"თუ ევროთასების საგზურს მოვიპოვებთ, უეფადან შემოსული თანხებით უმტკივნეულოდ გავისტუმრებთ მოთამაშეთა სახელფასო დავალიანებას"
ეროვნული ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში გორის "დილამ" საშინაო ასპარეზზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუგო ბოლნისის "სიონს". უჩა სოსიაშვილის გუნდს ეს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა.

დილა-სიონი 2:1 - შინ მოგების გემო [VIDEO]

მართალია, გორელთა საჩემპიონო შანსები ზღაპარს ჰგავს და უდიდესი ალბათობით ტიტულის დათმობა მოუწევთ, მაგრამ არის სხვა მიზანიც - ევროპალიგაზე გასვლა.

"ლელო" სოსიაშვილს დაუკავშირდა და აქტუალურ თემებზე ესაუბრა...

- თავდაპირველად, "სიონთან" მატჩის შეფასება უნდა გთხოვოთ...

- ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჯერ ერთი, უშუალო კონკურენტს ვეთამაშებოდით, და მეორეც - მეორე წრეში შინ თამაში არ გვქონდა მოგებული და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით გულშემატკივრების წინაშე. ჩვენ ხომ მხოლოდ ჩვენთვის არ გვინდა ფეხბურთი, უპირველეს ყოვლისა, ქომაგებისთვის ვთამაშობთ... ამიტომ, ფეხბურთელებს ძალიან დიდი მოტივაცია ჰქონდათ.

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპალიგის საგზურის მოპოვება. თუ ამას შევძლებთ, უეფადან შემოსული თანხებით უმტკივნეულოდ გავისტუმრებთ მოთამაშეთა სახელფასო დავალიანებას. თუ არა და... ბევრი პრობლემა გვექნება.

- საინტერესოა, სეზონის დასრულების შემდეგ თუ აპირებთ "დილაში" დარჩენას?

- სიმართლე გითხრათ, ახლა ამ საკითხზე საერთოდ არ ვფიქრობ. ჯერ საქმეა ბოლომდე მისაყვანი - "დილამ" წარმატებით უნდა დაასრულოს სეზონი. წარმატებაში ვგულისხმობ ევროპალიგის საგზურის მოპოვებას.

კლუბთან კონტრაქტი მაისის ბოლომდე მაკავშირებს. მერე ვნახავთ, რა და როგორ იქნება - რა ამბიციები ექნება გუნდს, რამდენად მოხერხდება შემადგენლობის შენარჩუნება... ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია...

ისე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დავრჩე "დილაში"... მაგრამ, მოდით, ამ საკითხზე სეზონის დასრულების შემდეგ ვისაუბროთ. ახლა ჩემ წინაშე კონკრეტული ამოცანა დგას და მის გადაჭრაზე ვარ კონცენტრირებული.

- თუ "დილამ" ევროპალიგის საგზური მოიპოვა, შეძლებთ ლიდერების შენარჩუნებას? დამეთანხმებით, ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის...

- პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ არსებული მოცემულობით ეს გაჭირდება. ჩვენ შეგვიძლია, ფეხბურთელები ვათამაშოთ ევროთასებზე და მერე კლუბთან ერთად მათ გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი.

- რა ხდება კლუბში ფინანსური კუთხით? დიდია ფეხბურთელების მიმართ დავალიანება?

- წინა თვეში 20 დღის დავალიანება გასწორდა. ახლა, როგორც მითხრეს, კიდევ ირიცხება ერთი თვის ფული და თუ ასეა, დარჩება ორი თვის დავალიანება.

რაც შეეხება პრემიალურ თანხას, ჩემი ინფორმაციით, ჩვენ ვერ ავიღებთ პრემიებს პირველ წრეში მოგებული თამაშებისთვის. მეორე წრეშიც პრემიების გარეშე ვთამაშობთ.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ უზბეკი მეკარის, ალიშერ აჰმედოვის შესახებ. რა მოხდა მასთან დაკავშირებით? აჰმედოვმა თქვა, რომ მას არც კი გაესაუბრეთ, ისე გაფრინდა სამშობლოში. თურმე, არც არავინ გააცილა...

- ჩვენ დავუკავშირდით მას და ჩამოვიყვანეთ. მგზავრობის ხარჯები აანაზღაურა კლუბმა. რაც შეეხება წასვლას, ჩვენ იმ დღეს ვთამაშობდით ბათუმში და ვერ გაჰყვებოდა მას ჩვენი წარმომადგენელი. აჰმედოვს ჰქონდა ტაქსის ფული, მობილურის ნომერი, რომელიც მას ჩვენ ავუღეთ...

რაც შეეხება იმას, რომ მას არ დაელაპარაკა "დილას" მთავარი მწვრთნელი, ეს არ არის სიმართლე. როცა ის გუნდში მოვიდა, გავიცანი, მოვისმინე მისი ისტორია...

ყოველდღე რატომ უნდა გვქონოდა კომუნიკაცია? ვარჯიშობდა, დაკვირვებას ვაწარმოებდით, ცდილობდა გუნდში დამკვიდრებას... ჩვენ ის გვინდოდა პირველ მეკარედ, თუმცა მან ვერ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები. სიმართლე ესაა - მას უნდოდა "დილაში" დარჩენა, ამბობდა, იმ ხელფასის ნახევარზეც თანახმა ვარ, რაც თავიდან შემომთავაზეთო, მაგრამ ჩვენ მასთან განშორება გადავწყვიტეთ.

- დაბოლოს, უნდა გთხოვოთ საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის შეფასება. რა შეგიძლიათ თქვათ განვლილ ეტაპზე?

- ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ზოგადი შეფასების გაკეთება უკვე შესაძლებელია. ფაქტია, დაძაბულობამ იმატა. ეს განპირობებულია ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებით. ყველა გუნდს გაუჩნდა ამბიცია. ზოგს უმაღლეს ლიგაში სურს ადგილის შენარჩუნება, ზოგს ევროთასებზე გასვლა უნდა...

დაძაბულობამ კი იმატა, მაგრამ სათამაშო დონეც რომ ამაღლდეს, ეს ერთ და ორ თვეში ვერ მოხდება - ხანგრძლივი პროცესია. ერთ სისტემაში უნდა მოექცეს ყველაფერი. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას, მწვრთნელების განათლებას. მოკლედ ესაა, რის თქმაც შემიძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დიმა
ეს ტიპი სულ წუწუნობს?
furnier
იმედია გამოსწორდება ფინანსური პრობლემები. წარმატებები!
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
გორის "დილას" კარს უზბეკეთში ცნობილი მეკარე დაიცავს
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა