წუხელ ბრუკლინურმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ტონი ბრაუნის ადგილს კენი ატკინსონი დაიკავებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კენი ატკინსონი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბ "ბრუკლინ ნეთსის" თავკაცად დაინიშნა.

წუხელ ბრუკლინურმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ტონი ბრაუნის ადგილს, რომელიც "ნეთსში" დროებით მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, კენი ატკინსონი დაიკავებს.

ატკინსონი "ატლანტა ჰოუქსის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა და ის "ქორების" თავკაცის, მაიკ ბუდენჰოლცერის ასისტენტი გახლდათ. ატკინსონს ეს პოსტი ბოლო 4 წელია, ეკავა და ატლანტელთა სამწვრთნელო შტაბში ის მიმდინარე პლეი ოფის დასრულებამდეც იმუშავებს, რომლის შემდეგაც ნიუ იორკში გადაინაცვლებს და "ბრუკლინ ნეთსს" ჩაიბარებს.

48 წლის კენი ატკინსონი საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელი შტაბში 2005-08 წლებში მუშოაბდა. ის ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელების - გორდონ ჰერბერტისა და კენ შილდსის ასისტენტი გახლდათ. ამ მწვრთნელებმა კენი ატკინსონის დახმარებით ვერ მოახერხეს საქართველოს ეროვნული ნაკრების "ბ" დივიზიონიდან "ა"-ში ანაცვლება და 2008 წლიდან საქართველო იგორ კოკოშკოვმა ჩაიბარა.

საქართველოსთან ერთად ატკინსონს სხვა ეროვნულ ნაკრებებში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ის უკრაინის ნაკრებში მაიკ ფრატელოს ასისტენტიც გახლდათ, ხოლო გასულ წელს ფიბა-ამერიკის ჩემპიონატზე დომინიკის რესპუბლიკის ეროვნულ გუნდს თავკაცობდა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

vighac
მხოლოდ კოკოშკოვმა რომ მოახერხა საქართველოს ნაკრების A-დივიზიონში ათრევა და ევროპის საუკეთესო 12 გუნდში შეყვანა ეს გარკვევით უნდა დაგეწერათ, ან გეხსენებინათ მაინც.
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
კევინ დურანტი: მინდა ბოლო სეზონი "ბარსელონაში" ვითამაშო
"ბარსელონამ" კევინ დურანტის აღიარებას უპასუხა
კევინ დურანტი: დრეიმონდ გრინთან ინციდენტმა ჩემ წასვლაზე იმოქმედა
NBA. რეგულარული: "გოლდენ სტეიტს" დრაფტის ბიჭმა მოაგებინა, ჰარდენმა 44 ქულა მოაგროვა [VIDEO]
კაირი ირვინგი: 50 ქულას მაშინ აქვს აზრი, თუ გაიმარჯვებ
NBA. რეკორდების ცვენა "ბრუკლინის" მატჩში: "წვერამ" და დურანტმა ფენომენალური მატჩი ჩაატარეს [VIDEO]