ოქსანა კალაშნიკოვამ პოლონურ კატოვიცეში საერთაშორისო ტურნირის წყვილთა პაექრობაში პირველი ბარიერი დაძლია
ქართველ ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა ამჟამად უზბეკეთში იმყოფება და იქაურ 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში წარმატებით ჩაება.

4 აპრილს, ერთეულთა სტარტზე ჩვენებურმა უკრაინელ ვერონიკა კაპშაის სამ სეტში სძლია - 6:4, 5:7, 7:5. მერვედფინალში რებეკა სრამკოვასა (სერბეთი) და არინა ფოლტსს (უზბეკეთი) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

წყვილებში შაფათავა ოლგა პოროშინასთან (რუსეთი) ერთად იასპარეზებს. ქართულ-რუსული დუეტი მესამე ნომრად განთესილ ნინა სტოიანოვიჩისა (სერბეთი) და იულია ტერზისკას (ბულგარეთი) ტანდემთან გაარკვევს ურთიერთობას.

თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ პოლონურ კატოვიცეში საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) წყვილთა პაექრობაში ჰოლანდიელ დემი შუურსთან ერთად წარმატებით დაძლია პირველი ბარიერი - მენდი მინელა (ლუქსემბურგი) და რენატა ვორაცოვა (ჩეხეთი) დაამარცხა - 6:2, 6:3, რითაც 60 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

მარიამ ბოლქვაძემ წინა კვირას ეგვიპტური შარმ ალ შეიხის 10.000-იან ტურნირში ერთბაშად ორი მთავარი პრიზი მოიპოვა (ერთეულებსა და წყვილებში). დღეიდან იგი ისევ ეგვიპტეში ითამაშებს. ერთეულებში ასპარეზობის მეოთხე ნომერია და მას იტალიელი კლაუდია ფრანცე გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში ბოლქვაძე ვიქტორია მუნტეანის (საფრანგეთი) შეუამხანაგდა. პირველ წრეში ტამარა ბიჟუკოვას და ვალერია პოგრებნიაკს (ორივე - რუსეთი) შეხვდება. წარმატების შემთხვევაში მეორე ნომრად განთესილ ნასტია კოლარს (სერბეთი) და კრისტინა შაკოვეცს (გერმანია) დაუპირისპირდება, რომლებიც მეოთხედფინალში უბრძოლველად გავიდნენ.

საგულისხმოა, რომ წინა ტურნირი წყვილებში ბოლქვაძემ სწორედ კოლართან ერთად მოიგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
ბოლქვაძე ყაზახური ტურნირის ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს