ფეხბურთის მეფე მზადაა, საქართველოში ჩამოვიდეს
საქართველოში "არგენტინის სახლის" ხელმძღვანელმა ნიკო პატარქალიშვილმა გუშინ საინტერესო პრესკონფერენცია გამართა.

ლაპარაკი იყო ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის მეფის, პელეს მოსალოდნელ ვიზიტზე, რომელიც ივნის-ივლისში იგეგმება.

პრესკონფერენციის დაწყებამდე პატარქალიშვილი "სკაიპით" ესაუბრა პელეს ოფისის ფინანსურ დირექტორს, ქალბატონ მორი ონტივეროს, რომელსაც დარბაზში შეკრებილი საპატიო სტუმრები წარუდგინა - კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, ქორეოგრაფი ომარ მხეიძე და სხვები... მორი ონტივეროს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ:

"მინდა, დავადასტურო დიდი პატივისცემა თქვენ და ფეხბურთის მეფის, პელეს მიმართ. საქართველოს ჰყავდა არაერთი დიდი ფეხბურთელი - პაიჭაძე, მესხი, მეტრეველი, სიჭინავა, გუცაევი, ჩივაძე, ყიფიანი... საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი მხარს უჭერს ამ შესანიშნავ წამოწყებას და ძალიან კარგი იქნება, თუ ეს იდეა განხორციელდება".

ქალბატონს სიტყვით მიმართეს ვაჟა აზარაშვილმა და ომარ მხეიძემაც:

"საქართველოში ფეხბურთს უდიდესი ტრადიცია აქვს. არგენტინაში სტუმრობის დროს მიხეილ მესხს მატჩის დასრულების შემდეგ მაისურა შემოახიეს და ნაფლეთები სუვენირის სახით სახლებში წაიღეს, ისე მოეწონათ მისი თამაში", - თქვა ვაჟა აზარაშვილმა.

"ჩვენ მოუთმენლად ველოდებით პელეს ჩამოსვლას საქართველოში. ეს იქნება დიდი საფეხბურთო დღესასწაული", - ეს უკვე ომარ მხეიძის სიტყვებია.

ამის შემდეგ მორი ონტივეროს დავემშვიდობეთ და სიტყვა უკვე ნიკო პატარქალიშვილმა აიღო. შეგახსენებთ, რომ სწორედ მან ჩამოიყვანა საქართველოში დიეგო მარადონა.

"ჩვენ ახლა ვესაუბრეთ პელეს ოფისის ფინანსურ დირექტორს. როგორც თავად ხედავთ, ფეხბურთის მეფე მზადაა, საქართველოში ჩამოვიდეს. სამხრეთამერიკულ ტურნეს საქართველოში 26 ივნისიდან 15 ივლისამდე ვგეგმავთ.

საქართველოში დაგეგმილია "პელეს თასის" ჩატარებაც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბრაზილიის, ურუგვაის, არგენტინისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები.

ასევე, ჩვენ გვაქვს ქანდაკების მაკეტი იმ ცნობილი ფოტოსი, რომელიც გადაღებულია მოსკოვში, 1965 წელს. ამ ფოტოზე არიან პელე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, გიორგი სიჭინავა და ანზორ კავაზაშვილი. ფოტოზე არ არის ვლადიმერ ბარქაია, ვინც ამ დროს უკვე შეცვლილი იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მიერ და გასახდელში იმყოფებოდა...

პელეს წარმომადგენელს უკვე ვაჩვენეთ მაკეტი. თბილისის მერია და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი უკვე საქმის კურსში არიან. ხარჯთაღრიცხვაც გამზადებულია. მერწმუნეთ, აქ არ არის ლაპარაკი ასტრონომიულ თანხებზე. ასევე, მიდის მუშაობა უცხოელ სპონსორებთან და პარტნიორებთან...

"პელეს თასი" იმხელა რეზონანსის შეჯიბრებაა, რომ მის ორგანიზებაში აუცილებლად ჩაერთვებიან ცნობილი უცხოური ბრენდები, თუნდაც - "კოკა კოლა", "მაკდონალდსი" და სხვები...

ამ ეტაპზე ბრაზილიური, არგენტინული და ურუგვაული ტელევიზიები მზად არიან, გააშუქონ ეს ტურნირი. როცა ოფიციალურად გაფორმდება ხელშეკრულება, მერე სხვა ქვეყნების ტელევიზიებიც ჩაერთვებიან...

სამხრეთ ამერიკაში სასწრაფოდ უნდა გაემგზავროს ჩვენი დელეგაცია. კარგი იქნება, თუ ამ დელეგაციაში იქნება დავით ლორთქიფანიძე, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარმოადგენს...

ასევე, გვინდა გადავიღოთ დოკუმენტური ფილმი. ამისთვის საჭიროა ჩავიდეთ ბრაზილიაში, არგენტინასა და ურუგვაიში, მოვიძიოთ ამ ქვეყნებში ადრე გამართული მატჩების ფირები, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ ქართველი ფეხბურთელები...

გადაწყვეტილია, რომ ტურნირს ექნება მაღალი დონის გახსნის ცერემონიალი. ჰიმნი უკვე დაწერილია და ახლა არანჟირება სჭირდება. ვაჟა აზარაშვილი ამისთვის მზადაა, მაგრამ უფულოდ ეს არ გაკეთდება და ფინანსებია მოსაძიებელი, ისევე, როგორც ქანდაკების შემთხვევაში", - განაცხადა პატარქალიშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Idi
მარადონას ჩამოსვლაც არ ჯეროდათ, ღადაობდნენ "ტიპები" და აეროპორტში რომ გამოჩნდა ჭამეს თავიანთი ... და აბსოლიტურად მოუმზადებელი დაახვედრეს ყველაფერი, სამარცხვინო.. სანამ ამისთანები გვყავს ფედერაციაში თუ საზოგადოებაში არაფერი არ გვეშველება.
anti
იმედია ამ სურათის ძეგლს არ დადგამენ, რადგან ძალიან უაზრო საქციელი იქნება და ამასაც დავწერ რატომაც: 1) რატომ უნდა დავდგათ პელეს ძეგლი საქართველოში ჩვენ, როდესაც არცერთ სხვა ქვეყანაში არ არის? 2) რატომ უნდა დავდგათ პელეს ძეგლი საქართველოში, როდესაც ბუმბერაზი ქართველი ფეხბურთელები გვყავდა (არ ჩამოვთვლი) 3) ზოგი იტყვის რომ ეს ისტორიაა და რატომაც არა, მაგრამ ფოტოზე თუ დააკვირდებით, პელე არის მთავარი პერსონაჟი ამ ფოტოზე და ქართველ ფეხბურთელებს პელესთან აქვთ სურათი გადაღებული და არა პელეს ქართველებთან, მეორე პლანზე არიან სურათში. ეს იგივე სიტუაციაა მე რომ გადავიღო სურათი მესისთან. 4) თუ იმას ვიტყვით რომ ამ სურათზე ქართველი ფეხბურთელები არიან და მათ პატივსაცემად უნდა დავდგათ ეს ძეგლი, მაშინ დავდგათ ისეთი ძეგლი სადაც პელე არ იქნება. 5) არც СССР მაისურებში მიმაჩნია ქართველი ფეხბურთელების ძეგლის დადგმა სწორი, რადგან ეს არის საბჭოთა კავშირის ნაკრები, ეს არ იყო საქართველოს ნაკრები და მთელი მსოფლიო საბჭოთა კავშირის ნაკრებით კიარა რუსეთის ნაკრებით გვიცნობდა. თუ გვინდა ჩვენს ფეხბურთელებს პატივი ვცეთ იყო დინამო და დინამოს მაისურებში დავუდგათ ძეგლები.
jondo
ფილმს ერქმევა ბურატინოს ახალი თავგადასავალი სამხრეთ ამერიკაში. მთავარ როლში დავით ლორთქიფანიძე, ... ნიკო პატარქალიშვილი, პელე ამ ფილმში არ იქნება. ფული არ ეყოფათ
კარგით რა
ეს პატარქალიშვილი მოაშორეთ რა, ფული უნდა ახლა და რაღაც იდიოტობა შემოაგდო, ჰიმნის მეტი არაფერი აქვს და ისიც დაუსრულებელი. პელეს ოფისის ფინანსური დირექტორი, პარლამენტის წარმომადგენელი - მაგარია! და რა ტურნირის ტრანსილაციისთვის უნდა გადაიხადონ ფული ტელევიზიებმა ? ან ვინ შეპირდა ამ კაცს რომ ეს ნაკრებები ჩამოვა აქ- ფიფას ეგიდით აკეთებს? იქვე ვერ ითამაშებენ აქ რომ არ ჩამოვიდნენ? მოკლედ რამდენი გიჟია.
baqi-buqi
ან პელე და არგენტინა რა შუაშია ან პელეს ოფისის ფინანსური დირექტორი?! რაო დიდი სიამოვნებით ჩამოვა ბატონი პელე თუ თანხას ექვსი ნოლით გადაიხდითოო))))ან მიხეილ მესხს რომ მაისური შემოახიეს კადრები თუ არის მაგის ან მაისურის ნაფლეთი ვისაც ააქვს ისიც მაინც ჩამოყვეს პელეს....
Aburjga
უფულოდ რატომ არ გაკეთდება?
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ნაპოლის" ყველა დროის ბომბარდირების ათეული - რომელ პოზიციაზე არიან ოსიმენი და კვარაცხელია და რამდენი გოლი აშორებს ხვიჩას მარადონამდე?
"მაშინ მზად იყო 60 წლის პელესთვის კონტრაქტი მართლა გაეფორმებინა" - რონალდომ ლეგენდასთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა
"პელეს მხოლოდ სარკე ირეკლავდა, ის არ ჩანდა!" - ხორხე ვალდანო
მარადონამ ამ გოგონას შიშველი ფოტოების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა - Playboy-ს მოდელმა უცნობი ისტორია მოჰყვა
ჩამოვა თუ არა პელე? - ნიკო პატარქალიშვილი მთავრობას კვლავ თხოვნით მიმართავს
ინფანტინომ პელეს კუბოსთან სელფი გადაიღო - ფიფას პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკეს
"ამ ფეხბურთელს "ნაპოლიში" საერთოდ რა ესაქმება? მისი თამაშის ყურებას მირჩევნია, რომ..." - რას აცხადებს მარადონას შვილი?
პელე საქართველოს აპრილში ესტუმრება
მარადონას შვილი: ჩემს მამას კვარაცხელია ეყვარებოდა, რადგან...
პელე იმ ადგილზე დაკრძალეს, რომელიც 19 წლის წინ ამოირჩია
"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა
"ქართულ კლუბებს ბრაზილიის ნაკრების დონის ფეხბურთელებს ვთავაზობ!"
რომის პაპი: მესი თუ მარადონა? მე მას ვირჩევ...
ენდრიკმა პელეს მიღწევა გაიმეორა
ოსიმენმა "ნაპოლიში" მარადონას შედეგი გაიმეორა