<p>თვრამეტი წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობაზე გუშინ მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა <br> თვრამეტი წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობაზე გუშინ მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა. კვლავ წარმატებით ითამაშა მერი არაბიძემ, რომელმაც შავი ფიგურებით ნატო იმნაძეს მოუგო და 6,5 ქულით, ფაქტობრივად, პირველობა გაინაღდა, რადგან შეჯიბრების დამთავრებამდე ორი ტურით ადრე იგი უახლოეს მდევრებს - ლიკა კობეშავიძეს და გუშინ მის მძლეველ ნანი უნაფქოშვილს 1,5-1,5 ქულით უსწრებს. 4,5-4,5 ქულა მოაგროვეს ნათია ჯალაბაძემ, ანა კუჭავამ და ანა შამათავამ, რომლებმაც გუშინ ლიზი ტრაპაიძე, თეკლა მაჭარაშვილი და მარიამ ჭოლაძე დაამარცხეს.</p><p>ვაჟების გათამაშების ცხრილის სათავეში 5,5-5,5 ქულით ერთბაშად სამი მოჭადრაკე მოექცა: ზურაბ ჯავახაძე, ნოდარ ლორთქიფანიძე და ირაკლი ბერაძე. მეწინავეებს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან გიორგი ნიკოლაშვილი და გიორგი სიბაშვილი, ხოლო გიგლა ბენიძეს, შალვა ნადირაშვილსა და კახაბერ წერეთელს 4,5-4,5 ქულა აქვთ.</p><p>დღეს მე-8 ტურში სწორედ მეწინავეთა პაექრობები იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს: გოგონები: ჯალაბაძე-არაბიძე, უნაფქოშვილი-კუჭავა, ჭოლაძე-კობეშავიძე, შამათავა-იმნაძე. ვაჟები: ნიკოლაშვილი-ჯავახაძე, ლორთქიფანიძე-ბენიძე, ბერაძე-ნადირაშვილი, წერეთელი-სიბაშვილი.</p>
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა