"ირანელების აქ ყოფნა სხვა მიზნებს ემსახურება, რაც ჩვენთვის და ქალაქისთვის ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია"
როგორც ცნობილია, სანაკრებო პაუზისას, ქუთაისის "ტორპედოში" ორი ირანელი ფეხბურთელი მიიყვანეს - 28 წლის ნახევარმცველი შოებ ამირი და 27 წლის მარცხენა მცველი საიედ ჰოსეინ ჰოსეინი...

"ტორპედოს" გულშემატკივრები ამ ფეხბურთელების ჩამოყვანამ გააღიზიანა - აქაოდა, ირანელ ფეხბურთელებს 3 წლის განმავლობაში პროფესიულ დონეზე არ უთამაშიათ, რომ ერთი მათგანი სომხეთის პირველი ლიგის კლუბიდან გამოაგდეს, რომ "ტორპედომდე" დაიწუნეს გორის "დილასა" და "ზუგდიდში" და სად გინახავთ, არაფრისთვის მებრძოლი კლუბი ფეხბურთელებს იმატებდესო?!

31 მარტს ქუთაისის "ტორპედოს" სხვადასხვა თაობის გულშემატკივრების სახელით "ლელოს" წერილი გამოუგზავნეს.

"ბოლო დროს, ქუთაისის "ტორპედოს" ირგვლივ განვითარებული მოვლენები არ გვაძლევს უფლებას, რომ მას შორიდან ვუყუროთ და მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით შემოვიფარგლოთ.

ფანები მივმართავთ ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას, უახლოეს დღეებში ჩვენი კლუბიდან გაათავისუფლოს ყველა ის ადამიანი, ვინც ირანელი ფეხბურთელების მოყვანაში მონაწილეობდა.

ამას არანაირი კავშირი არ აქვს გუნდის სპორტულ მხარესთან, ირანელების აქ ყოფნა სხვა მიზნებს ემსახურება, რაც ჩვენთვის და ქალაქისთვის ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.

იმედს ვიტოვებთ, რომ ამ განცხადების შემდეგ შესაბამის ზომებს მიიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული პირების დასახელება და ირანელების აქ ყოფნის მიზეზების გასაჯაროება მოგვიწევს, რაც ჩვენი კლუბის პრესტიჟს შელახავს და უკიდურესი ზომების მიღება მოგვიწევს", - წერია განცხადებაში.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 10-დღიანი პაუზის შემდეგ "ტორპედოს" დაუბრუნდა მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ შტელინი, რომელიც ბელგიიდან გამომგზავრებას ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტების გამო ვერ ახერხებდა.

საბოლოოდ, შტელინმა ამსტერდამი-კიევი-ქუთაისის რეისით 29 მარტს ჩამოაღწია საქართველომდე და იმავე საღამოს "ტორპედო" ავარჯიშა კიდეც.

ამასობაში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონსა და "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზას შესამოწმებლად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების ჯგუფის წევრები ეწვივნენ.

მათი დასკვნით, კლუბმა ინფრასტრუქტურული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად მიცემული რეკომენდაციები გაითვალისწინა და ამ ეტაპისთვის დადებითი შეფასება დაიმსახურა. გარკვეული საკითხები კი სეზონის დასრულების შემდეგ უნდა გადაწყდეს.

რაც მთავარია, ფედერაციის წარმომადგენლებმა სტადიონზე მატჩების ჩატარება დასაშვებად მიიჩნიეს. ამგვარად, ტორპედოელები საკუთარ არენას ლამის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდებიან. დაზიანებული მინდვრის საფარის აღდგენითი სამუშაოების გამო მეორე წრეში "ტორპედო" საშინაო მატჩებს მარტვილსა და ზესტაფონში ატარებდა.

ასე რომ, 2 აპრილს ქუთაისელები "ჩიხურას" სწორედ "რამაზ შენგელიაზე" უმასპინძლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lnzm
და თუ ამბობთ თქვით, თუ არა და გაჩუმდით, ხომ უნდა იცოდეს ყველამ ყველაფერი
მსქროლავი ტროლი
როგორ მოხვდნენ და მაგათ ბებიებს ბიკენტიას ქაბაბი გაუსინჯავთ და დაუბარებიათ - ისე არ მოკვდეთ, ქუთაისში არ მოხვდეთო...... თუ სერიოზულად გაინტერესებთ - თითოს 8-8 მილიონი ევრო დაუნიშნეს კვირაში და რაღა თქმა უნდა, ფულს ათეთრებენ, აბა სხვა რა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს?!...
levan
ქუთაისის ტორპედო აქციეს შოთა მურღულიას და მისი საძმაკაცოს გუნდად. არაპროფესიონალები მიიყვანეს გუნდში, ამ თემით იქნებ ვინემ დაინტერესდეს და გააშუქოს წესიერად რა ხდება ტორპედოში, რა კადრები მუშაობენ და რას აკეთებენ!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"კოლხეთის" დირექტორი: 2018 წელს რა დონის გუნდი გვეყოლება, ფინანსებზე იქნება დამოკიდებული
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
"ტორპედოს" პრეზიდენტი: ირანელებს ხელფასს არ ვუხდით, მხოლოდ კვების ხარჯს გავიღებთ
ეროვნული ლიგა. XXVII ტურის წინ: ვამთავრებთ "კლასიკოთი"!
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
ჩიხურა-კოლხეთი 2:1 - თავით და კლასით [VIDEO]
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
გორის "დილაში" ირანელი ფეხბურთელები ისინჯებიან
"ტორპედოში" ირანელები გამოჩნდნენ, შტელინი ბრიუსელის ტერაქტებმა დააბრკოლა
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
კოლხეთი-დინამო (თბ) 1:1 - "დინამო" ისევ კოჭლობს [VIDEO]