ინგლისელი ფეხბურთელი დაეხმარა კაცს, რომელსაც გადატვირთულ გზაზე ატომობილი გაუფუჭდა
დევიდ ბექჰემი "კეთილი სამარიტელივით" მოიქცა და დაეხმარა კაცს, რომელსაც მანქანაში ოჯახი ეჯდა და გადატვირთულ გზაზე ატომობილი გაუფუჭდა.

ის ამჟამად ინგლისში ცხოვრობს, სანამ "სპურსში" ვარჯიშობს.

ორი ბავშვის მამამ პოლ ლონგმა, რომელიც 46 წლისაა BBC რადიოს წამყვან რიჩარდ ბეკონს გადაცემაში დაურეკა და თავის "კეთილ სამარიტელზე" უამბო.

მან თქვა: ამ დილას ჩემი ბავშვები სკოლაში მიმყავდა და როდესაც გადატვირთულ ქუჩას მივაღწიეთ მანქანა გამიჩერდა. ძალიან გადატვირთული ქუჩის შუაში ვიდექით. მანქანები სწრაფად დაქროდნენ და უკან ორი ბავშვი მეჯდა.

"მიუხედავად ამისა, არავინ გააჩერა მანქანა ჩემს დასახმარებლად. მაგრამ 10 წუთის შემდეგ დავინახე, რომ ავტომობილი გაჩერდა და საშიშროების შუქი ჩართული ჰქონდა. კაცი გადმოვიდა, როდესაც მომიახლოვდა ვიცანი, დევიდ ბექჰემი იყო.

მან მკითხა კარგად ვიყავით თუ არა , მე ვთხოვე შეეძლო თუ არა მანქანას მოწოლოდა. რაზეც დამეთანხმა და გააკეთა. კიდევ ვიღაცა მოვიდა დასახმარებლად. შემდეგ მან კიდევ ერთხელ გვკითხა კარგად ვიყავით თუ არა და როდესაც წავიდა მივაძახე: მადლობა დევიდ, მიყვარხარ.

მისი მანქანა მხოლოდ შორიდან დავინახე, ''აუდს'' ჰგავდა, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ.'' მოგვიანებით მან განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც დაეხმარა, ბექჰემის უდიდესი ფანი გახდა.

მისტერ ლონგმა, "ტოტენჰემ ჰოთსპურსის" ფანმა თქვა: ''ის ლეგენდა და ნამდვილი, პატიოსანი მოქალაქეა. მას ყოველთვის პატივს ვცემდი, მაგრამ რაც ჩემთვის გააკეთა ძალიან კარგი საქციელი იყო. ახლა მისი უდიდესი ფანი ვარ და თავს ცოტა სულელურადაც ვგრძნობ, რომ ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი. ის ჩვენს დასახმარებლად წვიმასაც არ მოერიდა."

მისტერ ლონგი რვა წლის "ნისან პრიმერას" მართავდა და მანქანაში თავისი 6 წლის ქალიშვილი და 8 წლის ვაჟი ეჯდა.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა