ევროპული კლუბების ასოციაციამ ჟენევაში ტრადიციული შეკრება გამართა, სადაც გამომსვლელებმა ფიფა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს

ევროპული კლუბების ასოციაციამ რამდენიმე დღის წინ ჟენევაში ტრადიციული შეკრება გამართა, სადაც გამომსვლელებმა ფიფა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ძველი კონტინენტის წამყვანი კლუბების ბოსებმა მსოფლიოს ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას გადაწყვეტილებების მიღებისას ბიუროკრატიზმში დასდეს ბრალი, ხოლო თავად კლუბებთან ურთიერთობისას - მათი ინტერესების გაუთვალისწინებლობა.

ევროპული კლუბების გაღიზიანებას პირველ რიგში ის იწვევს, რომ ფიფაში სერიოზულად მსჯელობდნენ ყატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ზამთარში ჩატარებაზე. კლუბების ბოსები ფიქრობენ, რომ თუნდაც წინასწარი გადაწყვეტილება ამის თაობაზე მსოფლიოს ფეხბურთის მმართველმა კასტამ ისე გამოიტანა, რომ ამით ხელყო “დემოკრატიისა” და “გამჭვირვალობის” პრინციპები.

“მონოპოლიების დრო წარსულს ჩაბარდა, - აღშფოთებულმა განაცხადა ტრიბუნიდან “ბაიერნის” ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ და იქვე დასძინა - ფეხბურთს წარმოუდგენლად აკლია დემოკრატიული პრინციპებით მართვა.” სხვათა შორის, ორიოდე თვის წინ ფიფას “დრომოჭმული წესებით” თამაშში ბრალი მეორე ბაიერნელმა ული ჰიონესმაც დასდო. ევროპული კლუბების ასოციაცია მივიდა დასკვნამდე, რომ ფიფა ვალდებულია ისინი წინასწარ ნებისმიერი იმ გადაწყვეტილების საქმის კურსში ჩააყენოს, რომელსაც ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია.

“ნამდვილად არ მინდა იმის თქმა, რომ კლუბები ფიფას ომს ვუცხადებთ. პირიქით, ამ ეტაპზე ჩვენ საკმაოდ მშვიდად ვგრძნობთ თავს, მაგრამ ყველანაირ მოთმინებასაც აქვს თავისი ზღვარი, - განუცხადა “როიტერს” “ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელმა. - იმედი გვაქვს, რომ ფიფა გაითვალისწინებს ჩვენს პოზიციას, რადგან რასაც ჩვენ ვითხოვთ, ყველაფერი სამართლიანი და ლოგიკურია.”

ევროპული კლუბების ასოციაციის წევრებმა ერთხმად დაგმეს ფიფას ინიციატივა სანაკრებო ამხანაგური თამაშების რაოდენობის გაზრდის შესახებ, რადგან მათი აზრით, ამით საფეხბურთო სეზონის მეტ-ნაკლებად გამართული სისტემა შეიძლება ერთიანად შეირყეს. “არ მეგულება საკლუბო მწვრთნელი, ვისაც გაუხარდება, რომ მეორე დღეს მის შეგირდებს ამხანაგური შეხვედრა ელით, - აღნიშნა “მილანის” დირექტორმა უმბერტო განდინიმ. - ეს ნონსენსია. სწორედ სანაკრებო პაუზების დროს არის ხოლმე, როცა გრანდების ბანაკში ძალიან ცოტა ფეხბურთელი რჩება და ამით საწვრთნელი პროცესი პრაქტიკულად იშლება. ეს იმ დროს, როცა კლუბს უქმეებზე ისევ ჩემპიონატის მატჩებზე უწევს გადართვა. ერთ დღეს მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ ფიფაში საფეხბურთო კალენდრით მანიპულაციები დაიწყეს. მას ისე ცვლიან, როგორც მოუნდებათ. რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგა განახლდება და ამ ტურნირის დაწყებამდე სანაკრებო ამხანაგური შეხვედრების დანიშვნა სწორედ ფიფას შეცდომაა და მეტი არაფერი.”

ლევან ბიბილაშვილი

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა