დიუსელდორფის "ფორტუნას" ექსფეხბურთელს ბელგიაში, ჰოლანდიის საზღვართან მდებარე ამერიკის სამხედრო ბაზა უნდა აეფეთქებინა
ბავშვობაში ნიზარ ტრაბელსი თავს მსოფლიოში ყველაზე უბედურ ბიჭად თვლიდა. ის ტუნისის ქალაქ სფაქსის გარეუბანში ცხოვრობდა. ოჯახი უღარიბესი იყო და ნიზარს ძალიან ბევრჯერ დაუძინია მშიერს.

ამის გამო არ იყო ის უბედური. საქმე სხვა რამ გახლდათ. ტუნისის ნაკრები მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა და ჯგუფში სამი შეხვედრა ჩაატარა. ნიზარმა მხოლოდ ერთი მათგანი ნახა. სამაგიეროდ, იმ ღამეს ბიჭმა უშფოთველად დაიძინა - მექსიკასთან შეხვედრაში ტუნისმა სენსაციურად მოიგო - 3:1.

ბიჭს მაშინაც არ ჰქონდა ტელევიზორი, მაგრამ იმ საღამოს დახმარების ხელი თანაკლასელებმა გაუწოდეს. მაშინ მომავალი ფეხბურთელი დაჰპირდა საკუთარ თავს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ტელევიზორი ექნებოდა...

16 წლის იყო ტრაბელსი, როცა ერთ-ერთი ახალგაზრდული გუნდის თამაშის დროს ლიეჟის "სტანდარდის" სელექციონერებმა შენიშნეს. ბელგიური კლუბის წარმომადგენლებს განსაკუთრებით მოეწონათ მისი სიძლიერე და ტექნიკა.

ცოტაც და, ტრაბელსი ბელგიაში წავიდა სათამაშოდ. ის იქ დიდხანს არ დაყოვნებულა. ფეხბურთელს შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში ხელი რთულმა ხასიათმა შეუშალა. ტრაბელსიმ მალევე მონახა ახალი ნავსაყუდელი და გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე დიუსელდორფის "ფორტუნაში" გადავიდა.

მაგრამ იქაც იმავე პრობლემებმა იჩინა თავი, რამაც - ბელგიაში. ტუნისელი სამშობლოში უკვე ვარსკვლავად მიიჩნეოდა და ვერ იტანდა, როცა გერმანული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა.

"ის რაღაცნაირი ბიჭი იყო. მე სხვა მისნაირს ვერ ვიხსენებ. მეტი რაღა გითხრათ, ყოველი ვარჯიშის შემდეგ ტიროდა და ამბობდა, რომ სახლი ენატრებოდა. მე მას ყველანაირად ვედექი გვერდში", - იხსენებს "ფორტუნას" მაშინდელი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ რისტიჩი.

მწვრთნელისვე სიტყვებით, ტრაბელსი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, თუმცა გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა:

"...მაგრამ ის ამას არ აღიარებდა, არადა, ყველანი ვხვდებოდით, რომ ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებოდა. რადგან ის წინააღმდეგობას გვიწევდა, ჩვენ ვერ დავაძალებდით ფსიქოლოგთან წასვლას. რაც თავისუფალი დრო მქონდა, თითქმის სულ მასთან საუბარში ვხარჯავდი, თუმცა ბევრი არაფერი გამომდიოდა", - ესეც რისტიჩის სიტყვებია.

თანდათან ტრაბელსიმ ნარკოტიკებს გაუგო გემო. ის ცოტას თამაშობდა, ძვირად ღირებული კოკაინისა და ალკოჰოლის საყიდლად კი ფული იყო საჭირო. ასე დაუკავშირდა კრიმინალებს და პოლიციაშიც ამოჰყო თავი, მაგრამ არასაკმარისი სამხილების გამო გაათავისუფლეს.

მერე ერთ-ერთი დისკოთეკის დროს ტრაბელსიმ ცნობილი ტერორისტი ტარეკ მაარუფი გაიცნო. ის ნიზარს დაუმეგობრდა, ხშირად პატიჟებდა ძვირად ღირებულ სასმელებზე და ისლამის მიმდევართა უფლებებზე საუბრობდა.

ტრაბელსი მისი გავლენის ქვეშ მოექცა. ის ჯერ მაარუფისთან ერთად პაკისტანში გაემგზავრა, იქიდან კი - ავღანეთში, სადაც თალიბებს შეუერთდა. ტრაბელსი ტერორისტთა ერთ-ერთ ბანაკში მოემზადა და მალე "ალ ქაიდას" მნიშვნელოვანი წევრი გახდა.

2000 წელს ის პირველად შეხვდა უსამა ბენ ლადენს. მან ეს შეხვედრა ასე გაიხსენა:

"ჩვენ ჩაის ვსვამდით. მაშინ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ პანისლამიზმზე. ჩემდა გასაკვირად, მან ყველაფერი იცოდა ჩემზე. მათ შორის, ისიც, ფეხბურთს რომ ვთამაშობდი", - თქვა ტრაბელსიმ მოგვიანებით.

თანდათან ტრაბელსი გააქტიურდა. მან მონაწილეობა მიიღო ბამიანში მდებარე ბუდას ქანდაკების განადგურებაში. ის სულ უფრო იშვიათად ჩადიოდა ცოლთან გერმანიაში. ბოლოს ეს 2001 წლის შემოდგომაზე მოხდა.

ტრაბელსიმ ბენ ლადენისგან კონკრეტული დავალება მიიღო - თანამზრახველებთან ერთად, მას უნდა აეფეთქებინა ბელგიაში, ჰოლანდიის საზღვართან მდებარე ამერიკის სამხედრო ბაზა. ერთ-ერთი ინფორმაციით, იქ ატომური იარაღიც კი ინახებოდა.

ტერაქტი დაიგეგმა 2001 წლის 13 სექტემბერს. ეს უნდა ყოფილიყო ამერიკაში მომხდარი ცნობილი ტერაქტების სერიის გაგრძელება. მანამდე ტრაბელსიმ ოჯახს აცნობა, რომ ჯიჰადის გზა აირჩია.

სამხედრო ბაზაზე ის 950 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მანქანით უნდა შესულიყო და თავი აეფეთქებინა. ბელგიის უშიშროებამ მაშინ მაგრად იმუშავა - ტრაბელსი და მისი 22 თანამზრახველი დააკავეს. 2003 წელს ტერორისტებს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

"მე ვგრძნობ ჩემი დანაშაულის სიმძიმეს. თავის დროზე, უსამა ბენ ლადენმა მომაჯადოვა. მის გამო ყველაფერზე უარი ვთქვი, მათ შორის - ოჯახზე. არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. საერთოდ ვერ ვაზროვნებდი. შეგიძლიათ, ჩემი მოქმედება რობოტის მოქმედებას შეადაროთ", - თქვა სასამართლოზე ყოფილმა ფეხბურთელმა.

ტრაბელსი ბრიუგეს საპყრობილეში ჩასვეს, 2013 წელს კი ამერიკაში გაგზავნეს, სადაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. რამდენიმე აპელაცია არ დაკმაყოფილდა. ტრაბელსი სასჯელს ბოლომდე მოიხდის.

დღეს მას კამერაში აქვს ძალიან კარგი ტელევიზორი, მაგრამ ის ბედნიერი მაინც ვერ არის...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"ბაიერნმა" მიუნხენში "ფორტუნა" ვერ დაამარცხა და "დორტმუნდს" 9 ქულით ჩამორჩა [VIDEO]
გერმანელმა მეკარემ ბურთი სასქესო ორგანოთი მოიგერია
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა
"დორტმუნდი" ბუნდესლიგაზე პირველად დამარცხდა - თანაც "ფორტუნასთან" [VIDEO]
იუპ ჰაინკესმა "ბაიერნის“ ხელმძღვანელობას ასისტენტად ჰერმანის დანიშვნა მოსთხოვა
"ბაიერნმა" ლიდერობა დაიბრუნა - მანუელ ნოიერმა ტრავმა მიიღო