მორიგი გუნდი, რომელმაც ახალი ბოლიდის პრეზენტაცია მოაწყო, ინდური საჯინიბო "ფორს ინდია" გახლავთ.

მორიგი გუნდი, რომელმაც ახალი ბოლიდის პრეზენტაცია მოაწყო, ინდური საჯინიბო "ფორს ინდია" გახლავთ. ინდოელებმა VJM04-ის ონლაინ პრეზენტაცია შემოგვთავაზეს, რასაც გუნდის ხელმძღვანელთა კომენტარები მოყვა.

"წელს უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, - ამბობს გუნდის შეფი ვიჯეი მალია. - ჩვენთან სამი პილოტი ირიცხება, რომლებსაც ქულების, პოდიუმებისა და გამარჯვებების მოპოვების დიდი ამბიცია გააჩნიათ. გუნდს გამოცდილი ტექნიკური ჯგუფი ჰყავს, რომელიც იოლად უღებს ალღოს ტექნიკურ რეგლამენტში მუდმივ ცვლილებებს. გარდა ამისა, ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორებიც არიან - McLaren Applied Technologies და Mercedes-Benz High Performance Engines, დამატებით შესაძლებლობებსა და რესურსებს გვანიჭებს".

"ფორს ინდიას" ძლიერი შემადგენლობა ჰყავს - ძირითადი პილოტები: ადრიან სუტილი და პოლ დი რესტა, ტესტ პილოტი ნიკო ჰიულკენბერგი. შოტლანდიელი დი რესტა დებიუტანტია, რომელმაც სეზონისწინა ტესტებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

"შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. უბრალოდ მინდა მუშაობაში პოზიტიური მიდგომა გამოვიყენო, რბოლებში ფინიშამდე მივაღწიო, სტაბილურად გამოვიდე და საერთო საქმეში შესამჩნევი წვლილი შევიტანო, რადგან კონსტრუქტორთა თასზე მაღალი ადგილის დაკავებას ვაპირებთ", - ამბობს დი რესტა.

შარშან "ფორს ინდიამ" კონსტრუქტორთა თასზე 68 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა - ეს გუნდის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა