სიფიო შაფათავა და ალექსანდრე მეტრეველი ერთეულებს ჩამოშორდნენ
ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) კვლავ წარმატებით ითამაშა 14 წლის ანა შანიძემ.

გუშინ ერთეულთა ძირითად ბადეში პირველი გამარჯვება იზეიმა - სამ სეტში აჯობა ლიზა-მარი მაეჩკეს (გერმანია) - 6:4, 2:6, 6:4 და მერვედფინალში გავიდა, სადაც დანიელა ვუკოვიჩს გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა გზიდან მე-3 ნომრად განთესილი სილვია ჟირიჩი (ხორვატია) ჩამოიშორა - 6:0, 6:3.

წყვილებში შანიძე ანასტასია გასანოვასთან (რუსეთი) ერთად ნახევარფინალშია. ქართულ-რუსული დუეტის მეტოქე დღეს გამოვლინდება.

გუშინ ასპარეზობის რეიტინგფავორიტებმა - ფატმა ალ ნაბჰანიმ (ომანი) და ები მიიერსმა (ავსტრალია) მელის ბაირახტაროღლუ (თურქეთი) და ტინა ტეჰრანი (აშშ) დაამარცხეს - 6:1, 6:1. მეოთხედფინალში ისინი სილვია ჟირიჩსა (ხორვატია) და ნატალია ვაიდოვას (სლოვაკეთი) შეხვდებიან. ამ ორ წყვილს შორის გამარჯვებული ნახევარფინალში სწორედ შანიძესა და გასანოვას ტანდემთან გაარკვევს ურთიერთობას.

სტამბოლის 50.000-იანი ტურნირის მეორე წრეში სოფიო შაფათავა ასპარეზობის რეიტინგფავორიტ სუ-ვეი შიენის (ტაივანი) მძლეველ იზაბელა შინიკოვას (ბულგარეთი) დაუპირისპირდა. პირველი ხელი ჩვენებურმა იოლად მოიგო - 6:2, მეორე და მესამე სეტებში უპირატესობა მეტოქეს გადააბარა და 3:6, 3:6 დამარცხდა.

წყვილებში მეორე ნომრად განთესილ შაფათავას და ანასტასია ვასილიევას (უკრაინა) მეოთხედფინალში ნიგინა აბდურაიმოვა (უზბეკეთი) და ბარბორა სტეფკოვა (ჩეხეთი) გაუწევენ მეტოქეობას.

პირველ წრეში ამ დუეტმა მარტინა კარეგაროს (იტალია) და რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი) დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:3, 6:4.

ბუხარაში გრძელდება ჩოგბურთელ ვაჟთა 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც გუშინ თბილისელი ალექსანდრე მეტრეველი ჩამოშორდა - მეორე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა მასპინძელ ხუმოიუნ სულტონოვთან დათმო პაექრობა 6:3, 1:6, 4:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ATP CUP: ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება ერთეულებში! [VIDEO]
ანტალიის ტურნირში ქართველი ჩოგბურთელები მხოლოდ წყვილებს შემორჩნენ
სიკვდილის ჯგუფში - ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
"ეს პოლიტიკაა და არა სპორტი" - ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების შესაძლო მოკვეთაზე
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავამ ანტალიის ტურნირი წყვილებში მოიგო
ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით
დღეს მზიურის საჩოგბურთო კორტებზე "თბილისის თასის" ძირითადი ბადის შეხვედრები დაიწყება
სოფიო შაფათავა ანტალიის ტურნირის წყვილთა ნახევარფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: ეკატერინე გორგოძე იტალიური ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა
ალექსანდრე მეტრეველი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
ქართველი ჩოგბურთელები: სამაია უცხოეთის კორტებზე