თერჯოლის "საპოვნელას" კაპიტანმა მსაჯებთან დაკავშირებით ისაუბრა
თერჯოლის "საპოვნელას" ოფიციალურმა განცხადებამ ბევრი კითხვა დაბადა. კლუბის ხელმძღვანელობა პირდაპირ ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ თამაშის ჩაწყობის ეჭვი აქვთ და "ზუგდიდთან" 17 აპრილის მატჩის დროს მომხდარ ამბებზე აპელირებენ.

- "საპოვნელა": საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ეს მატჩი ჩვენ წინააღმდეგ მართლაც გარიგებული იყო

"საპოვნელამ" მიმართა ფეხბურთის ფედერაციას, მსაჯების ქმედებები შეეფასებინა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გამოძიებაც დაეწყო.

კითხვები აქვს თერჯოლელთა კაპიტან დავით ოდიკაძესაც:

"ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ შეგნებულად "გვძირავენ", მაგრამ მეორე წრე დაიწყო და თბილისის "დინამოსთან" მატჩიდან მოყოლებული, მსაჯები სულ ჩვენ საწინააღმდეგოდ ცდებიან. შეუცდომელი არავინაა, მაგრამ ამდენიც აღარ შეიძლება, 5 ტური დაგვრჩა და იმედია, ასეთი რამ აღარ განმეორდება, რადგან თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.

დარჩენის თეორიული შანსი კი ნამდვილად გვაქვს. ამ მატჩებში 4 რომ მოვიგოთ, უმაღლეს ლიგაში ადგილს შევინარჩუნებთ. ასეთები მომხდარა და ეს მაიმედებს", - ამბობს ოდიკაძე.

გამოცდილი ფეხბურთელი გარიგებული თამაშების შესახებაც გველაპარაკა:

"ერთი რამ კარგად ვიცი: ფედერაციაში ისეთი ხალხი მოვიდა, ჩემპიონატში ვითარების გამოსწორება რომ სურს. ეს ძალიან კარგი და დამაიმედებელი ამბავია. დარწმუნებული ვარ, ფედერაცია თავადაა ყველაზე მეტად დაინტერესებული იმ მიზეზების გარკვევაში, თუ რამ გამოიწვია ბოლო ტურებში მსაჯების ასეთი შეცდომები და გარიგებებს რეალურად შეებრძოლებიან.

წესიერი ხალხი მსაჯებშიც არის და ყველას ხაზს ვერ გადავუსვამ. მაგალითად, ვადაჭკორია "დინამო"-"ტორპედოზე" შეცდა, თუმცა აღიარა და ბოდიში მოიხადა. ასეთ ადამიანზე ცუდის სათქმელად ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს?! "ზუგდიდთან" კი გვიმსაჯა გიორგი ყრუაშვილმა, რომელსაც კარგად ვიცნობ და მის წესიერებაში ეჭვი არასოდეს შემპარვია, მაგრამ ის დამხმარე მსაჯმა შეიყვანა შეცდომაში. ამ და სხვა შეცდომების გამო 5 ქულა რომ არ დაგვეკარგა, ახლა გადარჩენის ბევრად მეტი იმედი გვექნებოდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"საბურთალოს" ესპანელმა ახალწვეულმა ამხანაგურში ჰეთ თრიქი გაიფორმა [VIDEO]
ლევან სალუქვაძე: "დინამოსი" რა ბრალია, ივანიშვილს თუ საჩხერეში გაჩერება არ სურს?
გიორგი ჩიტაური: "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს!
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ვიტ ჯორჯიამ" "შევარდენი" დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა
ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
დავით ოდიკაძე "შევარდენში" ითამაშებს - მეორე ლიგაში უმაღლესის შემადგენლობით
დავით ოდიკაძე: კარიერის დასრულება ამ გუნდში მსურს
თერჯოლის "საპოვნელა" ჩემპიონატიდან მოიხსნა
"შევარდენის" კაპიტანმა ლაშა ჭელიძემ კარიერა დაასრულა
ოთარ ტატიშვილი "შევარდენი 1906"-ის საპატიო პრეზიდენტი გახდა