კაცებს შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა პრაქტიკულად მოირჩინა ბარძაყის ტრავმა

კაცებს შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა პრაქტიკულად მოირჩინა ბარძაყის ტრავმა, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში თანამემამულე დავიდ ფერერთან მატჩში მიიღო. რაფა დღეს ბარსელონაში გაივლის საბოლოო სამედიცინო შემოწმებას. თუმცა ნადალი ამ შემოწმების გარეშეც დარწმუნებულია, რომ ექიმები დადებით დიაგნოზს დასვამენ და უკვე ამ კვირას მისცემენ ვარჯიშების განახლების საშუალებას.

"მკურნალობა გეგმის მიხედვით წარმატებულად მიმდინარეობს. ბოლო გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ სერიოზული საფრთხე აღარ არსებობს. იმედია, ხვალინდელი შემოწმების შემდეგ ხუთშაბათიდან მომცემენ ვარჯიშების განახლების საშუალებას. თუმცა მზად ვარ ორშაბათამდეც მოვიცადო", - ამბობს ნადალი.

ამასობაში, მჭიდრო კალენდრის მიუხედავად, "დიდი სლემის" ტურნირების ცხრაგზის ჩემპიონმა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა მოასწრო. როგორც ნადალის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, წიგნის სათაურია - "რაფა: ჩემი ისტორია".

ნადალის ავტობიოგრაფიას ინგლისურ ენაზე გამომცემლობა Hyperion წარმოადგენს. წიგნის თანაავტორი გახლავთ ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ჯონ კარლინი.

ავტობიოგრაფია 272-გვერდიანია. მისი შეძენა მკითხველს 2011 წლის 23 აგვისტოდან შეეძლება, თუმცა მთელ რიგ მსხვილ ინტერნეტ-მაღაზიებში წიგნის შეკვეთა უფრო ადრე იქნება შესაძლებელი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ იოჰანესბურგში ATP-ის ტურნირმა არსებობა შეწყვიტა. ამ შეჯიბრს ვერ ვიხილავთ მამაკაცთა ტურის 2012 წლის კალენდარში. მიზეზი საგაისო განრიგში მომხდარი გადაადგილებებია, რომელიც ლონდონის ოლიმპიადის ჩატარებას უკავშირდება.

"ჩვენ გვაქვს დაახლოებით რვა თვე იმისთვის, რომ გადავაფიქრებინოთ ATP-ის ხელმძღვანელობას და ტურნირისთვის ახალი ვადები შევარჩიოთ. ისინი მზად არიან მოლაპარაკებისთვის, თუმცა წინ რთული ბრძოლა გველის. იმედია, შევინარჩუნებთ ამ ტურნირს", - განაცხადა SA Open-ის დირექტორმა აიან სმიტმა.

იოჰანესბურგის ტურნირი წინა კვირას დასრულდა. იქ პირველობა ადგილობრივმა ჩოგბურთელმა - კევინ ანდერსონმა მოიპოვა.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა