მსოფლიო თასის ჯგუფურ ტურნირში ჩვენი მეტოქე შოტლანდიის ნაკრები ექვსი ერის გათამაშების მორიგ შეხვედრას შინ უელსთან გამართავს
ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასის ჯგუფურ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქე შოტლანდიის ეროვნული გუნდი შაბათს, ექვსი ერის გათამაშების მორიგ შეხვედრას შინ გამართავს უელსის ნაკრბთან.

"სკოტებმა" პირველ წრეში სტუმრად წააგეს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან - 21:34. მარცხის მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინგლისელმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა, რომელსაც სერ კლაივ ვუდვორდის სკოლა აქვს გავლილი, შოტლანდიის ნაკრები ანგარიშგასაწევ ძალად აქცია.

"ნარშავები" თამაშის შემდეგ კარგ ხასიათზე იყვნენ. მათ ევროპის უძლიერეს ნაკრებს ხომ სამი ლელო გაუტანეს. ეს ზუსტად იმდენია, რაც შარშანდელ ექვსი ერის გათამაშებაში ერთად აღებული. რობინსონს მარცხის გამართლება არ უცდია. პირიქით, - მოთამაშეებს ბავშვური შეცდომები რომ არ დაეშვათ, მატჩის მოგების შანსი გვექნებოდაო - თქვა მან.

შოტლანდიის ნაკრების ადრინდელი მწვრთნელები, მუდმივად თავის მართლებით იყვნენ დაკავებულნი. "მაგადასკარზე უფრო მეტი მორაგბეა, ვიდრე შოტლანდიაშიო" -ამბობდნენ ისინი. მართალიც იყვნენ. მაგადასკარზე ორჯერ უფრო მეტი ადამიანი თამაშობს რაგბის ვიდრე შოტლანდიაში, მაგრამ ხარისხი?

ერთი სიტყვით, რობინსონმა პოლიტიკაც და გუნდის თამაშიც საგრძნობლად შეცვალა. თუმცა ერთი თვალშისაცემი ნაკლი გუნდს მკვეთრად ეტყობა. "სკოტების" შერკინება "ლე ბლემ" სტატიკაში აშკარად დაჯაბნა, რასაც დინამიკურ თამაშში ვერაფრით ვიტყვით. შოტლანდიელთა რიგებში გამორჩეული "კაცი მთა", მეორეხაზელი რიჩი გრეი იყო.

ეს წერილი თითქმის დამთავრებული გვქონდა, როცა გავრცელდა ინფრომაცია, რომ ენდი რობინსონმა შოტლანდიის რაგბის კავშირთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ის "ნარშავებს" 2015 წლის მსოფლიო თასის დასრულებამდე გაწვრთნის. შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა "სკოტებთან" მუშაობა 2009 წელს დაიწყო და 2012 წლის ექვსი ერის დასრულებამდე უნდა ემუშავა.

უელსთან საშინაო მატჩში რობინსონმა შემადგენლობა არ შეცვალა.

შოტლანდიის ნაკრები

15. ჰუგო საუთვილი, 14. შონ დენიელი, 13. ჯო ანსბრო, 12. ნიკ დე ლუკა, 11. მაქს ევანსი, 10. დენ პარქსი, 9. რორი ლაუსონი. 1. ალან იაკობსენი, 2. როს ფორდი, 3. ევან მურეი, 4. ალისტერ კელოკი, 5. რიჩი გრეი, 6. კირან ბრაუნი, 7. ჯონ ბარკლი, 8. რიჩი ვერნონი

16. დენ ჰალი, 17. მარკ ლოუ, 18. ნათან ჰინესი, 19. ჯეიმზ ბიტი, 20. მეთიუ ბლერი, 21. რაიან ჯექსონი, 22. შონ ლამონტი.

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა