"ზესტაფონმა" "მარბელიას თასზე" ასპარეზობაც დაასრულა და ესპანური შეკრებაც და სამშობლოში დღეს დაბრუნდება
"ზესტაფონმა" "მარბელიას თასზე" ასპარეზობაც დაასრულა და ესპანური შეკრებაც. გია გეგუჩაძის გუნდმა გუშინ ამ ტურნირზე მეშვიდე ადგილისთვის ითამაშა და ბოლო საფეხური ასეთი სოლიდური გამარჯვებით აირიდა. პროგნოზებით, ზესტაფონელთა და პლოვდიველთა გამარჯვების შანსები დაახლოებით თანაბრად ფასობდა, მაგრამ ქართველები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს.

შეხვედრის დებიუტში რატი წინამძღვრიშვილმა ანგარიში კახა ალადაშვილის პასით გახსნა და "ზესტაფონი" ამის შემდეგაც ენერგიულად გამოიყურებოდა. ჯაბა დვალმა ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. ბულგარელებს გასათანაბრებლად ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ იორდან ტოდოროვის ავტოგოლმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა. "ლოკომოტივის" მცველს "თავის გამოჩენაში" გადაცემით ალექსი ბენაშვილი "დაეხმარა". წერტილი კი შოთა გრიგალაშვილმა დასვა საბა ლომიას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანით.

შეგახსენებთ, "ზესტაფონმა" ესპანეთში ოთხი მატჩი ჩაატარა - აქედან სამი "მარბელიას თასის" ეგიდით, ერთი კი ამ ტურნირის დაწყებამდე. თავდაპირველად ფეროელები პოლონურ "ლეხს" 2:2 დაუზავდნენ (გოლები: წინამძღვრიშვილი, ძარია), ტურნირის მეოთხედფინალში ჩეხურ "სპარტასთან" 0:5 განადგურდნენ, შემდეგ კი იყო 2:2 კიევის "დინამოსთან" (გორგიაშვილისა და წინამძღვრიშვილის გოლებით).

როგორც ხედავთ, ზესტაფონელთა საუკეთესო მეგოლე რატი წინამძღვრიშვილი გახდა, რომელმაც 4 შეხვედრაში თავი სამჯერ გამოიჩინა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ნიკოლოზ გელაშვილი გუნდს დატოვებს და როგორც ჩანს, მის არყოფნაში "ზესტაფონს" შეტევაში პრობლემები არ ემუქრება. სასიამოვნოა, რომ თითქმის სამწლიანი იძულებითი უქმობის შემდეგ წინამძღვრიშვილი ძველებურად ეფექტურია.

"ზესტაფონი" დღეს მალაგა-ბარსელონა-მიუნხენი-თბილისის მარშრუტით დაბრუნდება.

"მარბელიას თასი" დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" მოიგო, რომელმაც ფინალში ვარშავის "პოლონიასთან" 0:0 ითამაშა, პენალტების სერიაში კი მეტოქეს 6:5 აჯობა. უკრაინელთა ძირითადში გამწესებულმა თერთმეტივე ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა, "დნიპროს" შემადგენლობაში იყვნენ ექს-ზესტაფონელი მცველი უჩა ლობჟანიძე და ქართული წარმოშობის ფორვარდი ევგენი ბოხაშვილი, რომელმაც მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანი გაიტანა.

მესამე ადგილისთვის მატჩში პრაღის "სპარტამ" სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" 2:1 მოუგო, მეხუთე ადგილი კი კიევის "დინამომ" დაიკავა, რომელმაც კრასნოდარის "ყუბანს" პენალტების სერიით სძლია.

მარბელიას თასი, მატჩი მე-7 ადგილისთვის

ზესტაფონი-ლოკომოტივი 3:0

ზესტაფონი: რ. კვასხვაძე (82. მეშველიანი) - ალადაშვილი (46. ბენაშვილი), მ. კობახიძე (66. გრუიცა), გ. ონიანი, ელიავა (77. ჩიხლაძე) - გორგიაშვილი, გრიგალაშვილი, აფციაური (61. ფიფია), ბაბუნაშვილი (54. ძარია) - დვალი (65. ლომია), წინამძღვრიშვილი (77. ჭანკოტაძე).

ლოკომოტივი: ტ. ტოდოროვი (71. სტავრევი) - გეორგიევი, კავდავსკი (59. სანდანსკი), ბენჟელუნი (90. მარჩევი), ი. ტოდოროვი - ვიტანოვი (46. ეროში), ზლატინსკი, ბარიენტოსი, სერჟინიო (46. დოიკიჩი) - ლაზაროვი, ოგუნსოტო (46. რაიმონდი).

გოლები: 1:0 წინამძღვრიშვილი (12), 2:0 ი. ტოდოროვი (80. საკ. კარში), 3:0 გრიგალაშვილი (82. პენ.)

არბიტრი: ფ. კარავაკა (ესპანეთი)

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს