კარის ჯერ არ ათამაშებენ
სერიის პირველი მატჩის წაგების შემდეგ, "ტორონტომ" მოახერხა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია, მაგრამ ეს გაცილებით რთულ ბრძოლაში შეძლო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია - კანადური გუნდის ვარსკლავურმა დუეტმა დემარ დეროზანისა და კაილ ლოურის შემადგენლობით, ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩააგდო. "ტორონტოს" მცველებმა 31-დან მხოლოდ ცხრა ტყორცნა გამოიყენეს, დეროზანს კი 30 წუთის განმავლობაში ერთხელაც არ უსვრია საჯარიმო, მეოთხე მეოთხედში კი საერთოდ არ გამოჩენილა მოედანზე.

"ინდიანამ" ვერ შეძლო მეტოქის საჩუქრის გამოყენება, რისი მიზეზიც სამწამიან ზონაში ლიტველი იონას ვალანჩუნასის ბატონობა იყო. მარტო პირველ მეოთხედში, "პეისერსმა" 18 ქულა (!) მიიღო სამწამიანიდან და მეტოქის 17:1 გაქცევა გამოეპარა. ამას დაემატა გუნდის ლიდერის პოლ ჯორჯის ნაადრევი ორი პერსონალური და მისი სათადარიგოთა სკამზე დასმა.

ჯორჯი მეორე მეოთხედის შუაში დაბრუნდა მოედანზე და თითქოს მისი გუნდიც გამოფხიზლდა, თუმცა იმ მომენტში ანგარიშში სხვაობა "-18" იყო და თამაშის გადარჩენის ყველანაირი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა.

ტორონტო-ინდიანა 98:87

27:16, 26:32, 21:18, 24:21

ტ: ვალანჩუნასი (23+15 მოხსნა+2 დაფარება), ლოური (18+9 პასი+7 მოხსნა), ჯოზეფი (16+3 პასი), პატერსონი (14+6 მოხსნა), დეროზანი (10), ბიიომბო (6), როსი (6), პაუელი (3), კეროლი (2).

ი: ჯორჯი (28), ელისი (15+5 მოხსნა+3 პასი), ტერნერი (8+2 დაფარება), სტაკი (7), მაილსი (6), მაინმი (5+5 მოხსნა), ლოუსონი (4+3 პასი), ჰილი (4), იანგი (4), ჰილი (2+6 მოხსნა), ალენი (2), რობინსონი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (43.8/41.4), სამქულიანები (27.8/20), საჯარიმოები (92/83.3).

სერია: 1-1

სტივენ კარის ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავად ეგონა. წინასამატჩო ვარჯიშზე ჩემპიონების ლიდერმა კოჭის არეში ტკივილი იგრძნო და ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, უარი თქვა მოედანზე გასვლაზე.

თუმცა კარის არყოფნა თითქმის არ დასტყობია ფავორიტს. მართალია, "გოლდენ სტეიტმა" გაცილებით ნაკლები შორეული ტყორცნა შეასრულა, სამაგიეროდ, პოზიციური შეტევებისას ისეთი სისწრაფით ათამაშებდა ბურთს, რომ თავბრუს ახვევდა ჰიუსტონელებს.

მოკლედ, "გოლდენ სტეიტის" რიგებში იმ საღამოს ყველა კარგი იყო: კარის შემცვლელი შონ ლივინგსტონი აშკარად ჯაბნიდა პატრიკ ბევერლის (გამთამაშებელმა ცხრიდან შვიდი ტყორცნა გამოიყენა და თამაში "+19" სარგებლიანობის კოეფიციენტით დაასრულა; კლეი ტომპსონმა სნაიპერობა იკისრა და 34 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო ორივე გუნდში; ანდრე იგუოდალამ უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღო და ყველას შეახსენა, რომ მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება (რვიდან ოთხი სამქულიანი ჩააგდო); როგორც ყოველთვის, სასარგებლო იყო დრეიმონდ გრინი, რომელსაც 39 წუთში არც ერთი შეცდომა არ ჰქონია და სულ ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე.

კარის ჯერ არ ათამაშებენ

"ჰიუსტონთან" სერიის მეორე მატჩის მოგების შემდეგ, "გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა განაცხადა, რომ იქამდე არ აპირებს მოედანზე სტივენ კარის გამოშვებას, სანამ გამთამაშებელი ბოლომდე არ მოირჩენს კოჭის ტრავმას, რომელიც პლეი ოფის პირველ შეხვედრაში მიიღო.

"უნდა დავრწმუნდეთ, რომ სტივენი სრულ წესრიგშია და არანაირ ტკივილს არ გრძნობს. არ ვაპირებთ საფრთხის წინაშე დავაყენოთ მისი ჯანმრთელობა. საბედნიეროდ, ხუთშაბათამდე თამაში არ გვიწევს, ასე რომ, მას აქვს გამოჯანმრთელებისთვის დრო", - მოჰყავს მწვრთნელის სიტყვები ESPN-ს.

გ. სტეიტი-ჰიუსტონი 115:106

33:30, 33:28, 20:21, 29:27

გ-ს: ტომპსონი (34+5 პასი), იგუოდალა (18+3 პასი), ლივინგსტონი (16+6 პასი), გრინი (12+14 მოხსნა+8 პასი), ბოგუტი (10+7 მოხსნა+3 დაფარება), სპეიტსი (9), ბარნსი (6+5 მოხსნა), ბარბოზა (6), ეზელი (4).

ჰ: ჰარდენი (28+11 პასი), ბევერლი (13+7 მოხსნა+2 დაფარება), ტერი (13), ჰოვარდი (12+10 მოხსნა+4 პასი+2 დაფარება), ბიზლი (10+5 მოხსნა), სმიტი (9), არიზა (7+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), მოტეიუნასი (7), მაკდანიელსი (3), ბრიუერი (2), კაპელა (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (49.4/44.3), სამქულიანები (34.8/40), საჯარიმოები (71.1/78.8).

სერია: 2-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

912
სტივენ კერი მწვრთნელია და ტრავმას ვერ მიიღებდა სტეფან კარია კალათბურთელი მე ბოდიში თავხედობისთვის ...
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
კარის 27 ქულა და სამმაგი დუბლი "მემფისის" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
ძალიან დიდი რიცხვები - ტომპსონმა მძიმე ტრავმის შემდეგ უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მთლიანად 7 წელში
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ კლეი ტომპსონი მოედანს დაუბრუნდა, თანაც, როგორ?! [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
"გოლდენ სტეიტის" ტრიოს შესანიშნავი თამაში და მე-3 გამარჯვება "დენვერთან" [VIDEO]
ტომპსონმა დონჩიჩს აჯობა - "გოლდენ სტეიტი" NBA-ს სუპერფინალშია [VIDEO]
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
"სელტიკსმა" "უორიორსს" ჯოჯოხეთი მოუწყო - "ბოსტონი" სერიაში კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი