საქართველოს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა.

გასავარდნ ფინალში ერთმანეთის წინაშე გორის "ჯიქი" და ბოლნისის "ყოჩები" წარდგნენ. თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალზე საინტერესოდ წარიმართა და "ჯიქებმა" მეტოქეს გამარჯვება ხელიდან ბოლო წამებზე გამოჰგლიჯეს - 19:18.

"ყოჩებმა" თამაში უფრო აქტიურად დაიწყეს. უპირატესობასაც დაეუფლნენ, მაგრამ მათ დამრტყმელს, მგეზავ თემურ სოხაძეს ორჯერ მიზანმა უმტყუნა, საჯარიმო დარტყმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, ზუსტი გახლდათ "ჯიქის" გარემარბი რამაზ ხარაზიშვილი, რომელმაც ანგარიში გახსნა. მანვე პირველ ტაიმში კიდევ ერთი საჯარიმო მიითვალა - 6:0.

"ყოჩებმა" მაინც შეძლეს ანგარიშში დაწინაურება და ტაიმის მინიმალური სხვაობით მოგება. მორიგი იერიშისას ბოლნისელებმა მოლი შეკრეს და მეტოქის ლელოში შეაღწიეს. ბოლოს ბურთით ხელში შერკინების კვაჭი დავით ხიდეშელი იყო. სოხაძემ გარდასახა - 7:6. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ სოხაძემ და ხარაზიშვილმა მორიგეობით ორ-ორი საჯარიმო გაიტანეს - 13:12. თუმცა "ყოჩები" ამას არ დასჯერდნენ და კიდევ ერთი მოლის წყალობით ჯაბა კიკვიძემ ლელო გაიტანა. სოხაძემ გარდასახვიდან ბურთი ძელს გაარტყა. "ყოჩების" მგეზავის ეს უზუსტობა საბედისწერო გამოდგა ბოლნისური გუნდისთვის - 18:12.

"ჯიქს" გამარჯვების მისაღწევად გარდასახული ლელო სჭირდებოდა. გუნდმა ბოლო ძალები მოიკრიბა. იერიში ლამის საკუთარი მოედნის ნახევრიდან დაიწყო და მრავალფაზიანი შეტევით, უფრო კი, მორკინალთა მიძალებით მეტოქის ჩათვლის მოედანს მიუახლოვდა. იქ, ერთ-ერთ ეპიზოდში, მესამეხაზელმა არსენ ტრაპაიძემ დროულად შენიშნა დაუცველი სივრცე და ლელოში შეიჭრა. მატჩისთვის განკუთვნილი დრო ამოწურული იყო. ხარაზიშვილმა გარდასახვა ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად დაარტყა და თავისიანებს მინიმალური სხვაობით მოაგებინა - 19:18.

"ჯიქის" მეტოქე შესარჩევ ფინალში გამოვლინდა, სადაც რეგულარული გათამაშების მომგებმა თბილისის "ლელომ" საკუთარ "ლელო არენაზე" მეორე ადგილზე გასული თბილისის "ლოკომოტივი" დაამარცხა - 14:3.

წაგებული რკინიგზელთა გუნდი წინასწარ ფინალში სწორედ "ჯიქის" მეტოქე იქნება და თუ გამარჯვებას შეძლებს, დიდ ფინალში ისევ "ლელოს" დაუპირისპირდება. ამის შანსი, ცხადია, "ჯიქსაც" აქვს, რომელსაც რკინიგზელებთან უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწევს.

"ლელომ" პირველი ტაიმი გაცილებით აქტიურად და მობილიზებულმა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ მატჩის საბოლოო ანგარიში პირველი ტაიმისაა. დიდი მცდელობის მიუხედავად, გუნდებმა მონაგარს დასკვნით 40 წუთში ვერაფერი შესძინეს. ანგარიში მე-7 წუთზე "რკინიგზელთა" ფულბეკმა ბექა წიკლაურმა საჯარიმოთი გახსნა - 3:0. ეს "ლოკომოტივის" პირველი და ბოლო წარმატება გამოდგა ამ მატჩში.

ანგარიშში მასპინძლები 26-ე წუთზე დაწინაურდნენ. მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში დერეფანი მოიგეს, მოლი შეკრეს და ლელო მესამეხაზელმა ელგუჯა სურგულაძემ გაიტანა. ყიასაშვილმა გარდასახა - 7:3.

ტაიმის მიწურულს ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონებმა მორიგი, მრავალფაზიანი შეტევა განახორციელეს. 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან მგეზავმა ლაშა ხმალაძემ ყიასაშვილი მოკლე პასით გარღვევაზე გაიყვანა და ამანაც ბურთი ძელებს შორის დაამიწა. გარდასახვაც თვითონ გაიტანა - 14:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმიც და მთლიანად მატჩიც.

"ლელო" დიდ ფინალშია და მორიგ მეტოქეს ელოდება ტიტულის დასაცავად.

დიდი 10. გასავარდნი და შესარჩევი ფინალები

ჯიქი-ყოჩები 19:18

ჯიქი (15-9) კიკნაძე, გაბროშვილი, რ.ხუციშვილი, ჯინჯიხაძე, ხარაზიშვილი, ნინიძე, ზაბახიძე. (1-8) ორაგველიძე (კაკოვინი 56), მამრიკიშვილი (ჩირგაძე 71), გურგენიძე (თ.კიკნაძე 67), ჯინჭარაძე, ტრაპაიძე, ტუჩაშვილი, მჭედლიშვილი, შენგელია.

ლ: ტრაპაიძე. 4ს,გ: ხარაზიშვილი

ყოჩები (15-9) გოგოლაშვილი, გეგენავა, ხარშილაძე (გარუჩავა 73), ცერცვაძე, ხუციშვილი, სოხაძე, ბეგაძე. (1-8) ხოსიტაშვილი (გოგიშვილი 63), ხიდაშელი, ლ. შენგელია (ჯაშიტაშვილი 61), ცუცქირიძე, კიკვაძე, გუგეშაშვილი, ტყეშელიაძე, გაჩეჩილაძე.

2ლ: ხიდაშელი, კიკვაძე. 2ს,გ: სოხაძე

მსაჯი: ტომას ოდანაჰიუ (ირლანდია)

ლელო-ლოკომოტივი 14:3

ლელო (15-9) ყიასაშვილი, ჩიტაძე, თოდუა, ტალახაძე (ბარკალაია 75), ხეცოიძე, ხმალაძე, მინდიაშვილი. (1-8) მაჭარაშვილი (მარგალიტაძე 34), ჭყოიძე (ლომთაძე 74), პატარაია (მჭედლიძე 74), ჭეიშვილი, ქოიავა, კოპაძე (კვაჭაძე 47, ხორბალაძე 70), სურგულაძე, ბუბუტეიშვილი (მაისურაძე 46).

2ლ: სურგულაძე, ჭყოიძე. 2გ: ყიასაშვილი

სინბინი: ჭყოიძე, ბარკალაია.

ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, კალანდაძე, ძნელაძე, გაგოშვილი (ნიკოლავა 56), შკინინი (ქავთარაძე 75), კავთიძე, ხუციშვილი. (1-8) ელოშვილი, გენებაშვილი, ბურდული (გაგნიძე 60), გეგია, მახარაძე, ფოფხაძე, ჟღენტი, გასვიანი.

ს: წიკლაური.

მსაჯი: კრისტოფერ ბრაზდი (ირლანდია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება