შარმ ალ შეიხის ქალთა ტურნირში წარმატებით თამაშობს მე-4 ნომრად განთესილი მარიამ ბოლქვაძე
უზბეკურ კარშიში გრძელდება ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირები, რომლებშიც ქართველები - სოფიო შაფათავა და ალექსანდრე მეტრეველიც მონაწილეობენ.

ქალების ერთეულთა ტურნირში წარმატებული სტარტის შემდეგ, 6 აპრილს, შაფათავა რებეკა სრამკოვასთან (სლოვაკეთი) ორ სეტში დამარცხდა - 3:6, 0:6.

წყვილებში რუს ოლგა დოროშინასთან შეამხანაგებულმა ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში მასპინძლებს - სახონოზა ხატამოვას და გიუსელ იუსუპოვას აჯობა - 6:1, 6:0. ნახევარფინალში ქართულ-რუსული დუეტი ჩრდილოელ მეზობლებს, ასპარეზობის რეიტინგფავორიტებს - ქსენია ლუკინასა და პოლინა მონოვას შეუტევს. რუსებმა გუშინ თანამემამულეები - ანასტასია კომაროვა და იანა სიზიკოვა ჩამოიშორეს გზიდან - 6:2, 5:7, 10:7.

მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ: მიხაელა ჰონკოვა (სლოვაკეთი), ვერონიკა კაპშაი (უკრაინა)-ნათელა ძალამიძე, ვერონიკა კუდერმეტიევა (ორივე - რუსეთი).

ვაჟთა ტურნირში ზედიზედ ორი გამარჯვება იზეიმა ალექსანდრე მეტრეველმა: სტარტზე მასპინძელი შონიქმატჯონ შოფაიზიევი დაჯაბნა - 7:6, 6:3, მეორე წრეში კი ვიტალი კოზიუკოვს (რუსეთი) მოუგო - 6:3, 6:4.

ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში ბელორუს ილია ივაშკასთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა მიხაილ ლედოვსკიხი გაისტუმრა მაყურებლებში - 3:6, 6:0, 6:4.

საგულისხმოა, რომ ივაშკა და მეტრეველი წყვილებში ერთად ასპარეზობდნენ. სტარტზე მათ ფიოდორ ჩერვიაკოვსა (რუსეთი) და დენის ევსეევს (ყაზახეთი) მოუგეს - 4:6, 6:1, 10:5, მაგრამ გუშინ ბელგიური ბარიერი ვერ გადალახეს - მეორე ნომრად განთესილ სანდერ ჟილესა და იორან ვლიეგენთან დათმეს პაექრობა - 2:6, 1:6.

ეგვიპტური შარმ ალ შეიხის ქალთა ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) თამაშობს მე-4 ნომრად განთესილი მარიამ ბოლქვაძე.

გუშინ მან იტალიელ კლაუდია ფრანცეს აჯობა - 6:2, 6:4. მერვედფინალშიც მეტოქედ იტალიელი ეყოლება, ისიც კლაუდია, ოღონდ გვარად კრეშენცი, რომელმაც რუს სოფია გოლუბოვსკაიას გადაუღობა გზა 3:6, 6:0, 6:4.

მარიამს გუშინ წყვილებში არ უთამაშია. პირველ წრეში ვიქტორია მუნტეანთან (საფრანგეთი) მიღწეული წარმატების შემდეგ იგი მეოთხედფინალში მეორე ნომრად განთესილ ნასტია კოლარისა (სლოვენია) და კრისტინა შაკოვეცის (გერმანია) ტანდემს გაუწევს მეტოქეობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ATP CUP: ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება ერთეულებში! [VIDEO]
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
სიკვდილის ჯგუფში - ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
"ეს პოლიტიკაა და არა სპორტი" - ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების შესაძლო მოკვეთაზე
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით
ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
ბოლქვაძე ყაზახური ტურნირის ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს
ალექსანდრე მეტრეველი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა