ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 8 მაისს კახეთში უკვე მესამედ გაიმართება
მსოფლიო რბენა - ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 8 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მესამედ გაიმართება.

2015 წელს მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან 5000 ადამიანი დარეგისტრირდა.

6 კონტინენტი, 33 ქვეყანა და ასი ათასზე მეტი მორბენალი. ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები. მთავარია, მსურველი 18 წლის იყოს. მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს. 2015 წელს, ყველაზე ასაკოვანი მორბენალი 92 წლის შოთა სამუშია იყო, რომელმაც 3.61 კმ ირბინა.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ "ფინიშ მანქანა", რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიძვრება და 15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს) სიჩქარით იმოძრავებს. თუკი "ფინიშ მანქანა" მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრებას გამოეთიშება.

დარეგისტრირებული მონაწილეები ინდივიდუალურ სანომრე ნიშნებს მაისურებზე დაიმაგრებენ. რბენის შედეგების კონტროლი ავსტრიის ქალაქ სპილბერგიდან ხორციელდება. ყოველ მეხუთე კილომეტრზე მორბენლებს გამაგრილებელი პუნქტები დახვდებათ - წყლით და ხილით. შეჯიბრებას გამოთიშული მორბენლები უკან, სტარტზე, სპეციალური ავტობუსებით დაბრუნდებიან.

მსოფლიო რბენის 2 გამარჯვებული - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2017 წელს თავად აირჩევს, მსოფლიოს რომელ წერტილში მიიღებს რბენაში მონაწილეობას. გლობალური ჩემპიონები კი საჩუქრად ექსკლუზიურ ტურს მიიღებენ მსოფლიოს გარშემო.

მონაწილეების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2016 წლის 4 მაისამდე ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com. საქართველოში მონაწილეობის ღირებულებაა 30 ლარი.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აფინანსებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს შეგროვებული თანხის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით.

მსოფლიო რბენაში მონაწილეების აქტიური ჩართულობა და ყოველ წელს ღონისძიების პოპულარობის გაზრდა, სხვა გარემოებებთან ერთად, მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩების დამსახურებაც არის. ისინი მსოფლიო რბენის პროექტს ხალხის ყურადღების მიპყრობაში ეხმარებიან.

საქართველოში კეთილი ნების ელჩები არიან ცნობილი სპრტსმენები: სეულის ოლიმპიადის პრიზიორი სირბილში მაია აზარაშვილი (ამავდროულად, ღონისძიების სპორტული დირექტორი), კალათბურთელები კოტე ტუღუში და რეზი როგავა, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი - მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მრბოლელი მევლუდ მელაძე, მოთხილამურე ივა წიკლაური, მორაგბეები ვასილ ლობჟანიძე და ბაჩო კოლელიშვილი, პარაოლიმპიელი ირმა ხეცურიანი, წყალბურთელი ზუკა რურუა, მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი, მოყვარული მორბენლები თამარ გელაშვილი და გიგა ძულიაშვილი.

პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი არამარტო სპორტსმენები. კეთილი ნების ელჩები არიან: ინტელექტუალი გიორგი ბაქრაძე, მუსიკოსები - აჩიკო გულედანი, ნიკა კოჩაროვი და ელენე კალანდაძე, ქირურგი და გადაცემა "ექიმების" ის წამყვანი ლევან ხარაშვილი, ნეოროქირურგი ბუბა შალამბერიძე; ცნობილი სახეები - ნიკა გრიგოლია, ქეთი ხატიაშვილი, დავით ქაცარავა, ირაკლი კაკაბაძე, ნინუცა მაყაშვილი, მანიკა ასათიანი, მარიამ სანოგო, მირიან ჯეჯელავა, მერაბ დუკაშვილი, ეკა ამირეჯიბი.

8 მაისი, 15:00 - საქართველო, კახეთი, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ "ფინიშ მანქანის" დაწევამდე.

რამდენიმე ფაქტი 2016 წლის მსოფლიო რბენის შესახებ საქართველოში:

▶ ფინიშის მანქანის მძღოლია ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე - საქართველოში ყველაზე სწრაფი ადამიანი ყველაზე ნელი მანქანის საჭესთან.

▶ 29 მარტისთვის დარეგისტრირებულია 1700 მონაწილე, 40 კომპანია.

▶ საქართველოში სარბენად ჩამოდის ბრაზილიის გამარჯვებული მამაკაცი ხუან პაბლო დე ლიმა კოსტა სალაზარი. მან ბრაზილიაში 52 კილომეტრი გაირბინა.

▶ მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მონაწილე საქართველოში დარბის - 93 წლის შოთა სამუშია.

▶ რბენის დასრულების შემდეგ გაიმართება კონცერტი ქართული მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით.

▶ ლოკაციაზე ორგანიზებული იქნება საბავშვო ზონა. სანამ მშობლები ირბენენ, ბავშვების გართობაზე და გახარებაზე "თამაშობანა ზეიმი" იზრუნებს.

პროექტი ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორები არიან: წყალი "ბაკურიანი"და East Point - შოპინგის, გართობისა და დასვენების ქალაქი.

ღონისძიების სამედიცინო პარტნიორია "სამედიცინო კორპორაცია ევექსი".

ღონისძიების მასპინძელია რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია კახეთის მხარეში.

პარტნიორები: ქალაქ თბილისის მერია, ფედერაცია "სპორტი ყველასათვის", Outdoor.ge, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი, ჯეპრა, Aspria Fitness.

მსოფლიო Live-ტრანსლაციის პარტნიორია "პირველი არხი".

მედიაპარტნიორები: Palitra News, myvideo.ge, რადიო "ჯაკო".

რატომ არ შედგა "ბაიერნში" ოსიმენის ტრანსფერი?
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა