მოსკოვის სასტუმრო "გამა-დელტაში" "აეროფლოტის" მეათე ღია პირველობა დაიწყო, რომლის საერთო საპრიზო ფონდი 160 ათასი ევროა

მოსკოვის სასტუმრო "გამა-დელტაში" დაიწყო მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი - "აეროფლოტის" მეათე ღია პირველობა, რომლის საერთო საპრიზო ფონდი 160 ათასი ევროა.

პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკე 20 ათასით, მეორე-მეხუთეადგილოსნები, შესაბამისად, 10000, 7000, 4000 და 3000 ევროთი დაჯილდოვდებიან. ფულად პრიზებს მეექვსე-ოცდამეათე ადგილებზე გასულნიც მიიღებენ, ოღონდ უფრო მცირე რაოდენობით.

A ჯგუფში პირველობისთვის შვეიცარული სისტემით 9 ტურად უმთავრესად 2500 და უფრო მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეები იბრძოლებენ, როგორებიც არიან: გატა კამსკი (აშშ, 2730), სერგეი მოვსესიანი (სომხეთი 2721), დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი, 2718), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2715), ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი, 2709) და სხვები. ორგანიზატორებმა რამდენიმე გამონაკლისი დაუშვეს და უძლიერესთა ჯგუფში თამაშის უფლება მისცეს ქალთა შორის მსოფლიოს ექსჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი, 2498), ნატალია პოგონინას (რუსეთი, 2472) და ნაზი პაიკიძეს (საქართველო, 2455). A ჯგუფში საპრიზო ადგილებისთვის კიდევ ერთი ქალბატონი იბრძოლებს - ჩინელი იუ ვენიუნი (2514).

გუშინ პირველი ტურის პარტიები გაიმართა. გაუწყებთ ზოგიერთი საინტერესო შეხვედრის შედეგს: რუსტამ კასიმჟანოვი (უზბეკეთი, 2681)-ანდრეი დევიატკინი (რუსეთი, 2573) 1:0, ედუარდო იტურისაგა (ვენესუელა, 2611)-გატა კამსკი 0:1, ტიგრან პეტროსიანი (სომხეთი, 2604)-ნიკიტა ვიტიუგოვი 1:0, სტანისლავ ნოვიგოვი (რუსეთი, 2568)-მიხეილ ქობალია (რუსეთი, 2666) 0:1.

ყაიმზე შეთანხმდნენ: სერგეი მოვსესიანი-იუ იანგვი (ჩინეთი, 2607), ევგენი რომანოვი (რუსეთი, 2606)-დმიტრი იაკოვენკო, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი-დმიტრი ბოჩაროვი (რუსეთი, 2605), ემილ სუტოვსკი-ვასილიოს კოტრონიასი (საბერძნეთი, 2599), ძუნ ჟაო (ჩინეთი, 2599)-ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი, 2695), ჩანდა სანდიპანი (ინდოეთი, 2641)-ალექსანდრ დანინი (რუსეთი, 2538), იგორ ლისიი (რუსეთი, 2635)-იუ ვენიუნი, ალექსანდრა კოსტენიუკი-ივან სალგადო ლოპესი (ესპანეთი, 2626), სანან სიუგიროვი (რუსეთი, 2626)-ნატალია პოგონინა, ნაზი პაიკიძე-პაველ მალეტინი (რუსეთი, 2621).

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა