კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ქართველ სპეციალისტთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა
ყაზახურმა საფეხბურთო კლუბმა ალმათის "ქაირათმა" საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან კონტრაქტი გააფორმა და ოფიციალურად წარადგინა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ქართველ სპეციალისტთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

ყაზახეთის ჩემპიონატში, რომელიც გაზაფხული-შემოდგომის სისტემით იმართება, ჯერ მხოლოდ 3 ტურია გასული. "ქაირათმა", რომელსაც ცხადაძემდე რუსი სპეციალისტი ალექსანდრ ბოროდიუკი წვრთნიდა, ჩემპიონატის სასტარტო სამი შეხვედრიდან 2 დათმო, ერთი კი ფრედ დაასრულა. ცუდი სტარტის გამო ბოროდიუკმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

ცხადაძე "ქაირათის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სადებიუტო მატჩს 9 აპრილს, სტუმრად "ატირაუსთან" ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე სფფ-ის ხელმძღვანელობამ საქართველოს ეროვნულ გუნდს ხელფასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობის გამო ჩამოაშორა. საქართველოს ნაკრებში ცხადაძის მემკვიდრე ვლადიმირ ვაისი კი უწინ სწორედ "ქაირათში" მუშაობდა.

47 წლის ცხადაძეს, როგორც ფეხბურთელს, თბილისის "დინამოში", გერმანულ "აინტრახტში", ინგლისურ "მანჩესტერ სიტიში", მოსკოვურ გუნდებში: "დინამოსა" და "სპარტაკში" უთამაშია. ის გამოდიოდა საქართველოს ეროვნულ და დსთ-ის ნაკრებებში.

სამწვრთნელო კარიერა ცხადაძემ 2001 წლიდან, თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო. სხვადასხვა დროს ის წვრთნიდა ბოლნისის "სიონს", ბაქოს "სტანდარტსა" და "ინტერს". ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში.

Gocha Juve
კომენტარები (13) 14:11 | 08.04.2016 Gocha Juve (37) პასუხი კახა არ უნდა გაეშვათ ნაკრებიდან! ეს ნაბიჯი ფედერაციის შეცდომა იყო! კობიაშვილის პატივისცემის მიუხედავად მაინც კახა უნდა დაეტოვებინა, რაღაც უაზრო თანხის გამო ნაკრები არ უნდა გაეწირა ფეხბურთელებმა ძლივას კომფორტულად იგრძნეს თავი ამათ კი ისევ უკან დააბრუნეს. ვაისი სანამ გუნდს და ქართულ მენტალიტეტს შეეგუება მანამ არაფერი გეტკინოთ. კახა ვაისის ყოფილ გუნდში წავიდა და ნახავთ რომ ბევრად კარგ გუნდს დააყენებს ვიდრე ვაისს ყავდა. კახას ხედვა და ინტელექტი ბევრად დააკლდება ჩვენს ნაკრებს! კახა ცხადაძეს სულით და გულით წარმატებებს ვუსურვებ!!! 00:49 | 08.04.2016 ogafa (2814) წარმატებები
kote
კახა დარწმუნებული ვარ წარმატებას მიაღწევს, ჩვენ რა გვეშველება ?
bejo
წარმატებებს უსურვებ კარგი ადამიანი და მწვრთნელი გაუშვეს ...
123
ოოო, ბაჩანასაც ახალი კლუბი უშოვია )))
geo
წარმატებები კახა.
jondoie
მგონია,მთლად კაცურად არ მოიქცა ფედერაცია. სულ გამარჯვებით გევლოს, კახა!
aliko
ღმერთმა ქნას და კახამ წარმატებებს მიაღწია ალმა-ათაში და ასევე ღმერთმა ნუ ქნას და ნაკრებმა წარმატებას ვერ მიაღწია შესარჩევში, ...
giorgi
რა მწრთვნელი გაუსშვა კობიაშვილმა
ქუთაისელი
წარმატებები! მაგრად, ძალიან მაგრად დაერხათ ყაზახ მსაჯებს! :დ
kaxa
წარმატებები კახას.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კახა ცხადაძე: საბოლოო ჯამში, გამოცდილება არ გვეყო
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ვლადიმირ ვაისი სამუშაოდ ყაზახეთში ბრუნდება?
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
კახა ცხადაძე: არის ერთი დიდი პრობლემა - საბჭოთა მენტალიტეტი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალმათის "ქაირათი": ჩვენ ვლადიმირ ვაისს არც განვიხილავთ და არც ველაპარაკებით
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ... - ცხადაძის კომენტარი "შკენდერბეუსთან" მატჩის შემდეგ