"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდარულმა კალათბურთელმა კარიერა დაასრულა
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელმა კობი ბრაიანტმა NBA-ში თავისი 20-წლიანი შთამბეჭდავი კარიერის ბოლო მატჩი ჩაატარა. კალიფორნიელები რეგულარული სეზონის დასკვნით შეხვედრაში შინ "იუტა ჯაზს" დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 101:96 გაიმარჯვეს, 37 წლის ბრაიანტმა კი მოედანზე გატარებულ 42 წუთში 60 ქულა მიითვალა.

ცნობისთვის, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ვეტერანისთვის ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა 2009 წლის შემდეგ, თუმცა 60 ქულა სუპერვარსკვლავის კარიერაში მხოლოდ მეხუთე საუკეთესო შედეგია...

კობი ბრაიანტმა NBA-ს 20 სეზონის განმავლობაში ჩატარებულ 1346 მატჩში 33 643 ქულა (საშუალოდ 25 ქულა მატჩში) მიითვალა. შედეგიანობის მხრივ, ის ლიგის ისტორიაში მესამეა და მხოლოდ ქარიმ აბდულ-ჯაბარსა (38 387) და კარლ მელოუნს (36 928) ჩამორჩება.

1996 წელს ბრაიანტი გახდა ლიგის ისტორიაში პირველი მცველი, რომელიც დრაფტზე პირდაპირ სკოლის მაღალი კლასიდან აიყვანეს. "ლეიკერსში" გატარებული 20 სეზონის განმავლობაში ის NBA-ს ჩემპიონი ხუთჯერ გახდა, 18-ჯერ კი "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე იყო. აშშ-ის ნაკრებში ბრაიანტმა ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები.

"იუტასთან" თამაშის დასრულების შემდეგ მოედნის ცენტში მდგარმა კობიმ მაყურებლებს მიმართა:

"ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი კარიერა დასრულდა. "ლეიკერსის" ყველა გულშემატკივარი სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. შეუძლებელია იმ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა, რასაც თქვენ მიმართ ვგრძნობ და რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. მე თქვენ მიყვარხართ.

რა შემიძლია კიდევ ვთქვა? მამბა მიდის".

"მომეწონა ის, თუ როგორ დაგვემშვიდობა ბრაიანტი. ჩემი აზრით, ყველაფერი იდეალურად გამოვიდა", - თქვა "ლეიკერსის" მთავარმა მწვრთნელმა ბაირონ სკოტმა.

fraternity
პარკეტზე ნამდვილად გენიოსი ოღონდ პიროვნებაზე მთლად მასე პირდაპირაც ვერ იტყვი. ცნობილი ფაქტია რომ საკმაოდ რთული ხასიათი აქვს. თითო-ოროლა კალათბურთელი თუ ეგუებოდა მის ხასიათს და დედამისის ისტორიაც ცალკე თემაა
kim
შავი მარგალიტი. განუმეორებელი კალათბურთელი და უდიდესი პიროვნება.
mamuka
ყოველთვის ძალიან მწყდება გული როდესაც ფენომენები კარიერას ასრულებენ...
zurabbuta
ლეგენდად დარჩეს მეგობრებო ლეგენდად დარჩეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! მშვიდობით კობიიიიიიიიიი მაგარი კაცი ხაააარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Irakli apkhaidze
ვარსკვლავი ვარსკვლავურად წავიდა!
Qartveli
Tu gaxsovt erti tqven tviton mainc meramdened daweret am sezonshi statia rom kobim kariera daasrulao
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
NBA-ს ლეგენდა ქარიმ აბდულ-ჯაბარს გულზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
მეჯიკ ჯონსონი: ვინ დაუდგებოდა ქარიმ აბდულ-ჯაბარს, ზაზა?
ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ქარიმ აბდულ-ჯაბარი - ახალი არტურ კონან დოილი
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა