დღეს, 27 აპრილს, შანხაიში მსოფლიოს თასის პირველი ეტაპი იწყება მშვილდოსნობაში
დღეს, 27 აპრილს, შანხაიში მსოფლიოს თასის პირველი ეტაპი იწყება მშვილდოსნობაში, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ოთხი სპორტსმენი გამოვა: სრულად დაკომპლექტებული ქალთა ნაკრები და ერთი ვაჟი.

ქალთა ნაკრები ისევ უცვლელი შემადგენლობით იასპარეზებს: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხათუნა ნარიმანიძე და იულია ლობჟანიძე. ვაჟებში ჯაბა მოსეშვილი გამოვა.

ამ ტურნირზე წასვლა ერთხანს საეჭვოც იყო, რადგან ჩვენები ახალი დაბრუნებულები არიან ევროპული ტურნედან, როცა ჯერ თურქეთში იასპარეზეს გახრამან ბაგატირის მემორიალში, მერე კი ბულგარეთში გამოვიდნენ. დროის ასეთ მცირე მონაკვეთში მთელი კონტინენტის წინ და უკან გადასერვა ცოტა ძნელი საქმეა და ხარჯების გარდა, დიდ ენერგიასაც მოითხოვს, ჩვენებს კი მალე უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება ელოდებათ - ევროპის ჩემპიონატი, სადაც, პარალელურად, ბოლო სალიცენზიო შეჯიბრებაც ჩატარდება.

საბოლოოდ მაინც გადაწყვიტეს წასვლა, თუმცა შემჭიდროებული გუნდით. გასაგებია, ქალთა ნაკრებზე ეკონომიას ვერ გააკეთებდნენ - ისინი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადისთვის ემზადებიან. ამიტომ ვაჟებიდან მხოლოდ ერთი მონაწილე წაიყვანეს და ისიც უფრო იმ მიზნით, შერეულ წყვილებში რომ გამოვიდნენ.

როგორც გითხარით, შანხაიში მსოფლიოს თასის პირველი ეტაპია, ბულგარეთში კი ევროპის "დიდ პრიზზე" გამოვიდნენ, სადაც ესებუამ პირად პირველობაში ვერცხლი მოიპოვა. თუმცა ოლიმპიადამდე მათთვის მთავარი სტარტი მაინც ევროპის ზემოხსენებული პირველობაა, რომელიც 23-29 მაისს ბრიტანულ ნოტინგემში ჩატარდება. იქ უფრო მეტი ვაჟკაცობის გამოჩენა ვაჟებს მართებთ, რადგან ლიცენზია მათ აქვთ საძიებელი, თორემ ქალებმა ჯერ კიდევ შარშან მოიპოვეს გუნდური საგზური.

მსოფლიოს თასზე გუშინ ოფიციალური ვარჯიში გაიმართა, დღეს კი საკვალიფიკაციო ტურნირი იწყება. ამ რანგის მომდევნო ეტაპი ჩვენგან ასევე ძალიან შორს - კოლუმბიურ მედელინში ტარდება - 9-15 მაისს, თუმცა ეს ემთხვევა ევროპის ჩემპიონატის ვადებს, რაც კიდევ უფრო ამცირებს იქ ჩვენების გამოსვლის შანსს. თუმცა მანამდე ჩვენი ახალგაზრდები და ჭაბუკები გამოვლენ ტურნირში - 2-3 მაისს უნგრულ ჰევიცში ევროპის ახალგაზრდული თასი ჩატარდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება
რიო 2016: ქართველი მშვილდოსნები გუნდურში მედლების გარეშე დარჩნენ
პრეზიდენტი გაურკვევლობაში - ინტერვიუ ხათუნა ნარიმანიძესთან
ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ბიჭები ახლებურად ივარჯიშებენ - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
მინსკი 2019: ქართველი მშვილდოსნები და მოკრივეები წარმატებულად ასპარეზობენ
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 21 ივნისის განრიგი
რიო 2016. ხათუნა ნარიმანიძე უკრაინელთან დამარცხდა
რიო 2016: ქრისტინე ესებუამ ინდოელის ბარიერი ვერ დასძლია
საქართველოს ჩემპიონატი: ის ურჩევნია მამულსა - დედა-შვილის შერკინება
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: წყვილად შემორჩნენ
ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა
რიოს 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 7 აგვისტოს
დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა "ევროპის დიდი პრიზი" მოიგო
რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 10 აგვისტოს
ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...