საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელმა გურამ ასპინძელაშვილმა "უეფას განვითარების თასზე" გუნდის გამოსვლა შეაფასა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთიდან დაბრუნდა, სადაც "უეფას განვითარების თასზე" ითამაშა.

გურამ ასპინძელაშვილის შეგირდებმა სამივე მატჩი წააგეს (ბულგარეთთან, რუმინეთთან და ხორვატიასთან), მაგრამ ამ ეტაპზე შედეგი, ალბათ, მთავარი არ არის. შედეგი მთავარი მაშინ იქნება, როცა საქართველოს ნაკრები 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ციკლში ჩაებმება.

გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გურამ ასპინძელაშვილმა, ვინც ამ პოსტზე ვასილ მაისურაძე შეცვალა, შეგირდები პირველად ნახა საქმეში.

"ლელო" საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ესაუბრა...

- ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული ტურნირი იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას იმისთვის, რომ ასეთი დონის შეჯიბრებაში მოვახერხეთ მონაწილეობის მიღება.

ჩემთვისაც და მთლიანად გუნდისთვისაც ძალიან სასარგებლო ტურნირი იყო. ამ გუნდის 80-90 პროცენტს არ ჰქონდა საერთაშორისო მატჩებში ასპარეზობის გამოცდილება. ბიჭებმა თავად დაინახეს, რომ საქართველოს პირველობას, დუბლების ჩემპიონატს, მოკლედ, საშინაო და საგარეო შეჯიბრებებს შორის სხვაობა არის ძალიან დიდი. იქ სხვა მოთხოვნებია, სხვა სისწრაფეებია...

რა თქმა უნდა, ტურნირის შედეგი ჩვენთვის ვერ არის სახარბიელო, მაგრამ ამ ასაკში ჩვენ პირველად გავედით საზღვარგარეთ და აქედან გამომდინარე, მთავარი იყო, ფეხბურთელები უშუალოდ გვენახა საქმეში.

თამაშის ხარისხი მთელ რიგ შემთხვევებში კარგი იყო. დარწმუნებული ვარ, თანდათან მოვა შედეგიც. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ამ ბიჭებში დიდ პერსპექტივას ვხედავ.

- მოდით, ცალ-ცალკე ვისაუბროთ საქართველოს ნაკრების თითოეულ მატჩზე...

- პირველი შეხვედრა ბულგარეთთან გვქონდა. ჩემი დაკვირვებით, მასპინძლებს ამ ტურნირზე ყველაზე ათლეტური გუნდი ჰყავდათ. თავიდანვე დავწინაურდით და უპირატესობაც გვქონდა. 8 წუთი იყო დარჩენილი შეხვედრის ბოლომდე, როცა გაგვიტანეს გოლი და მატჩის გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიაში გაირკვა.

აქ, ერთი შეხედვით, მცველების შეცდომაზეც შეიძლება ვთქვათ, მაგრამ მე ვფიქრობ, შეცდომების უმეტესობას მაინც გუნდური ხასიათი აქვს. ახლაც ასე იყო - დაცვაში ჩასვლა დავაგვიანეთ, არ ვიდექით სწორად.

მთლიანობაში, ბულგარეთთან სათამაშო ინიციატივა ჩვენი იყო. ეგ იყო, მასპინძლებმა ორთაბრძოლებში გვაჯობეს. დანარჩენ კომპონენტებში ჩვენ უკეთ გამოვიყურებოდით...

მომდევნო მეტოქედ რუმინეთის ნაკრები გვყავდა. როგორც იცით, მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით. თამამად ვიტყვი, რომ 90 წუთის განმავლობაში მინდორზე ჩვენი თამაში მიდიოდა.

ერთადერთი შეცდომა დავუშვით, რაც გოლად დაგვიჯდა. არადა, რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტი გვქონდა...

ბოლო შეხვედრაში 2:3 წავაგეთ ხორვატიის ნაკრებთან. სხვათა შორის, ეს მატჩი თბილისის დროით დილის 9 საათზე დაიწყო. ბიჭები 6 საათზე ადგნენ, გამოუძინებლები იყვნენ. არ იყო გასაკვირი, რომ ძალიან ცუდად დავიწყეთ თამაში და სამი ბურთით ჩამოვრჩით. მერეღა მოვახერხეთ თამაშში გარდატეხის შეტანა და ორი ბურთიც გავიტანეთ. სამწუხაროდ, პენალტი გაგვიცუდდა და თამაშის გადარჩენა ვეღარ მოვახერხეთ.

- რა იყო ის მთავარი, რაც ამ ტურნირმა მისცა საქართველოს ნაკრებს?

- მთავარი ის იყო, რომ ბიჭები ვნახეთ ყველა სიტუაციაში. მათ ხასიათი გამოავლინეს, თუნდაც იმ მომენტში, როცა თითქმის უიმედოდ ვმარცხდებოდით ხორვატიასთან.

- გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს იყო თქვენი პირველი გასვლა საერთაშორისო ასპარეზზე...

- რა თქმა უნდა, ამანაც თავისი როლი ითამაშა. თქვენ წარმოიდგინეთ, ხორვატიისა და რუმინეთის ნაკრებების მწვრთნელებმა თქვეს, ეს ჩვენთვის მეშვიდე ტურნირიაო. აქ არ ითვლება პატარ-პატარა ვოიაჟები, ვთქვათ, ხორვატია ორი დღით რომ გადავა ავსტრიაში, იქაურ ნაკრებთან რომ ითამაშებს და ასე შემდეგ.

- როგორ წარმოაჩინეს თავი იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც ამ ნაკრებს წინა 17-წლამდელებიდან შემორჩნენ - ივანიაძემ, დავითაშვილმა და ხარაბაძემ? ხომ არ იგრძნობოდა მათი მხრიდან გარკვეული მოდუნება?

- მივხვდი კითხვის არსს. იმის მიუხედავად, რომ ეს ბიჭები წინა ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრების ძირითადი ფეხბურთელები იყვნენ, არანაირი მოდუნება და "ცალი ფეხით" თამაში არ ყოფილა. პირიქით, მე ვიგრძენი ამ ბიჭების წყურვილი, თავი დაიმკვიდრონ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.

- როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?

- მაისში უკრაინაში გაიმართება ვიქტორ ბანიკოვის სახელობის თასის გათამაშება და ამ ტურნირზე ვითამაშებთ. ასევე ვითამაშებთ პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე.

- საინტერესოა თქვენი ზოგადი შეფასება: როგორი თაობა მოდის?

- პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან კარგი თაობა, რომელიც დაანგრევს ბოლო დროს გავრცელებულ მითს იმაზე, თითქოს ქართველებმა არ იციან ფეხბურთის თამაში. ეს არის თაობა, რომელსაც გენში აქვს ქართული ფეხბურთი. ჩვენ შეგვიძლია, ამ ბიჭების დიდი იმედი გვქონდეს. რა თქმა უნდა, საუბარი მაქვს 2000-2001 წლებში დაბადებულებზე.

- თუ არიან თქვენთვის საინტერესო ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ამ ეტაპზე უცხოეთში თამაშობენ?

- რა თქმა უნდა, არიან. ბულგარული ტურნირისთვის რომ ვემზადებოდით, ორი ფეხბურთელი გვყავდა მოწვეული უცხოეთიდან - ქუთათელაძე პრაღის "სპარტიდან" და გელაშვილი ფრანგული "ლილიდან". გელაშვილი ბულგარეთშიც წავიყვანეთ და ვათამაშეთ კიდეც.

ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება. არიან ევროპაში ჩვენთვის საინტერესო ფეხბურთელები და ვალდებულნი ვართ, ისინი მხედველობის არიდან არ გამოგვრჩნენ. ეგ არის, რომ 15-16 წლის ფეხბურთელზე ჭირს ინფორმაციის მოძიება და აქ თქვენი თანადგომის დიდი იმედი გვაქვს. ბულგარეთიდან რომ ჩამოვედი, ერთი-ორი საინტერესო ფეხბურთელის მონაცემები და ვიდეოჩანაწერები დამხვდა. აუცილებლად განვიხილავთ და შანსს მივცემთ ამ ბიჭებსაც.

საერთოდ, თუ ჩანაწერი მაინც არ ნახე, ისე პირდაპირ ძნელია, მოიწვიო ფეხბურთელი.

- მაშ, საქართველოს ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა?

- რა თქმა უნდა! საქართველოს ნაკრებში ითამაშებს ყველა უძლიერესი, ყველა ის ფეხბურთელი, ვინც ღირსი იქნება.

- ბოლოს მკითხველს ვუთხრათ, როდის უწევს ამ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ციკლი?

- ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ციკლი გველის შემოდგომაზე. ჩვენი მეტოქეები იქნებიან ფინეთის, შვედეთისა და ბულგარეთის ნაკრებები. შესარჩევი ეტაპი ფინეთში გაიმართება.

სხვათა შორის, ჩვენს მომავალ მეტოქე ბულგარეთს უკვე ვეთამაშეთ და პოლონეთის ტურნირზეც გადაიკვეთება ჩვენი გზები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

devi
ბ-ნო გუჯა ღმერთმა ხელი მოგიმართოთ თქვენც და ფედერაციასაც,მაგრამ რაღაც ვერ ვიხსენებ ოდნავ მაინც ცნობილ ქართველ მორბენალს,რომელმაც თუნდაც ამიერკავკასიის მასსტაბით რამეს მიაღწია,თორემ სვარკა არც მე მიზიდავს
გუჯა კახაძე
devi-ს! მე როგორც გულშემატკივარი ვითხოვ ფეხბურთს და არა "სვარკას" და ვისი დახმარებით მოხდება ნაკლებად მაინტერესებს. ფედერაციაში იციან რომ დაუღლელად სირბილის სწავლება შემიძლია. გამოიყენებენ თუ არა ეს მათი გადასაწყვეტია.
გუჯა კახაძე
devi-ს! დამიკავშირდით ფეისბუქგვერდზე სირბილის სწავლების გვერდი და რამდენიმეს გაჩვენებთ.
devi
ერთი მორბენალი მანახეთ ბ-ნო გუჯა რამეს რომ მიაღწია თქვენი სკოლა გავლილი და მერე ვილაპარაკოთ.ეგრე ყველა ყველაფრის პროფესორია საქართველოში
გუჯა კახაძე
ძირითადი პრობლემა არის სირბილი და არავინ საუბრობს თუ პოგორ აპირებენ ამ პრობლემის მოგვარებას.
kaxa
სწორია,ამ თაობას შეუძლია ევოპის ჩემპიონატიც მოიგოს,მხოლოდ გასვლა კი არა,დამიჯერეთ,თუ ყველა ძლიერი ბავშვი შეიკრიბა და დაცვას მიეხედა, მართლაც შეიძლება ყველაფერი მოიგონ.
ზაზა
,,მასპინძლებმა ორთაბრძოლებში გვაჯობეს. დანარჩენ კომპონენტებში ჩვენ უკეთ გამოვიყურებოდით... ,,–ატლეტიკოს აქვს საუკეთესო შედეგი ორთაბრძოლების მოგებაში ევროპის ჩემპიონატებში.ორთაბრძოლების მოგება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მატჩის შედეგს
Guja
საფეხბურთო წრეებში საუბრობენ რომ ბულგარეთის წინ რამდენიმე ბავშვი ამოვარდა და მათ მაგიერ შედარებით სუსტები მოხვდნენ,რამდენიმე დაბლოკეს-ნონიკაშვილი,ტოკლიკიშვილი,შერვაშიძე,ჩიქოვანი,კუხიანიძე და იტალიიდან-ლორთქიფანიძე,რომელიც უცხოელებმა თვითონ წაიყვანეს და როგორც ვიცი უკვე სერიოზულ ხელფასსაც უხდიან. 35-დან თქვენც კარგად იცით ვინც.არასწორად დაიწყეთ და დრო ბევრია და იმედია გამოასწორებთ ვითარებას
givi
თქვენ რა გონიათ ეს მწვრთნელები ვინ დანიშნა? რათქმაუნდა ფიფიამ რო თავისი ხალხმა ითამაშოს დამერე გაYიდოს ფეხბურთელები თავისთავად ცუდს ვინ დაწერს ნაკრებზე? უნდა ილაპარაკონ მწვრთნებმაც ისე როგორც აწყობს მათ
gela
საერთოდ რომ გავაუქმოდ სპორტის ეს სახეობა არ ჯობია,ტყუილად იხარჯება ფული.
tamazi tsomaia
პესიმისტების ბუმია საქართველოში.რამ დაგბოღმათ ბიჭებო ასე?!ვის გინახავთ ამ ბიჭების თამაში?მე მინახავს დაახლოებით 60-70% ამ შემადგებლობიდან და პირველი რაც თვალში მოგვხდებათ ამ ბიჭების თამაშში უნივერსალიზმია,თანაც ბურთთან "შენობით" არიან,რაც არ ახასიათებდათ ქინქლქძის,არველაძეების და სხვათა თაობებს გამონაკლისების გარდა(შოთი,კახი,ქეცბა,ცხადაძე....)ესენი კი შემადგენლობის 90% დისციპლინირებული და მონდომებულია.თუ მწვრთნელი სწორად დაინახავს მათ პოტენციალს და შესაბამისად შეკრავს გუნდს(და არ იქნება ჩარევები) ისინი მსოფლიოს ნებისმიერ ნაკრებს ტოლ-სწორად ეთამაშებიან.ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ს!!!!!!!ასე რომ უკეთესის იმედი ვიქონიოთ ქართველებო.
გუჯა კახაძე
იქ უფრო მაღალი ტემპი რომ იყო წინასწარ არ იცოდით?
ipolite xvichia
sasaciloa satirali romariyos tan cxare cremlit.evropashi oirvelad viyavito vitom ujangbadod iyvnen mtvareze (((evropashic da yvelgan burti aris mrgvali,ori karebu,msaji da ase shemdeg...radagxvda iseti amevropashi rom dagaviwydat tamashi??16 wlis bichebs gansakutrebul stabilurobas vermostxov magram rasac tqven interviushi saubrobt aris ze tyuili,ze baqi-buqi da ARA PROFESIINALIZMI
gg
მთავრობამ ხომ შეგვაძულა თავი თავის ტყუილებით! იგივეს აკეთებენ მწვრთვნელები!რა ფეხბურთი რის ფეხბურთი ეგ თაობაც ისეთი ბედოვლათი მოდის როგორიც დღეს ეროვნულ ნაკრებში გვყავს!!!დავიღალეთ! აღიარეთ მაინც რომ არ შეგიძლიათ თამაში, უფრო არ გაღიზიანდება გულშემატკივარი!!!ნუ გვატყუებთ! ძალიან დაიღალა ხალხი!!!!
დათო
ქართველებმა ვიცით ფეხბურთის თამაში! უბრალოდ ქართველმა ფეხბურთელებმა არ იციან ამის კეთება! გამოდის, რომ ეს თაობა შეცვლის რეალობას (და არა მითს), რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ფეხბურთის თამაში არ იციან..
kaspeli
უკვე მერამდენედ მესმის"აუ ძალიან მაგრად ვითამაშეთ მაგრამ არ გაგვიმართლა,ერთი შეცდომა დავუშვით და...მზე იყო,ქარი იყო,დილით ადრე ავდექით,საღამოს გვიან დავწექით" ან "ეს თაობა ძალიან ნიჭიერია და დიდ ფეხბურთს ითამაშებენ" მერე გავა 2-3 წელი და აღარც თაობა ჩანს და არც ფეხბურთი!გეყოფათ ხალხის და პირველრიგში საკუთარი თავის მოტყუება.. ფედერაციამ უნდა მოიწვიოს ბავშვთა კვალიფიციური მწვრთნელები უცხოეთიდან სანამ საკუთარი არ გვყავს ასეთი
kvaxa
სულ მუდამ თამაში ჩვენი უპირატესობით მიდის და სულ მუდამ სულ შემთხვევით ვაგებთ. ჯერ იყო და ქართველმა მესებმა დაანგრიეს ეგ მითი, ჰოდა ეხლა სად თამაშობენ არავის ახსოვს, და ახლა ეს ტრენერი იგივე ზღაპარს გვიყვება.
666
me arvici am bichebs rapotenciali gaachniat magram ismizezi rom dilis 6ze adgnen esaa uazro mizezi.dagewvina adre drois shesabsmisad.aba aklimatizacias tveobit vin gagatarebs.tan 17 wlis bichebistvis ertxel 6zeadgoma arundaiyos problema da arcaa.ubralod es mizezebi arileva.tqvi kacurad rom bevri samushaoa da ase sh....
სირბილის სწავლების ცენტრი
გურამ ასპინძელაშვილი: "იქ სხვა მოთხოვნებია, სხვა სისწრაფეებია"... ბ-ნო გურამ! პრობლემას ასახელებთ და მისი მოგვარების გზას არა. სტატიის ბოლომდე ველოდი თუნდაც მცდელობას პრობლემის მოგვარების გზაზე საუბრისას, მაგრამ უშედეგოდ. ქართველებმა ბურთი იციან, თამაში კი არა და ამის ძირითადი მიზეზი სირბილის არცოდნაა. უკვე 12 წელია არსებობს დაუღლელად სირბილის ქართული მეთოდიკა, მაგრამ გამოყენებას არავინ ცდილობთ. ჰკითხეთ დავით მუჯირს ან მამუკა კვარაცხელიას (ორივე ფედერაციაში მუშაობს) და გეტყვიან, რომ ჩემთან მომზადება გარანტიით ხდება და ყველა ფეხბურთელთან მქონდა მაქსიმალური შედეგი 2 დღიანი ან 7 დღიანი ვარჯიშით, რაც ასე ძალიან სჭირდება ქართულ სანაკრებო ფეხბურთს. სამწუხაროდ არც კლუბებში არ სურთ ჩემი მეთოდის გამოყენება და "დამდგარი ფეხბურთის" ყურებას გვაიძულებენ. ქართველი ფეხბურთელები ვიდრე სირბილს არ ისწავლიან ფეხბურთს ვერ ითამაშებენ და მუდმივად დამარცხების მიზეზებზე იქნება საუბარი.
givi
ნეტაი თქვენ რა კიდე გჯერათ რო ჩვენებმა ფეხბურთი იციან თგვენ იცით მხოლოდ ლაპარაკი მწვრთნებზე ვამბობთ გაიძახითასეთი ბიჭები არიან და ისეთებიო არადა პირიქიტ არის გამოჩნდა კიდეც 17წლამდელბმა რა ქნეს საერთოდ როგორ ითამაშეს ნუ გვაბოლებთ რა ძალიან გთხოვთ
ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
16-წლამდელთა ნაკრები უეფას განვითარების თასზე ითამაშებს
U16 | საქართველოს ნაკრებმა ისევ გაიმარჯვა
U16. საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანს სძლია
ცუდი რაღაც მოხდა... ინტერვიუ 17-წლამდელთა მწვრთნელ გურამ ასპინძელაშვილთან
U16 | სლოვენია 3:1 საქართველო - მეორე ადგილი UEFA-ს განვითარების თასზე
U16. ასპინძელაშვილმა ნაკრებში პსჟ-ის ფორვარდი ნიკა ქუთათელაძეც გამოიძახა
U17. საქართველო-ფინეთი 0:2 - ელიტრაუნდში გასვლის შანსიც დავკარგეთ [VIDEO]
U16 | საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა
16-წლამდელთა ნაკრები უეფას განვითარების თასზე მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის 1/2-ფინალში გავიდა
გურამ ასპინძელაშვილი: არც თამაშით ვარ კმაყოფილი და არც შედეგით
U17. შვედეთი-საქართველო 4:0 - რის პრესტიჟი, რა პრესტიჟი?!.