"კლივლენდი" და "სან ანტონიო" მეორე წრეში გავიდნენ
აღმოსავლეთი კონფერენციიდან პირველი შემდეგ ეტაპზე "კლივლენდი" გავიდა, რომელმაც "მშრალი" ანგარიშით მოუგო სერია "დეტროიტს".

"პისტონზმა" ოთხიდან სამ მატჩში დიდი წინააღმდეგობა გაუწია კონფერენციის ჩემპიონს, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ კი გამთამაშებელმა რეჯი ჯექსონმა განაცხადა, რომ მსაჯების შეცდომები რომ არა, მისი გუნდი ორი მატჩის მოგებას შეძლებდა.

სწორედ ჯექსონს შეეძლო მეოთხე შეხვედრაში თავისი გუნდისთვის გამარჯვების მოტანა. "მინუს 2"-ზე "პისტონზს" ბოლო შეტევისთვის რვა წამი ჰქონდა და რეჯიმ გარისკვა გადაწყვიტა: მან თავად მიიტანა ბურთი სამქულიანის ხაზთან და შორიდან ესროლა.

ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა, რიმ შემდეგაც, დეტროიტელები მსაჯს შემოეხვივნენ და ჯარიმის დაფიქსირებას ითხოვდნენ, მაგრამ ამაოდ. სწორედ ამ ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება მატჩის შემდეგ ჯექსონმა.

დეტროიტი-კლივლენდი 98:100

28:25, 24:28, 26:28, 20:19

დ: მორისი (24), ჰარისი (23+13 მოხსნა), დრამონდი (17+11 მოხსნა), ჯექსონი (13+12 პასი), კოლდუელ-პოუპი (9); ჯონსონი (5), ბლეიკი (3), ტოლივერი (2), ბეინსი (2).

კ: ირვინგი (31), ჯეიმსი (22+11 მოხსნა+6 პასი), სმიტი (15), ლავი (11+13 მოხსნა), ტომპსონი (5); დელავედოვა (11), ჯეფერსონი (5).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (48.7/41.9), სამქულიანები (41.7/36.1), საჯარიმოები (66.7/88.2).

სერია: 0-4

"კლივლენდს" კარგა ხანი არ მოუწევს მოედანზე გასვლა, რადგან მისი შემდეგი მეტოქე "ბოსტონისა" და "ატლანტას" სერიაში ირკვევა, იქ კი ოთხი მატჩის შემდეგ, ანგარიში თანაბარია.

გუშინ, ""ატლანტამ" წააგო მეოთხე მატჩი იმის მიუხედავად, რომ მისმა ლიდერმა 45 ქულა დააგროვა, მეტოქემ 33-დან 22 სამქულიანი ააცილა, ხოლო მოხსნების, დაკარგვებისა და პერსონალურების რაოდენობია თითქმის იდენტური იყო.

"ჰოქსის" მარცხი მიზეზი სამქულიანების ცუდი რეალიზაცია იყო. წინა მატჩში ატლანტელებმა 36-დან 27 შორეული ტყორცნა ააცილეს, მაგრამ გუშინდელი მატჩისთვის ტაქტიკა არ შეცვალეს და ამჯერად, მიზანს არ მიაღწია 43-დან 31 შორეულმა სროლამ, მათ შორის, ოვერტაიმში რვიდან შვიდმა სამქულიანმა.

ბოსტონი-ატლანტა 104:95

24:21, 22:27, 24:25, 22:19

ბ: ტომასი (28+6 პასი), ტერნერი (17+7 მოხსნა+6 პასი), ჟერებკო (16+10 მოხსნა), კრაუდერი (12), ჯონსონი (9+9 მოხსნა); სმარტი (20+8 მოხსნა), სალინჯერი (2).

ა: მილსეპი (45+13 მოხსნა+4 დაფარება), ტიგი (13), კორვერი (10+8 მოხსნა), ბეიზმორი (5+8 მოხსნა), ჰორფორდი (5+9 მოხსნა); შრიოდერი (7), მუსკალა (6), სკოტი (4).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (42.6/37), სამქულიანები (33.3/27.9), საჯარიმოები (68.4/69.2).

სერია: 2-2

უიღბლო გამოდგა სტეფ კარის დაბრუნება "ჰიუსტონთან" სერიაში. პირველი ტაიმის მიწურულს, მოქმედი MVP ტრევორ არიზას ბაზერ-ბიტერის დაფარებას ცდილობდა, მაგრამ დაეცა და მუხლი დაიზიანა. ისევე, როგორც სერიის პირველ მატჩში, კარიმ ვერ შეძლო მეორე ტაიმში მოედანზე გასვლა და... მისმა გუნდმა მოიგო. სხვათა შორის, სტეფს პირველ ტაიმში დიდი სარგებლობა არ მოუტანია - ცხრიდან შვიდი ტყორცნა ააცილა და ხუთჯერ დაკარგა ბურთი.

მაშ ასე, მესამე მეოთხედში "გოლდენ სტეიტი" კარის გარეშე გავიდა მოედანზე და სწორედ ამ დროს გადაწყვიტა მატჩის ბედი. 12 წუთში "მეომრებმა" 41 ქულა დააგროვეს და 21-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. თამაშს ყოველგვარი აზრი დაეკარგა.

ამ მატჩში "გოლდენ სტეიტმა" პლეი ოფის ერთი ძველი რეკორდი გააუმჯობესა - ერთ მატჩში რეალიზებული სამქულიანების რაოდენობით. საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე ბრენდონ რაშის მიერ ჩაგდებული შორეული სროლა რიგით 21-ე იყო.

ჰიუსტონი-გ. სტეიტი 94:121

29:29, 27:27, 20:41, 18:24

ჰ: ჰოვარდი (19+15 მოხსნა), ჰარდენი (18+7 მოხსნა+10 პასი+7 ჩაჭრა), არიზა (8), მოტეიუნასი (8), ბევერლი (2); ბიზლი (17), ბრიუერი (10), ტერი (9), ჰარელი (2), კაპელა (1).

გ-ს: ტომპსონი (23), გრინი (18+8 მოხსნა+6 პასი), ბარნსი (12), კარი (6), ბოგუტი (6+7 მოხსნა); იგუოდალა (22), ლივინგსტონი (9+9 პასი), ბარბოზა (7), სპეიტსი (7), კლარკი (5), რაში (3), ეზელი (3).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (42.3/51.7), სამქულიანები (18.5/52.5), საჯარიმოები (60.5/50).

სერია: 1-3

დასავლეთი კონფერენციიდანაც ვიცით ერთი გუნდი, რომელიც შემდეგ ეტაპზე ითამაშებს. ტრავმებით დაუძლურებული "მემფისისთვის" ისიც დიდი მიღწევა იყო, რომ გუშინ, მატჩის მსვლელობისას ბრძოლა მოახვია თავს "სან ანტონიოს".

თანაბარი ბრძოლა მატჩის ერთი ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასპინძლებმა ერთხელ სამი ქულითაც კი შეძლეს წინ გასვლა, მაგრამ ყველაფერი თავის ადგილას დააყენა მესამე მეოთხედში "სპურსის" 21:5 გაქცევამ.

აღვნიშნავთ ტიმ დანკანის მორიგ სტატისტიკურ მიღწევას. "სან ანტონიოს" ვეტერანმა 245-ე მატჩი ჩაატარა პლეი ოფში და მეორე ადგილზე გადავიდა ამ მაჩვენებლით. 40 წლის ფორვარდმა გაუსწრო რობერტ ორის და მხოლოდ დერეკ ფიშერს (259) ჩამორჩება.

და კიდევ, გრეგ პოპოვიჩი გახდა პირველი მწვრთნელი ისტორიაში, ვინც ცხრაჯერ მოიგო პლეი ოფის სერია "მშრალი" ანგარიშით (რვა ასეთი მოგებით უკან დარჩა ფილ ჯექსონი).

მემფისი-სან ანტონიო 95:116

19:25, 26:22, 21:37, 29:32

მ: ბარნსი (15+7 მოხსნა), რენდოლფი (15+7 მოხსნა), კარტერი (14), ფარმარი (6), ალენი (6); სტივენსონი (26), ანდერსენი (7+13 მოხსნა), გრინი (4), მანფორდი (2).

ს-ა: ლეონარდი (21+7 მოხსნა), პარკერი (16), ოლდრიჯი (15+10 მოხსნა), დანკანი (7), გრინი (2); უესტი (11), მილსი (9), სიმონსი (8), მარიანოვიჩი (8), ჯინობილი (7), დიაო (7), ანდერსონი (5).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (44.9/50), სამქულიანები (38.5/45.5), საჯარიმოები (74.1/83.9).

სერია: 0-4

"ლეიკერსმა" სკოტი გაუშვა

"ლეიკერსის" ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელთან ბაირონ სკოტთან გამოთხოვება გადაწყვიტა, - იტყობინება ESPN.

სკოტმა გუნდი 2014 წელს ჩაიბარა. ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ბოლო ორი სეზონი კლუბის ისტორიაში ყველაზე უარესი აღმოჩნდა.

ცოტა ხნის წინ დასრულებულ რეგულარულ ჩემპიონატში, "ლეიკერსმა" 17 მატჩი მოიგო და 65 წააგო. 55 წლის სკოტის კონტრაქტში არსებობდა პუნქტი მესამე სეზონზე, რომელიც დამოკიდებული იყო გუნდის შედეგებზე. კალიფორნიელებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და სკოტი პოსტიდან დაითხოვეს.

სკოტს ყველაზე უარესი ბალანსი (38 მოგება - 126 წაგება, 23.2 პროცენტი) აქვს "ლეიკერსის" ისტორიაში ყველა 16 მწვრთნელს შორის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
"ᓚᓔᓘᓙᓔᓠᓡᓘ" ᓑᓐᓘᓔᓠᓝᓜ ᓡᓙᓝᓢᓡ ᓩᓐᓐᓑᓐᓠᓔᓡ
ამერიკის ნაკრებში 27 კალათბურთელი უნდა გაისინჯოს
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "უორიორზის" სერია, "ვაშინგტონის" ტიტული
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსი" კობისთვის თამაშობს
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
NBA. 18 დეკემბერს დანკანს დააფასებენ
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
კობი ბრაიანტი ყველაფრისთვის მზადაა
ტიმ დანკანი MMA-ის მებრძოლი ხდება?
ასეთი მეორე აღარ იქნება: ტიმ დანკანის წასვლის გამოხმაურება
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
გოგა ბითაძემ იაო მინისა და ტიმ დანკანის მიღწევა გაიმეორა!