ჩოგბურთი. ტურნირების მიმოხილვა

მეორე დღის მიმოხილვა როტერდამის ტურნირით უნდა დავიწყოთ, სადაც ყველაზე ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი. თავდაპირველად გამოვყობთ მატჩს განთესვის ლიდერის მონაწილეობით. შვედი რობინ სიოდერლინგი ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს ხვდებოდა, რომელიც აქ სპეციალური მიწვევით თამაშობდა. ჰაასემ მეტოქეს მხოლოდ ეისების რაოდენობით (11 8-ის წინააღმდეგ) აჯობა. ეს იყო და ეს. მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა ჰაასეს და იოლად გაიკვლია გზა მეორე წრეში.

მთავარი სენსაცია გახდა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალისტის, ესპანელი დავიდ ფერერის მარცხი ფინელ იარკო ნიემინენთან. აღსანიშნავია, რომ ფერერმა შარშანდელი აგვისტოს შემდეგ პირველად წააგო ATP-ის ტურნირის პირველ წრეში. სკანდინავიელი უბრალოდ უკეთ თამაშობდა, თანაც ესპანელს პირველმა მოწოდებამ უღალატა.

მესამე ფავორიტ ტომაშ ბერდიხს პრობლემა არ ჰქონია ესპანელი გილერმო გარსია-ლოპესის წინააღმდეგ. 55 წუთი ისე გაილია, რომ ჩეხის მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მიუღია.

კარგად ითამაშა მოწოდებაზე ფრანგმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ. მას 11 ეისი დაუგროვდა ახალგაზრდა ბულგარელის გრიგორ დიმიტროვის წინააღმდეგ. იუნიორთა შორის უიმბლდონის ყოფილმა ჩემპიონმა ვერაფერი მოახერხა ცონგას გეიმებზე და შესაბამისად, ვერც ღირსეული ბრძოლა გაუმართა უფრო გამოცდილ მეტოქეს.

სან ხოსეს ტურნირში მოულოდნელად რამდენიმე განთესილი გამოეთიშა ბრძოლას. ახალგაზრდა ჩოგბურთელები მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩდნენ. მაგალითად, ლიტველმა რიკარდას ბერანკისმა მეექვსე ნომერი ბენჯამინ ბეკერი დაამარცხა. თანაც, ბალტიისპირელი მოულოდნელად ძლიერად გამოიყურებოდა მოწოდებისას და მეტოქეს ეისების რაოდენობითაც კი აჯობა (7:6). თუმცა რთული სათქმელია, რა შედეგით დასრულდებოდა შეხვედრა, ბეკერს შვიდი ბრეიკ-პოინტიდან ერთი მაინც რომ გამოეყენებინა.

ასევე გავიდა შემდეგ წრეში კიდევ ერთი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშე მილოშ რაონიჩი, თუმცა ამ კანადელის მიღწევები აღარავის უკვირს. რაონიჩმა 20 ეისი ჩაუწოდა ქსავიე მალისეს, რომელმაც ძალიან სუსტად ჩაატარა შეხვედრა - მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ისიც ვერ გამოიყენა.

დღის ბოლოს საყოველთაო ყურადღება იყო მიპყრობილი აშშ-ის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონის ხუან მარტინ დელ პოტროს მიმართ. არგენტინელი კვლავაც ვერ ახერხებს ტრავმის შემდეგ პროფესიულ ტურში სრულფასოვან დაბრუნებას. ამჯერად დელ პოტრომ იოლად გაიარა რუსი თეიმურაზ გაბაშვილის ბარიერი. მთელი მატჩის განმავლობაში არგენტინელი ერთხელ მოდუნდა და ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მისცა მეტოქეს, მაგრამ გაბაშვილმა ეს შანსი ვერ გამოიყენა, თავად დელ პოტრომ კი სამჯერ აიღო რუსის მოწოდება. თამაში საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.

მეორე წრეში ხუან მარტინს სლოვაკი ლუკაშ ლაჩკო ელის, რომელიც სან ხოსეში დღის მთავარი მოულოდნელობის ავტორი გახდა. მან ორ სეტში დაამარცხა მესამე ნომერი, მასპინძელი სემ კუერი. აღსანიშნავია, რომ ლაჩკომ კარიერაში პირველად მოუგო რეიტინგის საუკეთესო ოცეულის წარმამადგენელს.

ქალების მიმოხილვა პარიზის ტურნირით დავიწყოთ, სადაც დიდ ინტერესს იწვევდა ბალტიისპირული დერბი კაია კანეპისა და ანასტასია სევასტოვას შორის. ესტონელმა კანეპიმ 72 წუთში მოუგო ლატვიელ მეზობელს. არადა სევასტოვამ ამ მატჩში ცხრა ეისი ჩააწოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა უფრო გამოცდილი მეტოქის დასამარცხებლად. აღსანიშნავია, რომ ლატვიელი ცხრავე ეისი პირველ სეტში ჰქონდა.

დელ პოტროს მსგავსად დიდ ჩოგბურთში დაბრუნებას ცდილობს ავსტრალიელი ელენე დოკიჩი. მან აქ კვალიფიკაცია გაიარა და ისე მოხვდა ძირითად ბადეში, ამის შემდეგ კი დღის მთავარი მოულოდნელობა შემოგვთავაზა - ტურნირს გამოთიშა ჩეხი ლუსი საფაროვა. დოკიჩს ჯამში 19 (!) ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ სამი გამოიყენა და ამიტომაც სამივე სეტის თამაში გახდა საჭირო. ბოლოს მაინც უფრო იღბლიანი დოკიჩი აღმოჩნდა.

ATP

ABN AMRO World Tennis

როტერდამი (ჰოლ). ჰარდი. საპრიზო ფონდი: 1 150 000 ევრო

I წრე

ფილიპ კოლშრაიბერი (გერ)-იენ ჰსუნ ლუ (ტაივ) 6:4, 7:6; რობინ სიოდერლინგი (შვედ, 1)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:3, 6:2; ივან ლუბიჩიჩი (ხორ, 7)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 7:6, 6:3; ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 8)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 6:4, 6:4; იარკო ნიემინენი (ფინ)-დავიდ ფერერი (ესპ, 3) 6:3, 6:4; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 4)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ) 6:1, 6:2; ტიემო დე ბაკერი (ჰოლ)-ფილიპ პეტცშნერი (გერ) 6:4, 0:6, 6:1.

SAP Open

სან ხოსე (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 531 000 დოლარი

I წრე

კეი ნიშიკორი (იაპ, 8)-იან ჰაიეკი (ჩეხ) 6:1, 7:6(6); ბრაიან დაბული (არგ)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 6:4, 6:3; რიკარდას ბერანკისი (ლიტ)-ბენჯამინ ბეკერი (გერ, 6) 6:3, 7:6(2); მილოშ რაონიჩი (კან)-ქსავიე მალისე (ბელ, 4) 6:3, 6:4; ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ)-სემ კუერი (3) 7:6(6), 6:3; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ)-თეიმურაზ გაბაშვილი (რუს) 6:3, 6:2.

Brasil Open

კოშტა დო სოიპე (ბრაზილია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 442 500 დოლარი

I წრე

რიკარდო მელო (ბრა)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 6:4, 6:3; ხუან იგნასიო ჩელა (არგ, 5)-როჟერიო დუტრა და სილვა (ბრა) 6:7(4), 7:6(4), 6:3; კარლოს ბერლოკი (არგ)-ანდრე გემი (ბრა) 6:4, 6:3; ლუკაშ კუბოტი (პოლ)-ედუარდო შვანკი (არგ) 6:7(5), 7:5, 7:6(2); რუი მაშადო (პორ)-ფაკუნდო ბანისი (არგ) 6:4, 6:2; ლეონარდო მაიერი (არგ)-იგორ ანდრეევი (რუს) 4:6, 6:4, 7:6(2); ტომი რობრედო (ესპ, 6)-ფაბიო ფონინი (იტა) 6:3, 6:7(4), 6:3; პოტიტო სტარაჩე (იტა, 7)-პაბლო კუევასი (ურუ) 6:4, 5:7, 6:4.

WTA

Open GDF Suez

პარიზი (საფრანგეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 618 000 დოლარი

I წრე

კაია კანეპი (ესტ, 3)-ანასტასია სევასტოვა (ლატ) 7:6(5), 6:2; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-ვესნა მანასიევა (რუს) 7:5, 6:4; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 8)-ანა ვრილიჩი (ხორ) 6:0, 6:2; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 6:3, 6:3; ბეტანი მატეკი (აშშ)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ) 6:0, 6:3; ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 7:6(5), 6:3; მელანი ოუდინი (აშშ)-ვერა დუშევინა (რუს) 7:5, 5:7, 6:2; ელენა დოკიჩი (ავსტრა)-ლუსი საფაროვა (ჩეხ) 4:6, 6:3, 6:4; კრისტინა კუკოვა (სლოვაკ)-ეკატერინა მაკაროვა (რუს) 4:6, 6:3, 7:6(1).

PTT Pattaya Open

პატაია (ტაილანდი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

I წრე

ვერა ზვონარევა (რუს, 1)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია) 6:4, 6:2; ანა ივანოვიჩი (სერ, 2)-ნუდნიდა ლაუნგნანი (ტაილ) 6:0, 6:2; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 4)-კურუმი ნარა (იაპ) 6:2, 6:1; რობერტა ვინჩი (იტა, 5)-ქსენია პალკინა (ყირ) 6:1, 6:3; აკგულ ამანმურადოვა (უზბ)-ჟიე ჟენგი (ჩინ, 7) 6:4, 7:6(6); სარა ერანი (იტა, 8)-კაი ჩენ ჩანი (ტაივ) 4:6, 6:2, 6:4; კიმიკო დატე (იაპ)-რენატა ვორაკოვა (ჩეხ) 6:2, 6:2; ელენა ბალტაჩა (ბრიტ)-ნიჩა ლერტპიტაკშინჩაი (ტაილ) 6:2, 6:3; აიუმი მორიტა (იაპ)-ტამარინე ტანასუგარნი (ტაილ) 6:3, 6:2; ჩენელ სხეპერსი (ს. აფრკ)-ტატიანა მალეკი (გერ) 7:6(4), 6:2; გალინა ვოსკობოევა (ყაზ)-რომინა ოპრანდი (იტა) 4:6, 6:3, 7:5; ნუნადა ვანასუკი (ტაილ)-ზარინა დიასი (ყაზ) 6:4, 6:4.

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!