ს.კ. "გურიიდან" გაპარულ ფეხბურთელთა შესახებ გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა
ს.კ. "გურიიდან" გაპარულ ფეხბურთელთა შესახებ გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა ოთარ ჩხაიძემ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფეხბურთო კლუბ "გურიას" ოთხი უცხოელი ფეხბურთელი გაეპარა.

"დასვენების დღეები გვქონდა, მათ კი ბათუმში ბინა ჰქონდათ ნაქირავები და იქ წავიდნენ. იმ დღეს, როცა ბაზაზე უნდა დაბრუნებულიყვნენ, საღამომდე ველოდეთ, მაგრამ არ მოვიდნენ - თავიანთი სურვილით წავიდნენ და გუნდი მიატოვეს. ახლა კი სანქციებს მივიღებთ.

ამ ლეგიონერიდან ერთი ნამდვილად ეხმარებოდა გუნდს, დანარჩენებთან კი ჩვენ თვითონაც ვაპირებდით კონტრაქტის გაწყვეტას, მაგრამ თავისით მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მე ნამდვილად არ ვნანობ!

თუმცა ვნახოთ, ხვალ თამაშია და ვინც გამოცხადდება, ის გუნდში დარჩება, ვინც არა - არა! მათ მიმართ არანაირი ფინანსური ვალდებულება არ გაგვაჩნია. ზოგიერთი გუნდისგან განსხვავებით, ჩვენ ჩვენს ფეხბურთელებთან ყველანაირი ფინანსები გასტუმრებული გვაქვს.

რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას: ფედერაციას თავისი სანქციები აქვს, რადგან სამივე ფეხბურთელი ჩვენთან ტრანსფერითაა მოსული. ახლა ტრანსფერების მენეჯერი ამზადებს დოკუმენტაციას, რომელიც გადაეგზავნება სფფ-ს. ჩვენ ფედერაციასთან გვქონდა კავშირი, ვესაუბრეთ იურისტს, რომელმაც გვითხრა, რომ 5-წლიანი დისკვალიფიკაციის საკითხს დავაყენებთო.

ყოველ შემთხვევაში, მოთხოვნა ასეთია და განხილვის შემდეგ გადაწყდება, რამდენი იქნება - შეიძლება სამიც იყოს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან იმოქმედებს", - გვითხრა დირექტორმა.

ცოტა ხნის წინ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კლუბმა ოფიციალური განცხადებაც გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გუშინ და დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, თვითნებურად კლუბი დატოვა ოთხმა ლეგიონერმა, რომელთაგან ორი იყო ძირითადი მოთამაშე. ისინი ვარჯიშობდნენ გრიგოლეთის ბაზაზე და ცხოვრობდნენ ბათუმში.

რამდენიმე დღის წინ ისინი არ გამოცხადდნენ ვარჯიშზე. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ისინი გადაფრინდნენ სტამბულში. "გურიას" გასტუმრებული აქვს მათი სახელფასო-საპრემიო ვალდებულებები და არც ერთის მიმართ არ გააჩნია დავალიანება.

კლუბს ოთხივე ლეგიონერთან აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი. ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტაციას ფეხბურთის ფედერაციაში წარსადგენად, რათა მათ მიმართ გატარდეს სადისციპლინო ზომები. აქვე აღვნიშნავთ, რომ რამდენიმე ფეხბურთელის ზემოთ ნახსენები უპასუხისმგებლო მოქცევა ვერ იმოქმედებს კლუბის საწვრთნელ პროცესზე და "გურია" ღირსეულად წარდგება დარჩენილ შეხვედრებში", - ნათქვამია განცხადებაში.

raul
ჩხაიძე აცხადებს "ამ ოთხიდან ერთი ნამდვილად ეხმარებოდა გუნდს,დანარჩენებთან კი ჩვენთვითონაც ვაპირებდით კონტრაქტის გაწყვეტას!თუმცა ვნახოთ ხვალ თამაშია და ვინც გამოცხადდება ის გუნდში დარჩება" და რატომ ტოვებთ გუნდში თუ არ გჭირდებათ და თუ თქვეთვითონაც გინდოდათ კონტრაქტის გაწყვეტა??? ან თუ დაბრუნება სურთ ესეიგი კი არ გაიპარნენ არამედ რეჟიმი დაარღვიეს და არ ღირდა ამხელა აურზაური, კლუბში უნდა მოგეგვარებინათ ეგ საკითხი!!!
სტამბულში კია არა, სტამბოლში

თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
"ფეხბურთი უსამართლოა, მეტს ვიმსახურებდით" - ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩი შეაფასა
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯეკსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
"მე "ოქროს ბურთის" ფავორიტებად მათ მივიჩნევ" - ჰარგრივზმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
რათა არ გაეძევებინათ, ბორდალასმა საზონოვი შეცვალა - "ხეტაფემ" "პარტიზანის" ბარიერი გადალახა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
[VIDEO] ჭანტურიშვილმა "რეინჯერსს" ულამაზესი გოლი გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა და კონფერენს ლიგაზე გავიდა
სომხეთში ზეიმია. გოლი 90+8-ე წუთზე - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" "არარატ-არმენიამ" სძლია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ეროვნული ლიგა 2. პლეი-ოფი. გურია-სამგურალი [LIVE]
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ლანჩხუთის "გურიის" ხმა ლევან კობიაშვილს... მაგრამ ხმა ჯერ არ არის
ლანჩხუთის "გურია": უკრაინელები, სპონსორები, აკადემია და ევროსაგზური!
ოზურგეთი კაიაკინგში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
ხმა გვინდა, ხმა! კლუბები წევრობას ითხოვენ, მეტი სუბიექტი დემოკრატიის გარანტიაა
უმაღლესი ლიგა. III ტური: "ჩიხურამ" "ვიტ ჯორჯიას" სძლია, "მერანმა" "ზუგდიდს" მოუგო
[VIDEO] ლანჩხუთის "გურიამ" საქართველოს თასის 1/16 ფინალში თბილისის "დინამო" დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა!
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ეროვნულ ლიგა 2-ში პლეი-ოფის პირველი შეხვედრები გაიმართა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ლანჩხუთის "გურიამ" კიდევ ერთი უკრაინელი ფეხბურთელი დაიმატა
"გურია": ბიუჯეტი მილიონამდე, ახალწვეულები ესპანეთიდან და ლატვიიდან
თემურ ლორია: კონტრაქტში არ არის პირობა, რომ "გურია" ევროთასებზე უნდა გამეყვანა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება