"გურიამ" და "საპოვნელამ" უმაღლეს ლიგაში მონაწილეობისთვის 50 000 ლარი გადაიხადეს
სფფ-ის განცხადებით, უმაღლესი ლიგის მომდევნო სეზონში კლუბები ლიცენზირების გარეშე ვეღარ ითამაშებენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კლუბები, რომლებიც ლიცენზირებას ვერ გაივლიან, უმაღლეს ლიგაში არ დაიშვებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა ბაქარ ჟორდანიამ განუცხადა, ადრე არსებული მიდგომა შეიცვლება და უმაღლესი ლიგის ყველა გუნდს დაევალება ლიცენზიის გავლა.

"ჩვენი მიდგომა უფრო სამართლიანი იქნება, ვიდრე მკაცრი. ხელებს ვერავის გადავუგრეხთ, რომ რამე გააკეთოს. სამართლიანობა გამოიხატება იმაში, რომ უფრო სწორი მიდგომა იქნება ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ლიცენზირების პროცესთან მიმართებაში. უფრო სწორად აღვიქვამთ ამ პროცესს და სალიცენზიო გადაწყვეტილებებიც უფრო ადეკვატურად იქნება მიღებული.

ადრე თუ იყო რაღაც დამახინჯებული ფორმები და გამონაკლისის სახით აძლევდნენ კლუბებს ლიცენზიას, ასეთი მიდგომა შეიცვლება. უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ლიცენზირებული კლუბები ითამაშებენ.

აღმასკომი უშვებდა გამონაკლისს. თუ გუნდი ჯარიმას გადაიხდიდა, ლიცენზიის გავლა აღარ იყო საჭირო და უმაღლეს ლიგაში ლიცენზიის გარეშე თამაშობდნენ. წინა სეზონში ჯარიმის ოდენობა იყო 50 000 ლარი. ორმა კლუბმა - "გურიამ" და "საპოვნელამ" 50 000 ლარი გადაიხადეს და უმაღლეს ლიგაში დაუშვეს ლიცენზიის გარეშე. ასეთ მიდგომას ჩვენ ვეწინააღმდეგებით", - განაცხადა ჟორდანიამ.

მისივე თქმით, ჯარიმა და სანქცირება ყველა დებულების თანმდევი პროცესია, მაგრამ აქ კლუბების მიდგომა იყო არასწორი.

"მაგალითად, როდესაც კლუბის ხელმძღვანელობა პირდაპირ აფიქსირებს, რომ მას არ სჭირდება ლიცენზია და, რომ პირდაპირ გადაიხდის ფულს და ითამაშებს უმაღლეს ლიგაში, არასწორ მიდგომასთან გვაქვს საქმე და თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან. მით უმეტეს, როდესაც კლუბების უმრავლესობა ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ლიცენზირება ჩემთვის და თქვენთვის კი არ კეთდება, არამედ თვითონ კლუბი რომ განვითარდეს. ზოგიერთი კლუბის დირექტორს და ხელმძღვანელობას არ ესმოდა, რა იყო ლიცენზირების არსი და ეს მენეჯმენტის პრობლემას უკავშირდება", - აღნიშნა ჟორდანიამ.

ამასთან, როგორც სფფ-ში აღნიშნავენ, აუდიტორულ მომსახურებას კლუბებს სფფ-ის მიერ დაქირავებული კომპანია სფფ-ის ხარჯებით გაუწევს.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით

vasilich
ჯარჯი21 შენ რა იყო კიდევ, ასე რამ გაგამწარა შეურაწყოფას რმ აყენებ ხალხს?
vasilich
დათო რატომ მარტო 2? ზესტაფონიც იქნება აუცილებლად! სხვებმაც გაანძრიონ და მოაწესრიგონ
gizog
ვფიქრობ ამ საქმეს ფედერაციისგან კლუბებთან ერთად ყოველდღიური მუხლჩაუხრელი ერთობლივი მუშაობა უნდა, რომ საქმემ წინ წაიწიოს და ჯარიმა და სანქციები არ უნდა გავხადოთ თვითმიზანი.
ჯარჯი21
სფფ-ს ფორმალურ პრეზიდენტს, კობიაშვილს და სფფ-ს ფაქტიურ გამგებელ-მმართველს რომან ფიფიას. შეეშვით ბატონებო მარაზმში გარდასულ სისულელეებს და საქმეს მიხედეთ. ფიფიამ დინამოს მიხედოს,კობიაშვილმა კი ან გადადგეს ან მოიხსნას ეს მარიონეტკის ფუნქცია. გამოაცხადეთ გაფრთხილება რომ უმაღლეს ლიგაში იმდენ კლუბიანი იქნება ჩემპიონატი რამდენიც გაივლის ლიცენზირებას , ჰოდა რამდენი ლიცენზირება გავლილიც გვეყოლება 15 ივლისისათვის იმდენ კლუბიანი იყოს უმაღლესი ლიგა, პირველი ლიგა კი დარჩეს 18 ან 20 გუნდიანი. იქნება 18 ლიცნეზირებული კლუბი?იყოს 18 კლუბიანი უმაღლესი ლიგა, იქნება 12 კლუბი?ამდენიანი იყო უმაღლესი. მორჩა და გათავდა წაიღეთ რა ტვინი.
xorxe
ლიცენზირება აუცილებელია!!!
დათო
2 გუნდი გვეყოლება უმაღლესში თბილისის დინამო და თბილისის დინამოს დუბლები. კობი ისევ ფეხბურთი ითამაშე და მაგ სკამიდან გადმოხტრი
casper
ss და სხვა რაში უნდა დახარჯოს კლუბმა თანხები, ჩაწყობებში?
ss
ის წერია სადმე ლიცენზირეპის პროცესი და ლიცენზიის მოპოვება რა ჯდება? ან იცით ვინმემ? თორე ზოგადად რომ ლიცენზია ყველა გუნდს უნდა ქონდეს მაგას ვეთანხმები. ძლივს რაღაც პროგრამა შემუშავდა და აფინანსებენ გუნდებს და თუ ის თანხა ისევ ლიცენზიის მოპოვებაში დაიხარჯა და რაც მისცეს გუნდს უკან წაართვეს ხედავთ ვინმე რაიმე აზრს?
nargati
დიდი პლუსი ფედერაციას ჩემგან!!!

სწორია
Gocha Juve
ძალიან კარგია ასეთი მიდგომა, თორემ პატიებ-პატიებით ფეხბურთს არაფერი ეშველება
kvaxa
ვეთანხმები. ეგრე ყოველთვის გადაიხდი ჯარიმას. ლიცენზირების მუღამია ის რომ საქმე გამოსწორდეს.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება