?) ისე რომ კაპიკიც არ გადაუხადო, ტრეფიკინგის ნიშნები ხომ არ არის?
giorgi
იმ ორ ირანელ ფეხბურთელს რამენაირად გამოკვებავს გუნდი, მაგრამ ამ ფიზანომიის ადამიანის გამოკვება, ნაღდად გაუჭირდება. ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს და ხეკი მოუმართოს ამ დირექტორს, თუმცა როცა სპორტული და მითუმეტეს საფეხბურთო გუნდის დირექტორი ხარ, სარუთარ თავსაც უნდა მიხედო. რა არის ეს!!!!!
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ფანები აღშფოთებულან! როგორ მოხვდნენ "ტორპედოში" ირანელი ფეხბურთელები?
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ქუთაისის "ტორპედო": პრეზიდენტი გადადგა, კლუბში ჟორდანია-უგულავას ჯგუფი მოდის
ქუთაისის "ტორპედო": პრეზიდენტი დანიშნეს, მეტოქე შეცვალეს
"ტორპედოს" პრეზიდენტი: ჟორდანიას მეგობრები ქუთაისის მერს უკვე ელაპარაკნენ...
"ტორპედო", როგორც "ვიტესი"? კლუბის პრეზიდენტი ჟორდანიასა და შტელინზე
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
გორის "დილაში" ირანელი ფეხბურთელები ისინჯებიან
"ტორპედოში" ირანელები გამოჩნდნენ, შტელინი ბრიუსელის ტერაქტებმა დააბრკოლა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ქუთაისის "ტორპედო": გიორგი გურული დაბრუნდა, სამეული დარჩა