10 და 11 აპრილს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს
10 და 11 აპრილს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს.

ამ დღეს უნდა გაირკვეს სუპერლიგის და კორპორატიული ლიგის თასის გათამაშების ნახევარფინალისტები. ბრინჯაოს ლიგის და სუპერლიგა C-ს გუნდები კი კალენდარული ტურის შეხვედრებს გამართავენ.

სუპერლიგის თასის 1/4-ფინალური შეხვედრებიდან განსაკუთრებულ ინტერესს შსს-სა და მფკ "ნატახტარის" დაპირისპირება იწვევს, რომელიც კვირას 16:00 სთ-ზე დაიწყება.

სუპერლიგა A-ს გუნდებით კიდევ ერთი სათასო წყვილი დაკომპლექტდა - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდი პსპ-ს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება კიდევ ორ 1/4-ფინალს, აქ A და B გუნდები ითამაშებენ ერთმანეთთან - "ვეტერანები" "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას" დაუპირისპირდებიან, ხოლო "ვივუსი" გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტთან, მფკ "ტატიშვილთან" მოსინჯავს ძალებს.

10.04.2016. სუპერლიგის თასი. 1/4-ფინალი

14:00 ვეტერანები - GM-ჭიათურა

16:00 შსს - მფკ ნატახტარი

19:00 Vivus.ge - მფკ ტატიშვილი

21:00 FC TTC - FC PSP

საინტერესო შეხვედრებია მოსალოდნელი კორპორატიული ლიგის თასის 1/4-ფინალში, სადაც 8 გუნდიდან ორი ვერცხლის ლიგას წარმოადგენს.

10 აპრილს "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი" "საქართველოს ფოსტას" დაუპირისპირდება, ხოლო "ვესტ ინვესტი" "პატრულთან" გაარკვევს ურთიერთობას.

11 აპრილს კიდევ ორი მატჩი გაიმართება. "ალიანს საქართველო" გათამაშების უმთავრეს ფავორიტს, "ნატახტარს" დაუპირისპირდება, ხოლო კიდევ ერთი საგზურისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და "ვითიბი ბანკის" გუნდები იბრძოლებენ.

10.04.2016. კორპორატიული ლიგის თასი. 1/4-ფინალი

18:00 GWP - საქართველოს ფოსტა

20:00 ვესტ ინვესტი - პატრული

11.04.2016. კორპორატიული ლიგის თასი. 1/4-ფინალი

21:00 ალიანს საქართველო - ნატახტარი

22:00 TTC - ვითიბი ბანკი

კვირას გაიმართება ბრინჯაოს ლიგის მეორე ტურის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს "აჭარა ჯგუფისა" და ეროვნული ბანკის გუნდები დაუპირისპირდებიან.

10.04.2016. ბრინჯაოს ლიგა. II ტური

12:00 აჭარა ჯგუფი - ეროვნული ბანკი

სუპერლიგა C-ს გათამაშებაში კი მეოთხე ტურის სამი შეხვედრა გაიმართება.

უკვე ფავორიტად ქცეული "სისი ლოუნი" ასევე ლიდერს, "ჯვაროსნებს" ეთამაშება, "მცხეთის გრანდ გრუპი" "სამტრედიასთან" შეეცდება წარმატების მოპოვებას, ხოლო სატურნირო ცხრილის ლიდერი, ტელეკომპანია "იმედის" გუნდი აჭარის სომეხთა კავშირის გუნდ "ახპიურს" დაუპირისპირდება.

10.04.2016. სუპერლიგა C. IV ტური

13:00 CC Loan - სკ ჯვაროსნები

15:00 გრანდ გრუპი - სამტრედია

17:00 ტვ იმედი - ახპიური

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", ვებპორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
SBM LEAGUE 2015/16: ჩემპიონები და სეზონის ტრიუმფატორი ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგის თასს ახალი მფლობელი ეყოლება
SBM LEAGUE 2015/16: ოქროს ლიგის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სეზონის დასასრული ოთხი ფინალით!
SBM LEAGUE 2015/16: მფკ "ტატიშვილი" სუპერლიგის თასის მფლობელია!
SBM LEAGUE 2015/16: 1/2-ფინალების დაძაბული სტარტი