დერბი დელ სოლე - "რომას" უკანასკნელი შანსი
ფრანჩესკო ტოტის გმირობა, "იუვეს" გამარჯვება რომაულ კლუბზე, "ნაპოლის" ექვსი გოლი - ეს უკვე ახლო წარსულია. შაბათიდან იტალიაში ახალი ტურია:

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 35-ე ტურში ორი განსაკუთრებულად საინტერესო მატჩია - ფლორენციაში "ფიორენტინა" "იუვენტუსს" დაუხვდება, ხოლო "სტადიო ოლიმპიკოზე" "რომა" "ნაპოლის" მიიღებს.

რომის იმპერატორი

სერია A-ს 34-ე ტურში "იუვენტუსმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა "ლაციო" დაიბრიყვა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ერთი გოლი სამი ხედირამ შეაგდო, დუბლი კი პაულო დიბალამ მიითვალა აქტივში.

სიმონე ინძაგიმ პირველი მარცხი იწვნია "ლაციოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მატჩის შემდეგ კი განაცხადა, რომ ამ "იუვენტუსთან" ტოლსწორად ჭიდილი პრაქტიკულად წარმოუდგენელია. "იუვე" წინ მიიწევს, სკუდეტო კი დროის ამბავია...

"ინტერი" "ჯენოასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის პრაქტიკული შანსი დაკარგა. მიუხედავად მწარე მარცხისა, რობერტო მ,ანჩინიმ გამონახა ძალა და ფეხბურთელებს კარგი თამაშისთვის მადლობა გადაუხადა:

"გენუაში თამაში ყოველთვის რთულია და გამონაკლისი არც განვლილი მატჩი იყო. მიუხედავად მარცხისა, მინდა ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო, რადგან ძალიან კარგად ითამაშეს და წესით, სამი ქულა უნდა აგვეღო.

პირველი ტაიმი მინიმუმ, ორი ბურთის სხვაობით უნდა მოგვეგო, მაგრამ ფეხბურთში იღბალი ბევრ რამეს წყვეტს. ლიგაზე გასვლის შანსი პრაქტიკულად აღარ დაგვრჩა, თუმცა დღეს სატურნირო ცხრილის ანალიზი არ მსურს".

ყველაზე საინტერესოდ მოვლენები მაინც რომში განვითარდა, სადაც "რომა" "ტორინოსთან" 2:1-ს აგებდა და 3:2 მოიგო. მატჩის 86-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც თამაშში ფრანჩესკო ტოტი ჩაერთო და დუბლი შეასრულა.

"ტოტიმ დაამტკიცა, რომ რომში სწორედ ისაა მეფე" - ასეთი პათოსის სათაურებით აჭრელდა იტალიური სპორტული მედია და ბუნებრივია, რომ ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის არსებული კონფლიქტი კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

ამბობენ, რომ ლუჩანო სპალეტიმ სეზონის ბოლოს ტოტის წასვლა მოითხოვა, თუმცა "ატალანტასთან" მატჩის შემდეგ მწვრთნელმა კაპიტანზე დადებითად ისაუბრა და არც ჰქონდა სხვა გამოსავალი:

"როდესაც ტოტი მოედანზე, ტრიბუნებიც უფრო მხურვალედ გვიჭერენ მხარს და ეს გუნდზეც დადებითად აისახება. როდესაც "რომას" უჭირს, ტოტი საუკეთესო გამოსავალია. შესანიშნავი მატჩი იყო, რომელიც დიდ ხანს მემახსოვრება, კონკურენტებთან კი სოლიდური ფორა მოვიპოვეთ, თუმცა ბრძოლა გრძელდება".

"იუვე" ფიესტას მოლოდინში

"იუვენტუსი" "ნაპოლის" 9 ქულით უსწრებს, ამ უქმეების შემდეგ კი ჩემპიონატის ბოლომდე მხოლოდ 3 ტური იქნება დარჩენილი. შეუძლია თუ არა ტურინულ გრანდს ამავე ტურში სკუდეტოს განაღდება? - შეუძლია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "იუვენტუსი" 9-ქულიან უპირატესობას გაზრდის.

სტატუს კვოს შენარჩუნების შემთხვევაში, ნეაპოლელებს გაჩემპიონების მათემატიკური შანსი დარჩებათ. საქმე იმაშია, რომ "იუვეს" და "ნაპოლის" ურთიერთშეხვედრებში და კიდევ ხუთ პუნქტში სრული თანაფარდობა აქვთ, ასეთ დროს კი სერია A-ს რეგლამენტით, რიგით მე-7 პუნქტი ამოქმედდება, რომელიც ჩემპიონატში გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსს გულისხმობს.

ამ დროისთვის, "იუვენტუსს" +48 გოლი აქვს, ხოლო "ნაპოლის" +43. თუმცა, თქმა არ სჭირდება, რომ გოლების დათვლამდე საქმე არ მივა და "იუვენტუსი" განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოიპოვებს მიჯრით მეხუთე სკუდეტოს.

ამჯერად, "იუვენტუსი" ფლორენციაში ჩავა, სადაც "ფიორენტინას" შეასკდება. პაულო სოუზას გუნდი ცუდ ფორმაშია, მაგრამ "ვიოლას" უყვარს "იუვეს" გამწარება, სჩვევია კიდეც და წესით, საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს.

მასიმილიანო ალეგრი ტრადუციულ 3-5-2 ტაქტიკას აირჩევს, შეტევაში კი პაულო დიბალას და მარიო მანჯუკიჩს გაამწესებს. რაც შეეხება "ფიორენტინას", გუნდი 3-4-2-1 ტაქტიკით გაირჯება, წინა ხაზზე კი ნიკოლა კალინიჩს ვიხილავთ, რომელსაც სიღრმიდან იოსიპ ილიჩიჩი და ბორხა ვალერო დაეხმარებიან. "ფიორენტინა" მოგებაზე ითამაშებს, არც "იუვე" ჩაჯდება დაცვაში და წესით, კარგი ფეხბურთი უნდა გაჩაღდეს...

ვის ლიგა, ვის ლიგის კვალიფიკაცია

კიდევ უფრო საინტერესო მატჩი შედგება "სტადიო ოლიმპიკოზე", სადაც "რომა" "ნაპოლის" უმასპინძლებს. იტალიაში ამ დაპირისპირებას მზის დერბის - დერბი დელ სოლეს უძახიან. "რომა" და "ნაპოლი" ხომ ჩრდილოიტალიელებისთვის სამხრეთული გუნდები არიან.

ეს გუნდები მეორე ადგილისთვის იბრძვიან, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე. თუ "ნაპოლი" მოიპოვებს გამარჯვებას, "რომას" მთელი 8 ქულით გაუსწრებს და პრაქტიკულად დაიბევებს ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს, რომაელთა გამარჯვება კი ბრძოლას უკიდურესად გაამწვავებს. ფრე "ნაპოლის" აძლევს ხელს, რადგან 5-ქულიან უპირატესობას შეინარჩუნებს, წინ კი მხოლოდ 3 ტური იქნება დარჩენილი.

მიუხედავად ამისა, "ნაპოლი" შემტევ ფეხბურთს ითამაშებს და ამას გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი გვპირდება. რაც მთავარია, გონსალო იგუაინმა მოიხადა დისკვალიფიკაცია და "რომას" წინააღმდეგ ითამაშებს. წესით, არგენტინელს რომაული მატჩიც უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ 4-მატჩიანი სასჯელი 3 მატჩამდე შეუმცირეს. მოკლედ, იგუაინი ბრუნდება და ჩვეულ პოზიციას დაიკავებს ცენტრფორვარდის პოზიციაზე.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, ლუჩანო სპალეტი ისევ თადარიგში დატოვებს, როგორც ედინ ჯეკოს, ისე ფრანჩესკო ტოტის, შეტევაში კი მოჰამედ სალაჰს, სტეფან ელ შაარავის და დიეგო პეროტის გაამწესებს.

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-3-3): შჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინე - პიანიჩი, კეიტა, ნაინგოლანი - სალაჰი, ელ შაარავი, პეროტი

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალეხონი, მერტენსი, იგუაინი

შაბათი. 23 აპრილი

ინტერი-უდინეზე 22:45

დისკვალიფიკაცია: მედელი - ალი ადნანი

ტრავმა: ბიაბიანი - მერკელი, დი ნატალე, არმერო

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 46 თამაში: +23=10-13, (62-51)

კვირა. 24 აპრილი

ფროზინონე-პალერმო 14:30

დისკვალიფიკაცია: ჩიბსა, ანტეი - სტრუნა, ვიტიელო

ტრავმა: სამარკო, დიონისი (ფროზინონე)

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +0=2-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 თამაში: +0=0-1, (1-4)

ატალანტა-კიევო 17:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კარმონა, ბასი, პინილია - დაინელი, ფრეი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 28 თამაში: +7=11-10, (27-30)

ბოლონია-ჯენოა 17:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბურდისო, პანდევი, პერინი, რინკონი (ჯენოა)

ბოლო 6 მატჩი

+0=1-5 +4=0-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 15 თამაში: +6=4-5, (18-19)

სამპდორია-ლაციო 17:00

დისკვალიფიკაცია: რანოკია - პატრიჩი

ტრავმა: კარბონერო, სალა, ივანი, კასანო - დე ვრი, რადუ, კიშნა, მაური, ბრაავჰეიდი, ბიშევაჩი

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 36 თამაში: +8=8-20, (37-58)

ტორინო-სასუოლო 17:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: აველარი, იმობილე, ასკუა, ბენასი, მაქსი ლოპესი - მისიროლი, ანტეი, ლარიბი, ტერანოვა, გაცოლა, ბიონდინი, დეფრელი

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 9 თამაში: +2=5-2, (12-11)

ფიორენტინა-იუვენტუსი 22:45

დისკვალიფიკაცია: სტურარო (იუვენტუსი)

ტრავმა: ბენალუანი, ბაბაქარი - კასერესი, კიელინი, პერეირა, ნეტო, მარკიზიო

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +6=0-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 42 თამაში: +11=9-22, (53-63)

ორშაბათი. 25 აპრილი

რომა-ნაპოლი 17:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: პონსე (?), გიომბერი, უჩანი -

ბოლო 6 მატჩი

+3=3-0 +4=0-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 33 თამაში: +16=9-8, (57-40)

ვერონა-მილანი 19:00

დისკვალიფიკაცია: ვივიანი, სუპრაიენი (ვერონა)

ტრავმა: ფარესი, ჰელანდერი - ნიანგი

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 13 თამაში: +2=5-6, (16-22)

კარპი-ემპოლი 21:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გნაორე, ბრკიჩი - ლივაია, სკორუპსკი, ლაურინი, ტონელი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 3 თამაში: +0=1-2, (1-6)

შენიშვნა: დისკვალიფიკაციებში, ტრავმებში და ბოლო 6 მატჩში ხუთშაბათის მატჩები არ არის გათვალისწინებული.

ბომბარდირები: 30 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 16 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 15 - კარლოს ბაკა (მილანი), მაურო იკარდი (ინტერი); 13 - იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა).

სერიები

მოგებები: იუვენტუსი - 8

წაუგებელი: იუვენტუსი - 24

ფრეები: ატალანტა - 2

მოუგებელი: პალერმო - 13

წაგებები: ვერონა - 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
[VIDEO] 5-გოლიანი თრილერი "სან სიროზე" და "ნაპოლის" ზედიზედ მეორე მარცხი
"რომა" 21 წლის არგენტინელ ფორვარდს იმატებს
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"რომა" უკრაინის ნაკრების თავდამსხმელს გაანათხოვრებს
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
სატრანსფერო ციებ-ცხელება
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
დოვბიკი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი