საქართველოს პირველმა ჩოგანმა "დოუ ქორნინგ ტენის კლასიკზე" პირველ ნომრად განთესილი ვარვარა ლეპჩენკო სამ სეტში დაამარცხა

ამერიკის მისურის შტატის ქალაქ მიდლენში მიმდინარეობს ქალ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი "დოუ ქორნინგ ტენის კლასიკი", რომლის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია. უკვე ვწერდით, რომ ჩვენ პირველ ჩოგან ანა ტატიშვილს (129) კენჭისყრაში არ გაუმართლა, როცა ტურნირის პირველი ჩოგანი ვარვარა ლეპჩენკო (75) შეხვდა.

უზბეკეთში დაბადებული ამერიკელი 24 წლისაა, ის ახლა მსოფლიოს 75-ე ჩოგანია. ქართველი აქამდე ორჯერ შეხვედრია მას, მაგრამ ორივეჯერ ლეპჩენკომ მოიგო. მაგრამ, თურმე, კენჭისყრამ ვარვარა ლეპჩენკოს არ გაუმართლა - ტურნირის პირველმა დღემ დიდი სენსაცია მოიტანა, 20 წლის ქართველმა სამ სეტში დაამარცხა ფავორიტი, რომელიც მასზე 50-ზე მეტი ადგილითაა წინ მსოფლიო კლასიფიკაციაში - 6:7 (4), 6:3, 6:4.

ახლა მიდლენდურ მერვედფინალში ტატიშვილის მეტოქე ჩეხი ლუსი ჰრადეჩკაა (106). 25 წლის ჰრადეჩკა შარშან მსოფლიოს 56-ე ჩოგნობამდე ამაღლდა. მან პირველ წრეში ტატიშვილის მეწყვილე, ამერიკელი ჯემი ჰემპტონი (133) დაამარცხა - 7:5, 6:4. შარშან აკაპულკოში ანამ უშეღავათო ბრძოლაში დათმო ჰრადეჩკასთან. დღეს ანა, ჰემპტონთან დუეტში, წყვილთა თანრიგში თამაშობს კანადელების, მარი-ივ პელეტიესა (537) და რებეკა მარინოს (84) წინააღმდეგ.

18 წლის გიორგი ცივაძე ლამის ერთადერთია, რომელიც წლეულს ქართველ ვაჟთა შორის აქტიურობს და ტურნირებზე გამოდის. გიორგიმ თურქეთში ზედიზედ ორ შეჯიბრებაში ვერ შეძლო საკვალიფიკაციო ბადის გადალახვა, თუმცა მესამე ჯერზე ეს მოახერხა. ანთალიაში მან მიჯრით მოუგო: ავსტრალიელ ბლეიკ მოტს - 7:6 (2), 6:4; რუს დიმიტრი სიტაკს - 6:3, 6:2 და გერმანელ რიჩარდ ბეკერს - 6:2, 6:0. მაგრამ ჩვენებურმა მეტი ვეღარ შეძლო და ძირითადი ბადის პირველივე წრეში რუს ივან ნედელკოსთან (555) წააგო - 2:6, 4:6.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა