მილდრონატის მიღებაში მხილებულ რუს ძიუდოისტებს, დიდი ალბათობით, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის გამოტოვება მოუწევთ
დოპინგსკანდალი არა და არ ეშვება რუსულ სპორტს. უფრო სწორად, თავად რუსები არ ეშვებიან დოპინგს, რაც მათ ოლიმპიურ პერსპექტივას კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქადის. ბოლო დღეებში ისევ გავრცელდა ცნობა რუს სპორტსმენთა მორიგი ჯგუფის დოპინგზე ჩავარდნის შესახებ, ოღონდ ითქვა მხოლოდ რაოდენობა - რვა კაცი და არა კონკრეტული გვარ-სახელები, თუმცა უკვე ოთხი მათგანის ვინაობა გაცხადდა.

ოთხივე ძიუდოისტია, რომელთაგანაც ორი ქალია - ნატალია კონდრატიევა (48) და ეკატერინა ვალკოვა (63), თუმცა ქალთა ძიუდო ჯერ ნაკლებად გვაინტერესებს, აი, ვაჟებიდან კი ორივე ჩვენთვის მეტად საყურადღებო კონკურენტია - მსოფლიოს ბოლო ორი პირველობის ფინალისტი და ევროპის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი, 28 წლის მიხაილ პულიაევი (66) და შარშანდელი მასტერსის ტურნირის გამარჯვებული, 25 წლის დენის იარცევი (73).

ორივე, როგორც ქალებში ვალკოვა, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამგზავრების კანდიდატია. თანაც, რუსთა ნაკრებში საუკეთესო რეიტინგი აქვთ (ასეთივე ვითარებაშია კონდრატიევაც) - პულიაევი მეოთხეა, იარცევი - მეექვსე, ანუ, ფაქტობრივად, განაღდებული ჰქონდათ საგზურები და განთესილთა შორისაც შედიოდნენ.

ოთხივე მათგანის დისკვალიფიკაციის მიზეზი პროზაულად ქცეული მილდრონატი გახდა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან შეიტანეს აკრძალულთა სიაში.

ბოლო წლებში პულიაევის ქართველებთან პაექრობას დიდი ისტორია არ აქვს, უფრო ადრე ხვდებოდა ჩვენებს; იარცევი კი საშიში კონკურენტია ნუგზარ ტატალაშვილისთვის: მათ შორის ურთიერთშეხვედრებში ანგარიშია 2:2, თუმცა რუსმა მოიგო ბოლო ორი დაპირისპირება, შარშან მასტერსზე და წლეულს - პარიზის "დიდ მუზარადზე". ოღონდ პარიზულ პაექრობაში მსაჯის ფაქტორმა იმთავითვე დიდი ეჭვები გააჩინა, მის მიერ ჩვენებურისთვის მიცემული გაფრთხილებები მართლაც ძალზე საეჭვო იყო.

იარცევს ჩვენს სხვა ფალავნებთან არ უჭიდავია, მათ შორის - არც ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილთან, რომელიც შედარებით ახალი გადასულია ამ წონაში.

არც ერთი მათგანი არ აღიარებს მილდრონატის მიღებას და განმეორებით სინჯს ითხოვს, თუმცა რუსულ სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს პულიაევი გამოტყდა ამ წამლის მოხმარებაში, ოღონდ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საჭიროებით ახსნაო. ეს თავის დაძვრენის ერთგვარი მეთოდია, როგორც აღიარება და საერთაშორისო ანტიდოპინგურ კომისიასთან თანამშრომლობა, თუმცა ამით სასჯელს მხოლოდ შეამცირებენ, თორემ სრულად თავიდან ვერ აიცილებენ.

ისიც ლამის გამორიცხულია, 6-თვიანზე ნაკლები სასჯელი აკმარონ (ჯერ 6 თვემდე შემცირებაც ძალზე ძნელია) ანუ დიდი ალბათობით, მათ ოლიმპიადის გამოტოვება მოუწევთ. ცხადია, ასეთ ფალავანთა გამოკლება ზრდის ჩვენს შანსებს ბრაზილიაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tamazi
zaza, კარგი რა თუ ძმა ხარ. რა აზროვნებაა, გასაკვირია პირდაპირ. როცა მეტოქე დაძლიერებულია დოპუნგით, რომელიც ისედაც ძლიერია, მასთან შანსები რომ შემცირებული გაქვს, ახლა გაიგე. ხალხნო, რა გემართებათ. სულ დაკარგეთ აზროვნების უნარი?
Teimuraz
დოპინგით თუ იჭიდავებ, ძლიერი იქნები, აბა რა. აღდგენა რომ არ გაგიჭირდება.
Vakhtangi
ჩემპონობას ფასი მაშინ აქვს დზლიერებს რომ მოუგებ
Vakhtangi
პულიაევი სერიზული დანაკლისია ოლიმპიადისთვის
fraternity
უკანა ნაწილში არავის გაერჭოს იარცევი. ამ წონაში შოჰეი და ონო და ჩანგრიმ ანი იქნებიან ოლიმპიადაზე. იარცევი გინდა ყოფილა გინდა არა, დიდად არ ცვლის არაფერს
ჯემალი
ძლიერი კონკურენტი თუ ჩამოგშორდა შანსები არ იზრდება?
zaza
.. მეორეც რა შანსებზე ლაპარაკობს ავტორი ოლიმპიადის ოქრო თუ გინდა და გეკუთვნის ყველას უნდა ჯობდე და არა "აუ ის დოპინგზე ჩავარდა ჩვენი შანსები გაიზარდა".......
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ჯაფარიძის განცხადებით გაოგნებულები ვართ" - გერმანიის ძიუდოს ფედერაცია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
[VIDEOS] ორი ოქროს შანსი - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ!
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEOS] არიის! - ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
ლაშა შავდათუაშვილი: უფლება არ მქონდა, 8 აგვისტოს რუსთან წამეგო
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს